Jump to content
×
×
  • Create New...

გეი ბადეზე


ცხენესი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
12 საათის წინ, t-90 said:

ცოლი რო ძაან გინდა ეგ სხვა სიტუაციაა.

ჰოდა მაგას ვამბობდი. ადამიანები და მათ შორის ურთიერთობა რთული და კომპლექსური საკითხია, ასე მარტივად ვერ დააკლასიფიცირებ და по полочкам ვერ დაალაგებ.

 

Quote

 

და მაგის მეგობრობაში არევა არაა კარგი.

 

მე კიდევ ვთვლი რომ მშვენიერია :) არევა არა, მეგობრობის მაგით გაგრძელება. საშუალოზე კარგი ოჯახი გამოვიდოდა მინიმუმ. იმაზე უკეთესი, ვიდრე უწიპუწით და რომატიკით (ან სულაც ჭუჭულ-ფუჩურის ძახილით) დაოჯახებული წყვილების უმეტესობას აქვს დღეს.

 

 

12 საათის წინ, Darkness said:

ჰმ, მეგობრული ნდობის მომენტი რომ არ გაამართლე თუ ხვდები?

რატომაა აგამართლება? სახლის გასაღები მანდო და ავეჯი გავუყიდე თუ ჩხუბი ჰქონდა და არ წავყევი? გავამართლე კი არა, გადაჭარბებით შევასრულე გეგმა, მე ასე მიმაჩნია. შევეცადე, უფრო სწორად.

 

Quote

საშიში ადამიანი ხარ

რატომ, შენ არ გქონია მომენტი, როცა სწორედ ადამიანის პიროვნება გესექსუალურება და არა მისი მძლვრი მხრები ან ვაჟკაცური გამომეტყველება? ან, თუ ჩვენი მარგალიტას გემოვნება გაქვს, ღიპი და ბუნჩულა გამომეტყველება :D 
მე ხშირად მიმსვლია "გული" ფიზიკურად არამიმზიდველ ადამიანებზე მათი პიროვნული მახასიათებლების გამო. თან შეიძლება კარგ ადამიანად სულ არ მიმაჩნდა, მაგრამ სწორედ მისი უარყოფითი თვისებები მიჩენდა უმოწყალო გაჟიმვის სურვილს.  ასევე ყოფილა რომ სწორედ მისი სიკარგე, სიკეთე და მისთანები მესექსუალურებოდა....

 

 

11 საათის წინ, Katutu said:

რომ აიგნორებ ეგ არაფერს ცვლის

შენ ან სუპერწმინდანი ხარ, ან თვითდაკვირვების უნარები კარგად არ გაქვს განვითარებული. თუ ამოქაჩავ მაგ უნარებს, დაინახავ რომ ნებისმიერი სქესის მეგობრის მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს არაჯანსაღი ან უბრალოდ ზედმეტი დამოკიდებულებები და სურვილები. მაგას თუ შეუშინდი, დარჩები უმეგობროდ.

 

 

Quote

 

ძალით ახშობ და ეგ კიდე გულწრფელი მეგობრობა აღარ გამოდის

 

ისეთი გულსწრფელია, დამიდგეს ნებისმიერი :yes:
ძალით ვახშობ რა, მაინცდამაინც ჩასისხლიანებული თვალებით და ჭინთვა-ჭინთვით კი არ ვცდილობ აბობოქრებული პენისის დაოკებას :D უბრალოდ მშვიდად ვიაზრებ ხოლმე უცებ მოსულ სურვილს, თავის ადგილს მივუჩენ, თავისსახელს ვარქმევ და ვატარებ. არანირ გავლენას არ ახდენენ ურთიერთობაზე. ასევე მეგობარ გოგონებსაც ვატყობ ხოლმე პერიოდულად მსგავს რამეს. უბრალოდ საკმარისად დიდები ვართ და ვიცით, რომ ხეირს არ მოიტანს და მეგობრობას არ ვაყენებთ რისკქვეშ.

სხვათა შორის, ადრე მგონი არც მიჩნდებოდა მსგავსი რამ, რადგან ტანკისტივით ვაზროვნებდი და იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო ჩემთვის, გონება ბლოკავდა. მერე შემეცვალა მსოფლმხედველობა, რის გამოც ფსიქიკამ და სხეულმა თავისუფლება იგრძნეს, როგორც ჩანს.

