ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 კიბერ უსაფრთხოების საკითხში ჩართულმა ამერიკელმა სენატორმა თქვა, რომ შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოებზე უმაგალითო კიბერ-თავდასხმა, რომლის შესახებაც ამ თვეში იუწყებოდნენ, სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე გასულ გაზაფხულზე, როგორც ამ დრომდე სჯეროდათ. ამერიკელი გამომძიებლები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ სამთავრობო სააგენტოებზე და კერძო ბიზნესზე თავდასხმა, რომელშიც ხაზინის, სახელმწიფო, ვაჭრობის და ენერგეტიკის დეპარტამენტებში შეღწევა შედიოდა, მარტში ან აპრილში დაიწყო. ეჭვმიტანილები, წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რუსი ჰაკერები იყვნენ. რუსეთმა ამაში მონაწილეობა უარყო. დემოკრატმა სენატორმა ვირჯინიიდან მარკ უორნერმა, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა, სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მაისში აღმოჩენილი პირველი იერიშები შესაძლოა უფრო ადრე გაჩნდა. მან აღნიშნა, რომ ჰაკერული თავდასხმის ფართო გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკის მთავრობას არ აქვს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩაგდება მოახერხეს. უორნერმა თქვა, რომ ასეთი დიდი ჰაკერული თავდასხმების საწინააღმდეგო ამერიკული კანონების და პოლიტიკის ნაკლებობა, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე არსებობდა. სენატორის სიტყვებით: პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს, ადამიანები მთავრობაშიც და კერძო სექტორშიც, კიბერ-სივრცეში იურიდიული კონტროლის გაძლიერების შესახებ საუბარს “სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ”. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა