Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი გახარია: საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად ემზადება


Recommended Posts

  • ფორუმელი

a64268b.jpg

საქართველოს პრემიოერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვიტერზე დაწერა, რომ მისი მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანია, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

მანამდე, როგორც გახარია ამბობს, ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის სამზადისში იქნება.

“ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას”, – წერს გახარია.

პრემიერის თქმით, ამ მიზნით მისაღწევად, ქვეყანა შეეცდება მიაღწიოს “დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით”.

The new Parliament's first adopted piece of legislation reaffirmed ??'s top foreign policy goals. We seek de-occupation & peaceful restoration of our territorial integrity while continuing to move closer to ??,??& NATO. ?? is preparing to apply for full EU membership in 2024.

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 5, 2021

პრემიერის განცხადება ტვიტერზე ქართულად: „ახალი პარლამენტის მიერ მიღებული პირველივე კანონმდებლობით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები. ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება“, – წერს გახარია.

______________________________________________________________________________

● გახარია: ჩვენ აღვადგენთ ნდობას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

● “არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი” – ახალგორელი უფლებადამცველი პრემიერს შეხვედრას სთხოვს

● საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

______________________________________________________________________________

პრემიერმა თავის განცხადებაში ასევე „ახალი პარლამენტის მიერ მიღებული პირველივე კანონმდებლობა” ახსენა, რომელიც მისი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მთავარ მიზანს, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.

გახარია გულისხმობს 28 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას “საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“.

ამ 14 პუნქტიან რეზოლუციაში ჩამოთვლილია “ქართული ოცნების” პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. აღნიშნულია, რომ საქართველოს უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად დეოკუპაცია რჩება. უალტერნატივო პრიორიტეტეტებად ასევე დასახელებულია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. რაც შეეხება რუსეთთს, მასთან “ქართული ოცნება” “პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის” გაგრძელებას ემხრობა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share