Jump to content
×
×
  • Create New...

ბელარუსის უშიშროება, ლუკაშენკას დავალებით, განიხილავდა ჟურნალისტ შერემეტის აფეთქებას


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-714ac917aeb4a19622abfd03a247f9ce.jpeg

ჯერ კიდევ 2012 წელს ბელარუსის საიდუმლო სპეცსამსახური პრეზიდენტ ლუკაშენკას დავალებით, განიხილავდა ჟურნალის პაველ შერემეტის აფეთქებას, რაც 4 წლის შემდეგ განხორციელდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული და უკრაინული სამსახურები იუწყებიან ბელგიურ გამოცემა, Euobserver-სა და "ევროპიესკა პრავდაზე" დაყრდნობით, რომელსაც ხელთ ჩაუვარდა 2008-2012 წლებში ბელარუსის უშიშროების კომეტიტის თავმჯდომარის, ვადიმ ზაიცევის, საუბრის ჩანაწერი. ჩანაწერში, რომელიც ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, ზაიცევი თავის ოფისში, მინსკში, ინსტრუქტაჟს უტარებს ბელარუსის კაგებეს ელიტურ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფ, „ალფას“, თანამშრომლებს. ჩანაწერის მიხედვით განიხილება ასევე ჟურნალის პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტ და თანაც საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შერემეტზე, ის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტი (ლუკაშენკა) ელოდება ამ ოპერაციას“,- ისმის ჩანაწერში ზაიცევის ხმა. ჟურნალისტებს ეს აუდიოჩანაწერი და სხვა მასალები გამოსაძიებლად გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმ, „ალმაზის“, მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა, იგორ მაკარმა. ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი. გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“. ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 33 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(1)