Jump to content
×
×
  • Create New...

ხუხაშვილი: „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების შესაძლო შესვლა პარლამენტში სისტემურად არაფერს ცვლის


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-71883b9f129fb9a8ce4ef93b7081413d.jpeg

პოლიტიკის ანალიტიკოსი, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების პარლამენტში შესაძლო შესვლა სისტემურად არაფერს შეცვლის. გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანები არიან ბიზნესმენები და ფორმალურადაც კი არ ითვლებიან  პარტიის წევრებად: „მათი შესვლა ფაქტობრივად იქნება ქართული ოცნების 94 დეპუტატი 90-ის ნაცვლად, რაც იმ კრიტიკულ პრობლემას, რასაც ჰქვია პროგრამა-მინიმუმი, 100 დეპუტატი და ანუ კვალიფიციური უმრავლესობა და იმისათვის რომ საკონსტიტუციო პროცესი უზრუნველყო, ამას საერთოდ 113 სჭირდება,  ამ პრობლემას ეს ვერ წყვეტს და მრავალპარტიულობის ილუზიასაც ვერ ქმნის იმიტომ, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ არიან პარტიის წევრები“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გია ხუხაშვილმა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს, 4 იანვარს, “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, ­გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის  სესიაზე გავა. „პატრიოტთა ალიანსის“ აღნიშნული წევრები ადგილმონაცვლეობის პრინციპით შეიძლება ჩაანაცვლონ პირებმა, რომლებიც პარტიული სიის რეგისტრაციის გაუქმებისას აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდნენ. ესენი არიან სიის მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. მათგან ავთანდილ ენუქიძეს და დავით ზილფიმიანს უკვე გაცხადებული აქვთ სადეპუტატო მანდატის შენარჩუნების სურვილი.

 

 
Share on other sites

ყლე ხარ-თქო...

გადაეცით ხუხას...

 

მასტი ისევ ბიზნესების დალაგებითაა დაკავებული დღესაც და ექსპერტობს :facepalm:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share