 

 

11 საათის წინ, Sylar said:

ცოლის ნდომება რა პონტია?
ცოლის ყოლის სურვილმა უნდა აგარჩევინის ქალი თუ პირიქით, ქალმა გაგიჩინოს ცოლის ყოლის სურვილი? 

ორივე შეიძლება. და ორივე შეიძლება როგორც სწორი და ჯანსაღი თემა იყოს, ისე არასწორი.

 

 

11 საათის წინ, Holden Caulfield said:

40+ მიაკაკუნებ მოგინდება თბილი კერა და თბილი ლოგინი მაშინ გაიგებ :D

მე პირიქით ვარ. რაც 40-ს ვუახლოვდები, მინელდება დაოჯახების სურვილი. უფრო სხვა მომენტები იწევენ წინა პლანზე.

 

 

11 საათის წინ, Katutu said:

პირველი ვარიანტიც არსებობს და მეორეც, პირველი არასწორი გზაა, მეორე სწორი.

იმ ერთადერთს უნდა შეხვდე რაა :katutu:

არც მთლად მასეა. იმ ერთადერთს ყველა ვერ ხვდება. თუ უკვე დიდი ბიჭი ხარ, დუქან-დუქან და ბორდელ-ბორდელ წანწალს ჯობია კაი გემრიელი კომფორტული დედაკაცი შეარჩიო გარკვეული პარამეტრებით და ოჯახს მოეკიდო :yes:
ნუ, უმეტესობისთვის ჯობია, ყველასთვის არა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

1 minute წინ, დათვების მეგობარი said:

ნებისმიერი სქესის მეგობრის მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს არაჯანსაღი ან უბრალოდ ზედმეტი დამოკიდებულებები და სურვილები

ეგ რომ გასჩენიათ, გამიფილტრავს :up: მე არ მწამს ეგეთი მეგობრობის. შენ სხვა წარმოდგენა გაქვს მეგობრობაზე, ამიტომ უაზრო პოლემიკას რა აზრი აქვს :D

2 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შენ ან სუპერწმინდანი ხარ

ეგ ვარ ალბათ შენი გადმოსახედიდან :up:

 

როცა იცი რომ მეგობარს შენზე უჩუჩუნდება ხოლმე დროდადრო, იქ რანაირად უნდა იმეგობრო ან გააგრძელო მეგობრობა ხზ :D შენ შეგიძლია როგორც ჩანს და ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც შენი ღირებულებები უნდა გავიზიარო მეგობრობის მსგავს ფორმასთან დაკავშირებით :D

6 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

იმ ერთადერთს ყველა ვერ ხვდება. თუ უკვე დიდი ბიჭი ხარ, დუქან-დუქან და ბორდელ-ბორდელ წანწალს ჯობია კაი გემრიელი კომფორტული დედაკაცი შეარჩიო გარკვეული პარამეტრებით და ოჯახს მოეკიდო

ხო რავი, ეს უკვე გამომყენებლური პოზიციაა, იშვიათი არაა მაგრამ რამდენად სწორია, სადავოა. 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

მაგიტოც მაქვს მოზომილი მეგობრული კომუნიკაცია მამრობითი სქესის მეგობრებთან რომ ფიზიოლოგიას რთულია გადაახტეს ადამიანი...  გეი მეგობარი კიდევ პრობლემა არაა, მათთან ერთად მიძინია კიდეც, ტანსაცმელი გამომიცვლია და კაბის ელვაც შეუკრავთ, იგივეს ჰეტერო მამრ მეგობართან ვერ გააკეთებ! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Katutu said:

ეგ რომ გასჩენიათ, გამიფილტრავს

ჯერ ერთი, შენ საიდან გაიგებდი? მეორეც კიდევ, მე სხვადასვა რამეზე ვთქვი, მარტო რომანტიულ ან სექსუალურ გრძნობებზე არა. მაგ. მეგობრის ძვლებში გადამტვრევის სურვილი არ გაგჩენია ცხელ გულზე? ან არ გიეჭვიანია მეგობრებზე? წიპა უჩემოდ რატომ შეხვდნენ, ჩემზე უფრო ახლოს ხომ არ არიან ერთმანეთთან და მისთანა საბავშვო ბაღური რამეები. სრულყოფილი მეგობრობა მხოლოდ სრულყოფილ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. თუ ასეთები ხართ შენ და შენი მეგობრები, მასწავლეთ თქვენი შეკრების ადგილი, კედელს მაინც ვემთხვევი ხოლმე, მადლი რომ წამოვიღო.

