Jump to content
×
×
  • Create New...

ეჭვიანობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

არ თქვათ ახლა დაბალი თვითშეფასების ამბავიაო. ვიცი. 

 

სხვა ვარიანტები თუ გაქვთ ეგეც გამაუშვით :lol:

 

 

Share on other sites

@mulan ეჭვიანობა საჭიროა, როგორც ხინკალზე შავი წიწაკა ისე. უბრალოდ ბევრს თუ მოაყრი ხინკალს, ვეღარ შეჭამ, სულ თუ არ მოაყრი, გემო არა აქვს იმფერი..

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri მართალია, სანამ ვეჭვიანობ ყველაფერი კარგადაა, როცა დგება მომენტი და ვიკიდებ ოოო :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, mulan said:

არ თქვათ ახლა დაბალი თვითშეფასების ამბავიაო. ვიცი.

რა სტანდარტებით დაბალი?

თუ ვიღაც თვლის რომ თვითონ 8-იანია და რომ ვიღაც სხვა 9-იანი, დაბალი თვითშეფასება აქვს?

 

რატომღაც ხშირად ეჭვიანობა არაადეკვატურობად იფუთება ხოლმე და მე არ ვხედავ ეგრე. ბევრისთვის, ბევრ შემთხვევაში ძალიან ადეკვატური პოზიციაა.

ადამიანური მდგომარეობაა რომ საკუთარ თავს რამდენადაც არ უნდა აფასებდე, მაინც ყველაზე კაი ვიღაც გინდა ვინც თვალში მოგხვდება.

ხოდა თუ "ტუზი დაგეცა" და 6-იანმა როგორღაც 8 მოინადირე, ძალიანაც ადეკვატური იზმენაა რომ ცოტა ხანში იმას თვალი აეხილება სიტუაციის რეალობაზე და უფრო "შესაფერის" პარტნიორზე გადავა.

 

ცალკე თემაა ის რომ პრაქტიკულად რამე შედეგი მოაქვს თუ არა, ანუ თუ ღირს საერთოდ ეჭვიანობა.

მანდ უკვე პერსონალური პრეფერენსების ამბავია. ბევრი ვიცი ვინც მაგალითად თვლის რომ საჭიროა "ინერვიულო" ზოგ სიტუაციაში, ანუ თავს დამნაშავედ იგრძნობენ თუ არ ინერვიულეს.

ხოდა თუ გინდათ ინერვიულეთ და იეჭვიანეთ შვილებო, შემოგევლოთ ჩემი თავი.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

7 minutes წინ, Damnoc said:

რა სტანდარტებით დაბალი?

ის მოსაზრება რომ მხოლოდ  დაბალი თვითშეფასების ადამიანები ეჭვიანობენ რეალობასთან ახლოსაა? აი ოდრი ჰეპბერნი უმაგრესი ქალი იყო მარა ყველა კაცი ღალატობდა და თავად არა ერთხელ უღიარებია თურმე შიდა წრეებში რომ თავდაჯერება აკლდა...

ეჭვიანობა მეტ-ნაკლებად რეალურ საფრთხეზე რეაქციაა არა? 

ადამიანებმა რომ იცოდნენ როგორი ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ ეგრევე ფსიქიატრიულში გამაქანებდნენ, ძვირი მიჯდება ამის მალვა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, mulan said:

ის მოსაზრება რომ მხოლოდ  დაბალი თვითშეფასების ადამიანები ეჭვიანობენ რეალობასთან ახლოსაა?

ნწუ. უფრო სწორად სტანდარტების ამბავია, რას დაარქმევ დაბალ თვითშეფასებას და რას მაღალს.

ჩემი აზრით და დაკვირვებით, ადეკვატური ადამიანები ეჭვიანობენ ზოგჯერ და იმათ ვინც ან არასდროს ეჭვიანობს ან ყოველთვის, დიდი ალბათობით რაღაც აქვთ არეული.

 

9 minutes წინ, mulan said:

ეჭვიანობა მეტ-ნაკლებად რეალურ საფრთხეზე რეაქციაა არა? 

მგლის შიში რეალურ საფრთხეზე რეაქციაა?

ნუ ბლიად გააჩნია ხო? ტყეში, ღამით, რეალურია. საბურთალოზე, ბინაში - ნაკლებად.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Damnoc said:

ჩემი აზრით და დაკვირვებით, ადეკვატური ადამიანები ეჭვიანობენ ზოგჯერ და იმათ ვინც ან არასდროს ეჭვიანობს ან ყოველთვის, დიდი ალბათობით რაღაც აქვთ არეული.

