Jump to content
×
×
  • Create New...

ჯერომ სელინჯერი


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჯერომ სელინჯერი, დიდი ამერიკელი მწერალი, 1919 წლის 1 იანვარს, ნიუ-იორკში დაიბადა. მამა ლიტვური წარმოშობის ებრაელი, შებოლილი ხორც-პროდუქტებითა და ყველით ვაჭრობდა; დედა ირლანდიურ-შოტლანდიური წარმომავლობის ქალი იყო. ჯერომს ერთადერთი დედმამიშვილი, 8 წლით უფროსი და ჰყავდა.

მამას სურდა, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა, ამიტომაც ჯერომმა ველი ფორჯის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. სხვათა შორის, სწორედ აქ შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი – სკოლის ჰიმნისთვის სამი სტროფი დაწერა. ველი ფორჯში ეს ჰიმნი დღემდე სრულდება.

1937 წლის ზაფხულში, როგორც თავისუფალი მსმენელი, სელინჯერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. მალევე, მამასთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ძეხვის დამზადების ტექნოლოგიას სწავლობდა. პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ მას მამის საქმე უნდა გაეგრძელებინა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1939 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სხვადასხვა საგნებთან ერთად, გაიარა კურსი მოკლე მოთხრობის შესახებ, რომელსაც ჟურნალ „სთორის“ რედაქტორი, უილიამ ბერნეტი კითხულობდა. მომავალში თავად სელინჯერი აღნიშნავდა, რომ პრაქტიკაში ეს კურსი ძალიან გამოადგა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერომ სელინჯერს არც სწავლის დიდი სურვილი გამოუმჟღავნებია და არც ამბიციური კარიერული მისწრაფებები ჰქონია, რაც გახდა კიდეც მამის განაწყენების და მისი ოჯახიდან წასვლის მიზეზი.

ამავე პერიოდში წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იუჯინ ო’ნილის ქალიშვილთან, უნასთან, რომელმაც სულ მალე ჩარლი ჩაპლინი გაიცნო და სწორედ მას გაჰყვა ცოლად.

1942 წელს სელინჯერი არმიაში გაიწვიეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საოფიცრე-სასერჟანტო სკოლაში (კავშირგაბმულობის სამსახური) მოუხდა სწავლა. მომდევნო წელს კი, სერჟანტის ჩინით, კონტრდაზვერვის სამსახურში გაამწესეს და ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში გაგზავნეს. და აი, 1944 წლის 6 ივნისს, სერჟანტი სელინჯერი, კონტრდაზვერვის მე-12 ქვეითი პოლკის წევრი, მონაწილეობას იღებს მეორე ფრონტის გახსნაში – ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმაში. მუშაობდა სამხედრო ტყვეებთან და უშუალოდ მონაწილეობდა რამდენიმე, მათ შორის, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებაში.

ფრონტზე სელინჯერი სამხედრო კორესპონდენტსა და მწერალს – ერნესტ ჰემინგუეის შეხვდა. მისმა პირადმა თვისებებმა და წერის მანერამ, სელინჯერზე დიდი გავლენა მოახდინა.

მესამე რაიხზე გამარჯვების შემდეგ, ჯერომ სელინჯერი საბრძოლო, ფსიქოლოგიურ ტრავმას მკურნალობდა. როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ანტინაცისტი იყო, გერმანიაში სელინჯერმა ნაცისტური პარტიის ფუნქციონერ ქალზე იქორწინა, თუმცა ქორწინება მალევე, მწერლის ინიციატივით დასრულდა.

მისი შემოქმედებითი კარიერა ნიუ-იორკის ჟურნალ-გაზეთებში მოკლე მოთხრობების გამოქვეყნებით დაიწყო. პირველი მოთხრობა – „ახალგაზრდა ადამიანები“ მისი ლექტორის, უილიამ ბერნეტის ჟურნალ „სთორიში“ გამოქვეყნდა. 1941 წელს მისი ნაწარმოებები „The New Yorker“-ში იბეჭდებოდა. ამავე პერიოდში ძენ-ბუდიზმის შესწავლა დაიწყო. პირველი სერიოზული წარმატება მოკლე მოთხრობამ – „ბანანათევზის ამინდმა“ მოუტანა, რომელშიც ახალგაზრდა კაცის – სიმორ გლასის და მისი მეუღლის ცხოვრების ერთი დღეა აღწერილი.

მწერლის პირველი და ერთადერთი რომანი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, ან „თამაში ჭვავის ყანაში“ (უფრო ზუსტი სათაური – „დამჭერი ჭვავის ყანაში“ მგონია), 1951 წლის 16 ივლისს გამოიცა. რომანი, რომელზეც ავტორი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, კრიტიკამ დადებითად შეაფასა.  

ეს წიგნი დღემდე უფროსკლასელებსა და სტუდენტებში საოცრად პოპულარულია, რომანის მთავარი გმირი ჰოლდენ კოლფილდი კი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, რადგან მასში მწერალმა სწორედ უფროსკლასელებისა და სტუდენტების გუნება-განწყობები ასახა.

მიუხედავად ამისა, გამოცემიდან ცოტა ხანში, დეპრესიულობისა და უცენზურო ლექსიკის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში წიგნი აიკრძალა. დღეს ამ ნაწარმოების მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია და აშშ-ის არაერთ სკოლაში, რეკომენდებული ლიტერატურის სიაშია შესული.

