Jump to content
×
×
  • Create New...

ამერიკის 10 ყოფილი თავდაცვის მინისტრი აფრთხილებს პენტაგონს, არ დაუშვას სამხედროების ჩარევა პოლიტიკურ პროცესში


Recommended Posts

rssImage-0e019075093d852c9af4daf9579e2ee8.jpeg

აშშ-ის 10 ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს პენტაგონს, რომ ერთგული დარჩეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიციის მიმართ და აფრთხილებს სამხედრო უწყებას, რომ არ დაუშვას სამხედროების ამ პროცესში ჩარევა. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის ყოფილი თავკაცების, მათ შორის დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ერთობლივ წერილში, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. არჩევნები აშშ-ში და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა „ჩვენი დემოკრატიის განმასხვავებელ ნიშანს“ წარმოადგენს, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები მოუწოდებენ პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, კრისტოფერ მილერს, თავი შეიკავოს ტრამპის იმ ძალისხმევაში მონაწილეობისგან, რომელიც მის პრეზიდენტად დარჩენისკენ არის მიმართული. „აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩარევა საარჩევნო დავების გადაწყვეტის საქმეში სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ სივრცეში შეგვიყვანს“, - წერენ ყოფილი თავდაცვის მინისტრები. ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრები ეშტონ კარტერი, ლიონ პანეტა, უილიამ პერი, დიკ ჩეინი, დონალდ რამსფელდი, უილიამ კოენი, რობერტ გეიტსი, ჩაკ ჰეიგელი, ჯეიმს მატისი და მარკ ესპერი. ეს ბოლო ორი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დონალდ ტრამპმა დანიშნა. მიმართვის ხელმომწერები აფრთხილებენ მოხელეებს იმ სერიოზულ პროფესიულ და სისხლის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც მათ მსგავსი მცდელობის გამო შეიძლება დაეკისროთ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ უსაფუძვლოდ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share