Jump to content
×
×
  • Create New...

პუტინმა სოხუმთან, ცხინვალთან და დანარჩენ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხებში ახალი წარმომადგენელი დანიშნა


Recommended Posts

  • ფორუმელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 იანვრის ბრძანების მიხედვით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხეილ პეტრაკოვი დაინიშნა. პეტრაკოვმა აღნიშნულ თანამდებობაზე იგორ ბრაჩიკოვი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლის აგვისტოდან მსახურობდა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართულ მედიაში 3 იანვარს გავრცელებული საგარეო უწყების კომენტარის თანახმად, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება უკანონოდ ჩაითვლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში იქამდე ვერ დადგება, სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს და ოკუპაციას არ შეწყვეტს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   13 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 13 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)