Jump to content
×
×
  • Create New...

ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ტერორისტების თავდასხმის შედეგად მალიში


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-94cb825ad6ae151002002863b82b3393.jpeg

ორი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ფრანგული ჯავშანტანსპორტიორის თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად, სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, აფეთქების მომენტში სამხედროები ასრულებდნენ სადაზვერვო მისიას. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფრანგ სამხედროებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა უკვე აიღო საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ. სულ რაღაც სამი კვირის წინ ანალოგიური თავდასხმის შედეგად სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფი მალის ტერიტორიაზე 2014 წლიდან ატარებს ოპერაცია „ბარხანს“, რომელიც მიზნად ისახავს ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლას. ოპერაცია „ბარხანში“ 4500 ფრანგი ჯარისკაცი, ასობით ჯავშანმანქანა, რამდენიმე ათეული შვეულმფრენი, სამხედრო თვითმფრინავი და უპილოტო ავიაცია მონაწილეობს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share