მაგრამ უფრო რეალისტური ვერსიაა რომ უბრალოდ თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში მოიკოჭლებ. რეალურად მეეჭვება იმაზე მაგარი მეგობრობა გქონდეს გინდა შენ და გინდა სხვას, ვიდრე მე მაქვს ჩემებთან. 

 

22 minutes წინ, Katutu said:

როცა იცი რომ მეგობარს შენზე უჩუჩუნდება ხოლმე დროდადრო, იქ რანაირად უნდა იმეგობრო ან გააგრძელო მეგობრობა ხზ

და რა პრობლემაა? ობიექტური წინაღობა დაასახელე, რატომ ვეღარ მოხერხდება მასთან მეგობრობა.

 

23 minutes წინ, Katutu said:

ხო რავი, ეს უკვე გამომყენებლური პოზიციაა

გამომყენებლური რატომაა? გოგოს გათხოვება რომ უნდა (რამდენია ასეთი) და შენ მხსნელად მოევლინები, მოიყვან ცოლად და იზრუნებ მასზე, ცუდია? ხელი ხელს დაბანს, ორივე მოგებაში იქნებით. და ერიც გამრავლდება, რაც საქართველოს შემთხვევაში მართლა არაა სახუმარო თემა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, mulan said:

გეი მეგობარი კიდევ პრობლემა არაა, მათთან ერთად მიძინია კიდეც, ტანსაცმელი გამომიცვლია და კაბის ელვაც შეუკრავთ

ასი პროცენტით ურყევი გეი ან ჰეტერო იშვიათია (თუ არსებობს საერთოდ), ასე რომ... :) 

 

 

8 minutes წინ, mulan said:

იგივეს ჰეტერო მამრ მეგობართან ვერ გააკეთებ! 

რატომ ვერ გააკეთებ, გეცემა და გაგაუპატიურებს თუ? 


სხვა საქმეა რომ ალბათ არ ღირს მაგის გაკეთება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, პატივისცემის ვარიანტივით არის. მის მამაკაცობასაც უნდა სცე პატივი და დაქალოჩკასავით არ მოექცე.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ჯერ ერთი, შენ საიდან გაიგებდი?

საიდან და როგორც შენ ამჩნევდი იმ გოგოებს, ისე მე ვამჩნევდი იმ ბიჭებს

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

მაგ. მეგობრის ძვლებში გადამტვრევის სურვილი არ გაგჩენია ცხელ გულზე?

არასოდეს

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ან არ გიეჭვიანია მეგობრებზე?

ეგეც სისულელედ მეჩვენება, არასოდეს მიეჭვიანია

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

წიპა უჩემოდ რატომ შეხვდნენ, ჩემზე უფრო ახლოს ხომ არ არიან ერთმანეთთან და მისთანა საბავშვო ბაღური რამეები.

მისთანა საბავშვო ბაღური რამეები არ მქონია არასოდეს :givi:

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

სრულყოფილი მეგობრობა მხოლოდ სრულყოფილ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. თუ ასეთები ხართ შენ და შენი მეგობრები, მასწავლეთ თქვენი შეკრების ადგილი, კედელს მაინც ვემთხვევი ხოლმე, მადლი რომ წამოვიღო.

ჩემი მეგობრები (ვინც წლების მანძილზე გაფილტვრას გადაურჩა), არიან ყველაზე გულითადი, გულწრფელი და კეთილები, ყველანაირი ქვეშვეშური აზრებისა და სექსუალური ლტოლვების ჩაცხრომის გარეშე. 

 

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

მაგრამ უფრო რეალისტური ვერსიაა რომ უბრალოდ თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში მოიკოჭლებ. რეალურად მეეჭვება იმაზე მაგარი მეგობრობა გქონდეს გინდა შენ და გინდა სხვას, ვიდრე მე მაქვს ჩემებთან. 

