Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Darkness said:

ჯანსაღი ლოგიკა კი არა, სრულად ვიზიარებ შენს პოსტს, მაგრამ რწმენის დონეზე, ნონსენსია ჩემთვის-მეთქი. 

ჰო და იგივეს ვამბობ მეც, მატერიალურ სამყაროსაც აქვს ლიმიტები. სუფთა ჰიპოტეტურად არ დაუშვა ჩვენი ფიზიკური სამყაროს მიღმა რამის არსებობის ალბათობა ეგ რამდენად გონივრულია? სიმების თეორიის მომავალს მე დიდი ცნობისმოყვარეობით ვადევნებ თვალს მაგალიტად და თუ რამე არც ''კლასიკური'' ფიზიკით შევიზღუდავ თავს... ანუ  ყველა თვალსაზრისით იყო ღია ერთი შეხედვით ამ გადმოსახედიდან უჩვეულო დაშვებებისთვის ბევრად მომგებიანია ვიდრე შევიზღუდოთ თავი scientism -ით.   

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite

1 minute წინ, marguerite said:

იიი მორწმუნე და ჩვენ ათეისტები განვითარებული ხალხი

ეს კატეგორია არაფრითაა რომელიმე სხვა კატეგორიაზე მაღლა მდგომი, ან განვითარებული.

3 minutes წინ, marguerite said:

რადგან საბოლოო შედეგი ყოველთვის, როგორც იტყვიან, ტაბლოზე აისახება. ჩემს ტაბლოზე კი კარგი ქულებია.

არა ბატონო, არც ესაა ადამიანის განვითარების, ან ჭკუის ინდიკატორი. როცა ადამიანს ყველაფერში მაღალი ქულა აქვს, ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, თორემ ვერანაირად დავიჯერებ იმას, რომ ყველაფრისადმი ერთნაირად გაცხოველებული ინტერესი აქვს.

სკოლა რომ ავიღოთ, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინტენსივობით ვიჩენდი დიდ ინტერესს მათემატიკის, ისტორიისა და ლიტერატურისადმი. სხვა საგნებში არეული ნიშნები მყავდა, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა და დროს არ ვუთმობდი. იყვნენ "ატლიჩნიკები", რომლებსაც ყველაფერში უმაღლესი ქულა ჰყავდათ, მაგრამ ჩემზე კარგები არასდროს ყოფილან იმაში, რაც მე მაინტერესებდა. იგივე იყო უნივერსიტეტშიც, იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როცა ლექციაზე დასასწრებად მივსულვარ, იქაც დამიფიქსირებია 4.0 GPA სასტავი, რომლებსაც მაგ თემების გარდა, რასაც თავს აკლავდნენ უნივერსიტეტში, სხვა თემებზე ორი წინადადების გადაბმა არ შეეძლოთ ერთმანეთისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოს მიხედვით ჩემზე წინ იყვნენ, რეალურად მათი რესურსი ძალიან მეეჭვება, რომ ჩემსაზე მეტი ყოფილიყო. 

იგივეს ვიტყვი პროფესიულ სერთიფიკატებზე და სხვა მიღწევებზე, რომ კონკრეტულად იმ პროფესიაში შენს წინწასულობას უსვამს ხაზს და არა შენს განვითარებას, საერთო განათლების დონეს, ლოგიკურ აზროვნებას და ა.შ. 

:)

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Katutu said:

"feeling, favorable or unfavorable, toward a person or thing, prior to, or not based on, actual experience"

და ამ ფაქტობრივ ცოდნას, გამოცდილებას საიდან იღებ იმ სხვა ადამიანთან დაკავშირებითო? რა სივრცეში დაგროვნდა ეგ ინფო მასზე? 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar

2 minutes წინ, Sylar said:

ეს კატეგორია არაფრითაა რომელიმე სხვა კატეგორიაზე მაღლა მდგომი, ან განვითარებული.

13 minutes წინ, marguerite said:

მართალი საილერი

 

 

პ.ს. რაღაც დონეზე გეთანხმები, თუმცა, მე საბოლოო შედეგზე ვთქვი. რა შედეგი დადე იქიდან, რისი მიღწევაც გინდოდა. აქ მხოლოდ ცოდნაზე არაა დამოკიდებული, საზოგადოებასთან როგორი ურთიერთობა შეგიძლია, რაღაც კუთხით რისი დათმობა, ასევე რამდენად მონდომებული ხარ და როგორ აზროვნებ რეალურად(ისეთი ბიზნეს გეგმები მაქვს მოსმენილი) და ა.შ. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

3 minutes წინ, mulan said:

და ამ ფაქტობრივ ცოდნას, გამოცდილებას საიდან იღებ იმ სხვა ადამიანთან დაკავშირებითო? რა სივრცეში დაგროვნდა ეგ ინფო მასზე? 

 

 

 

სიტყვის განმარტებას ნუ გამოეკიდები მაინც და მაინც. მიხვდი რაზე მქონდა აქცენტი

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Holden Caulfield said:

დახურვის ფუნქცია რომმ ჰქონდეს დავხურავდი უეჭველი 

:nope:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Katutu said:

სიტყვის განმარტებას ნუ გამოეკიდები მაინც და მაინც. მიხვდი რაზე მქონდა აქცენტი

საკვანძო სიტყვაა რომელსაც ზუსტად იმ პასუხამდე მივყავართ. ისევ და ისევ სოციალურ ჯგუფამდე მივყავართ. სადმე სუპერმარკეტში  ჩემ დაქალთა საუბრისას ვიღაც უცხო ტიპმა რიადებს შორის ჩემი  საუბარი რომ მოისმინოს  და დაასკვნას რომ  ქუთაისურად უქცევს ეი იმერელია და  კაი ხაჭაპურის კეთება ეცოდინებაო მართალიც იქნება :lol:  მაღლებზე დგას, წითელი პომადა უსვია, ჰმ  ხელზე თმები არ აქვს ეი ეპილაციას იკეთებს და კაი ფულსაც ხარჯავს თავის მოვლაზე იმ ქათმებივითო არც ამაში შეცდება. სიოსაამოდანელი მაღელვებს თუ ბაშოს ჰაიკუ ამის შესახებ ვერც ვერასდროს გაიგებს თუ ახლოს არ მოვუშვი დავრჩები სამუდამოდ ეგეთი ტუპიაჩკა მისთვის :lol:  

აგერ მე ვფიქრობ რომ სალომეა ღლექალაა მაგრამ არ გამოვრიცხავ როგორც დედა და მეუღლე კაი იყოს და ეხვიოს გარს ისეტი ხალხი რომელიც მას აფასებს და უყვარს. უბრალოდ ჩემთვის ასეთია იმ  კონტექსტიდან გამომდინარე რომელშიც მასზე მომიწია მემსჯელა  და სიმართლე გთხრა ფეხზე მკიდია როგორია სინამდვილეში. ანალოგიური დამოკიდებულებებით ვდვიჟენიობთ ყველანი, აქაა კოგნიტური სიძუნწე ჩვენი ზუსტად რომ პრეჯუდისებს ვაძლევთ საშუალებას მარტივად დაგვიხარისხოს და დაგვილაგოს გარემომცველი რეალობა, დროს და ფსიქიკურ რესურსს ზოგავ. 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   61 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 61 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(8)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(1)
    • Facebookexternalhit(1)