ფორუმელი Moor Posted 3 იანვარი, 2021 Posted 3 იანვარი, 2021 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 3 იანვარს ტვიტერით გასული წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი და გადაწყვეტილება შეაჯამა და მათ შორის ცალკე გამოყო საქართველოში სტუმრობა. „ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ საქართველოში ჩაფრენა, რათა იქ მხარი დაგვეჭირა ჩვენი თავისუფლებისმოყვარე მეგობრებისათვის. მადლობა გიორგი გახარიას გულთბილი მიღებისათვის“, - წერს თავის ტვიტერში მაიკ პომპეო, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში 2020 წლის 17 ნოემბერს ეწვია. საქართველოში ვიზიტამდე პომპეო საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრა. „ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ საქართველოში ყოფნის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო უკვე 30 წელია შესანიშნავი მეგობრები არიან, შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს დემოკრატიულ საკითხებში და ერთად მუშაობენ ოკუპაციისგან მომდინარე სირთულეებზე: მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა