Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანეთის და ევროკავშირის გაყრის დასასრული


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-a809ca3e586616801226c07846323e1a.jpeg

ოთხნახევარი წლის, სამი პრემიერ-მინისტრის და ორი არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ გაყრაზე შეთანხმდნენ.   ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მხარი 2016 წლის რეფერენდუმით დაუჭირეს.   შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.   „გვექნება გიგანტური თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომლის ნაწილიც ვიქნებით, თუმცა ამავდროულად შეგვეძლება თავისუფალი ვაჭრობის ჩვენი შეთანხმებები დავდოთ, როგორც დიდმა ბრიტანეთმა", - განაცხადა ბორის ჯონსონმა, ბრიტანეთის პრემიერმა.  შეთანხმება ბრიუსელსა და ლონდონს შორის, 900 მილიარდი დოლარის ვაჭრობას მოიცავს.  „სიძლიერის პოზიციიდან, ჩვენ შევძელით ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმება მიგვეღო, რაც კი ოდესმე გვქონია, ეს შეთანხმება ისტორიაში შევა“, - თქვა  ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეთანხმების ტესტი 2000 გვერდიანია - და დამატებითი დეტალების გარკვევასთან ერთად დებატები, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება.   შეთანხმება აუქმებს ტარიფებს პროდუქციაზე, თუმცა ლონდონი რჩება ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში.   „ფაქტია, რომ შეთანხმება ართულებს ვაჭრობას. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა იქნება უფრო ნელი და უფრო ძვირი, ამას კი ეკონომიკური შედეგები აქვს... ბორის ჯონსონი პრემიერად აირჩიეს ბრექსიტის დასასრულებლად და ახლა მან ნამდვილად დაასრულა ბრექსიტი", - ამბობს ანანდ მენონი, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან. რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოლაპარაკებებს ხელს თევზის რეწვის საკითხებზე უთანხმოება უშლიდა. შეთანხმებით, ევროპელ მეთევზეებს ახლა თავიანთი კვოტის 25 პროცენტის დათმობა მოუწევთ, მომავალი ხუთი წლის მანძილზე. მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმებას 30 დეკემბრის სესიაზე დაამტკიცებს. თუმცა ბრიუსელში, ევროკავშირის კანონმდებლები, შეთანხმებას  დეტალურად განიხილავენ, და რატიფიკაციას იქ დრო დასჭირდება, ამიტომ შესაძლოა დაბრკოლებები კვლავ შეიქმნას.    ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას წლები დასჭირდა. საკითხზე მწვავე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა და ის კვლავ ჰყოფს ქვეყნის მოსახლეობას. უთანხმოების საკითხი არა მარტო პოლიტიკას და ფინანსებს, არამედ იდენტობას და ღირებულებებსაც შეეხება. მთავრობის პროგნოზის მიხედვით, ბრიტანეთს "ბრექსიტი" მხოლოდ მომავალ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი დაუჯდება. თუმცა ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ევროკავშირის გარეთ ბრიტანეთი „აყვავდება“. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share