 

ოკ. დავმშვიდდი :lol:

ვინმესგან მინდოდა იმის მოსმენა რომ არის შანსი ადეკვატური ვიყო :lol: 

4 minutes წინ, Damnoc said:

მგლის შიში რეალურ საფრთხეზე რეაქციაა?

 

ყველაფერი რასაც გრძნობ არ შეიძლება იყოს ნორმალური ბრად, ამაზე DSM-5 ის  არსებობა და საჭიროებაც მეტყველებს :givi: 

იმას ვამბობ რომ ზღვარს გააჩნია რა, აი ვერ აუკრძალავ სხვა ქალებთან კომუნიკაციას, არც მე მინდა ამეკრძალოს მამრებთან კომუნიკაცია მაშინ როცა ვარდება სიტუაციები როცა უცებ შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდე და ინტერესის ობიექტი გავიჩითო, ტიპაჟი ვარ ასეთი თუ წამომიარა მტრისას,  მაგრამ თუ მან იცის რომ სხვები მკიდიან მის გარდა მშვიდად უნდა იყოს, აი მე რომც ვიცოდე რომ მე ვარ მისთვის მნიშვნელოვანი შანსი არაა გაუცნობიერებლად არ შემომეფარჩაკოს რომელიმე  მდედრი ვინც ეკისკისება ან ქალურ ვაიბებს უშვებს მის მიმართ! ველური და ეგოცენტრიკი ვარ სადღაც მომწონს რაღაც ნაწილში არა. არ შეიმჩნიო ბუზღუნი, პახმელიაზე ვარ, გამოუძინებელი და ორი ზომით დიდი თავით :facepalm:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, mulan said:

ვინმესგან მინდოდა იმის მოსმენა რომ არის შანსი ადეკვატური ვიყო

ეჭვიანობაც და ადეკვატურობაც სპექტრია ბრატ და შენ, რასაც გატყობ, სულ მინიმუმ გამომწვევად ელამუნები ექსტრემალურ ბოლოებს :katutu:

21 minutes წინ, mulan said:

თუ მან იცის რომ სხვები მკიდიან მის გარდა მშვიდად უნდა იყოს

ღლე ბაზარია.

არასდროს არ იცის ეს ადამიანმა და არ უნდა იყოს დარწმუნებული.  შენი ეგ სურვილი იქიდან გამომდინარეობს რომ ნებისმიერ სცენარში გინდა მაქსიმალური გასაქანი გქონდეს, რაც ეგოისტურია მაგრამ ადეკვატური მაგ ეგოისტურ ჩარჩოში.

მაგალითად, თუ "იცის" რომ სხვები გკიდია მის გარდა და არის მშვიდად. როგორც კი ეგ შეიცვლება და უცებ ჰოპ და აღარ გკიდია ვიღაც, პირველივე ნიშანზე რეპორტს დაახვედრებ ტუმბოჩკაზე რომ "ახლა უკვე აღარ იყო მშვიდად"-ო? არა ხო? სისულელეა.

ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ადეკვატურობის იმედზეა და უნდა იყოს ადამიანი ეგეთი რაღაცების შეფასებაში და როცა მაგაში მოიკოჭლებს, დროებით მაინც ალბათ ვიღაც უნდა დაიხმაროს, ეგრეც ხდება ხოლმე.

ერთი პრობლემა მაგ ამბებში ის არის რომ საკუთარი კომპეტენციასავით, საკუთარი ადეკვატურობის შეფასება "მექანიკურად" რთული საქმეა.

მეორე პრობლემა ის არის რომ ადამიანები ხშირად თავისნაირად შენ*რეულ საახლობლო წრეს იკრებენ გარშემო და კოლექტიური კონსენსუსის საფუძველზე ფუთავენ ნებისმიერ *ლეობას ადეკვატურად.

29 minutes წინ, mulan said:

თუ მან იცის რომ სხვები მკიდიან მის გარდა მშვიდად უნდა იყოს, აი მე რომც ვიცოდე რომ მე ვარ მისთვის მნიშვნელოვანი შანსი არაა გაუცნობიერებლად არ შემომეფარჩაკოს რომელიმე  მდედრი ვინც ეკისკისება ან ქალურ ვაიბებს უშვებს მის მიმართ!

თუ დააკვირდები შენს ნაწერს, ნახავ რომ შენ გინდა იქცეოდე ისე როგორც მომგებიანია შენთვის (ზღუდავდე მის გასაქანს რისკის მინიმიზაციისთვის), და ისიც გინდა იქცეოდეს ისე როგორც მომგებიანია შენთვის (არ გზღუდავდეს და რისკები დაიკიდოს).

ასეთ სცენარებში ყველაზე ადეკვატური საქციელი, პირველი ეტაპი მაინც, არის საკუთარი არაადეკვატურობის აღიარება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share