Jump to content
×
×
  • Create New...

კალიფორნიაში ბრიტანეთში დაფიქსირებული მუტაციის პირველი შემთხვევა აღრიცხეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-2257ff6dd0a8b1efd85243558c6fec41.jpeg

ამერიკის დასავლეთში მდებარე შტატ კალიფორნიიდან, ჯანდაცვის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ მათ კორონავირუსის შედარებით ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოავლინეს. საუბარია ვირუსის ახალ ვარიაციაზე, რომელიც ჯერ ბრიტანეთში დაფიქსირდა და რომელსაც თითქმის 70%-ით უფრო მეტი გავრცელების უნარი აქვს, ვიდრე სხვა მუტაციებს. კალიფორნიამდე, კორონავირუსის ეს შტამი ორიოდ დღით ადრე, კოლორადოს შტატშიც იპოვეს. როგორც კალიფორნიაში, ისე კოლორადოში, ინფიცირებულს ბოლო პერიოდი არსად უმოგზაურია. შესაბამისად, შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ამ მუტაციის კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა გამოვლინდება. კალიფორნიის ჯანდაცვის მდივნის - მარკ გალის - თქმით, სიტუაცია "შემაშფოთებელია", მითუმეტეს - შტატში აღრიცხული ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. ის ხაზს უსვამს პრევენციული მეთოდების მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობას, როგორიცაა - ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება, მგზავრობისთვის თავის არიდება და შეძლებისდაგვარად შინ დარჩენა. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share