1961 წლისთვის, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ 12 ქვეყანაში, მათ შორის საბჭოთა კავშირში იყო გამოცემული, რამაც დიდი ბუმი გამოიწვია.

რომანის გამოცემამდე, სელინჯერს 26 ნაწარმოები ჰქონდა გამოქვეყნებული, მათ შორის 7 მოთხრობა იმ ცხრიდან, რომელიც 1973 წელს ცალკე წიგნად („ცხრა ამბავი“) გამოვიდა. 1960 წელს გამოქვეყნდა მისი შესანიშნავი მოთხრობები „ფრენი და ზუი“, „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“. ამ მოთხრობის პერსონაჟები ავტორმა საკუთარი იდეების გამტარებად გამოიყენა და მათი პირით ზომიერ მისტიციზმსა და ბიტნიკების ნიჰილიზმს ქადაგებდა.

1955 წელს 36 წლის სელინჯერი სტუდენტ კლერ დუგლასზე დაქორწინდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მწერლის ცხოვრებაში – ოჯახს უმძიმეს პირობებში, ქოხში აცხოვრებდა, სადაც არც გათბობა ჰქონდათ და არც წყალი. მიუხედავად იმისა, რომ შვილები არ უნდოდა, როგორც მისი მეუღლე იხსენებდა, მარგარეტისა და მეთიუს დაბადების შემდეგ, სელინჯერი შვილებს სიამოვნებით ეთამაშებოდა.

ოჯახის მიმართ სელინჯერი უცნაურად იქცეოდა, როდესაც ქალიშვილი მარგარეტი, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა, მძიმედ გახდა ავად, მამა ექიმის მოწვევაზე უარს ამბობდა. შემდგომში, მწერლის ცოლი, კლერი ქალიშვილს გამოუტყდა, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რადგან ხედავდა როგორ უკვდებოდა შვილი, ამ დროს კი ჯერომი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ექიმის მოყვანას. როგორც ჩანს, ომისდროინდელი ტრავმა მწერალ სელინჯერზე მძიმედ მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სელინჯერის რომანი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, ავტორი საკუთარ თავში ჩაიკეტა და განდეგილობას მიმართა, აღარც ინტერვიუებზე თანხმდებოდა. 1965 წლის შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა ნაწარმოებების გამოქვეყნება. სხვათა შორის სელინჯერმა აკრძალა მისი ადრეული ნაწარმოებების გამოქვეყნება, რომელიც „ბანანათევზის ამინდამდე“ ჰქონდა დაწერილი. ამავდროულად, საკუთარი სახლის გარეშემო ვეებერთელა კედელი ააგო, მიმართავდა სხვადასხვა სულიერ პრაქტიკას და პრაქტიკულად შეწყვიტა გარესამყაროსთან ურთიერთობა.

ასე, მისტიურ საბურველში გახვეული, 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა მწერალი, რომელმაც შეძლო, ეჩვენებინა, თუ როგორია იდეალებით სავსე ახალგაზრდა კაცის დაპირისპირება დიდების, ანუ სისასტიკისა და გარეწრობის სამყაროსთან.

https://www.adjaranet.com/movies/21689/Rebel-in-the-Rye?lang=GEO&quality=HD

საინტერსო მხატვრული ფილმი სელინჯერზე 

Mezzanine_534.jpg.focalcrop.1200x630.50.10.jpg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

ჭვავის ყანის გარდა მგონი არაფერი წამიკითხავს მისი. ინგლისურენოვან ახალგაზრდობაში ძირითადად მისი ფრაზების და სახასიათო მეტყველების გამოა პოპულარული, როგორც ვიცი. მე ქართულად წავიკითხე და ეგ მუღამები ვერ გავიგე, მაგრამ მაინც არ იყო ცუდი. აი თავად ჰოლდენმა კი ძალიან გამაღიზიანა. ჩემი თავი მომაგონა მაგ ასაკში და მაგიტომაც :) 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/30/2021 at 1:09 PM, დათვების მეგობარი said:

ჭვავის ყანის გარდა მგონი არაფერი წამიკითხავს მისი. ინგლისურენოვან ახალგაზრდობაში ძირითადად მისი ფრაზების და სახასიათო მეტყველების გამოა პოპულარული, როგორც ვიცი. მე ქართულად წავიკითხე და ეგ მუღამები ვერ გავიგე, მაგრამ მაინც არ იყო ცუდი. აი თავად ჰოლდენმა კი ძალიან გამაღიზიანა. ჩემი თავი მომაგონა მაგ ასაკში და მაგიტომაც :) 

სელინჯერი და ჰოლდენი განუყოფელია 

პატარა ნამდვილად არ ვიყავი როცა წავიკითხე და ეს იყო  ემოციების ზღვა 

იმ დღის მერე მე ჰოლდენი ჩემი ნაწილია 

 

 წიგნის ორი თარგანია  ჭელიძის და ჭუმბურიძის 

ჩემთვის ჭუმბურიძე ბევრად მისაღებია 

ჭელიძის თარგმანი ძალიან დავარცხნილი დაცენზურებულივით არის 

სათაურიც არასწორადაა ნათარგმნი 

დამჭერი ჭვავის ყანაში 

 

ასეთი ყდით მინდა ვიხილო  როდესმე 

 

images.jpg

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share