Jump to content
×
×
  • Create New...

პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანის მუქარის გამო, ამერიკული ავიამზიდი სპარსეთის ყურეში დარჩება


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-1b9afcaeec0784973028c7011e430dfc.jpeg

აშშ-მა გადაწყვიტა სპარსეთის ყურეში დატოვოს ავიამზიდი Nimitz-ი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მთავრობის სხვა ოფიციალური პირებისადმი ირანის ლიდერთა ამასწინანდელი მუქარის გამო, ავიამზიდი დისლოკაციის ადგილს აღარ შეიცვლის და ცენტრალური სარდლობის ოპერაციების ზონაში დარჩება. როგორც მილერი აცხადებს, აშშ-ის სიმტკიცეში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული ირანის რომელ მუქარაზეა ლაპარაკი. ავიამზიდი Nimitz-ი სპარსეთის ყურეში პატრულირებს 2020 წლის ნოემბრიდან. კრისტოფერ მილერის მიერ 31 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით, ამერიკული სამხედრო გემი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 32 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)