ბოდიში თუ შენს ე.წ. მეგობრობას შევეცილე, გაუაზრებლად :D მე რომ ვინმე მეტყვის თვითანალიზში მოიკოჭლებო მაგრად მეცინება :D 

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

და რა პრობლემაა? ობიექტური წინაღობა დაასახელე, რატომ ვეღარ მოხერხდება მასთან მეგობრობა.

 

ამაში თუ პრობლემას ვერ ხედავ, რავიცი აბა რა გითხრა, რით გაგამხნევო:დ

ობიექტური თუ გინდა, სადაც ლტოლვაა იქ მეგობრობას რა უნდა, მაშინ პოტენციურ პარტნიორად მაინც უნდა განიხილავდე თუ ლტოლვა გიჩნდება. პარტნიორთან მეგობრობა სხვაა და მეგობართან მეგობრობა სხვა

12 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ხელი ხელს დაბანს, ორივე მოგებაში იქნებით.

გარიგებით ქორწინების ერთ-ერთი ვერსიაა, ის შენ გიყენებს, შენ მას. გამომყენებლური პოზიცია თქო ვახსენე :D კონსუმერიზმით შექმნილი ოჯახი რავიცი, მე ზედმეტად იდეალისტი ვარ მსგავსი ქორწინების "სწორად" შერაცხვისთვის.

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

ადამიანი(განსაკუთრებით კაცი) უნდა იყოს 

50 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ბუნჩულა

რომ ზედმეტ პრობლემებს არ გიქმნიდეს და რაც გაქვს იმას გიგვარებდეს :yeah:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Katutu said:

არასოდეს

მე კი. თან გოგოს მიმართ :D რაღაც აბსურდული არალოგიკური პრეტენზია გამოთქვა ჩემი მეორე მეგობრის მიმართ, მე კიდევ ლოგიკის უტიფარი შეურაცხყოფა (მითუმეტეს მაგ ტონით) რომ მაცოფებს, ისე არაფერი. ერთი ორი დღე გიჟს ვგავდი, ჩაწიხვლის და კატლეტის გაკეთების  ფიქრები მეძალებოდა. ნუ, ხასიათი მაქვს ასეთი, საბედნიეროდ ფიქრებს და სურვილებს იშვიათად სცდება.

 

2 minutes წინ, Katutu said:

ეგეც სისულელედ მეჩვენება

მეც ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ სრულყოფილი არ ვარ ჯერ (შენგან განსხვავებით).

 

3 minutes წინ, Katutu said:

ჩემი მეგობრები (ვინც წლების მანძილზე გაფილტვრას გადაურჩა), არიან ყველაზე გულითადი, გულწრფელი და კეთილები

ჩემებიც. ნუ, ყველაზე ალბათ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ საშუალო მასასთან შედარებით ბევრად სერიოზულ სიმაღლეზე დგანან მინიმუმ.

 

5 minutes წინ, Katutu said:

ამაში თუ პრობლემას ვერ ხედავ, რავიცი აბა რა გითხრა, რით გაგამხნევო:დ

ანუ კონკრეტულს ვერაფერს მეუბნები. ასეც ვიცოდი. 
წრიპას გაფუჭების ვიდეო გაქვს ნანახი?  საკანში ედავებიან სხვა ქურდები რაღაცაზე (ბიძა წაიყვანა აბანოშიო თუ რაღაც). არაქურდულია ეგ საქციელიო. რატომაა არაქურდული, ახსენიო, ეს ეუბნება. ვერ აუხსნეს, მოეშალათ ნერვები და წააყარეს ყველამ ერთად :) ახლა ამას უხსენი კიდეო :) ეგ თემაა. 

 

9 minutes წინ, Katutu said:

გარიგებით ქორწინების ერთ-ერთი ვერსიაა, ის შენ გიყენებს, შენ მას. 

ოჯახი, როგორც ბიზნესმოდელი - მშვენიერი ვარიანტია ჩემი აზრით. ოღონდ ჯანსაღი ბიზნესმოდელი უნდა იყოს, რომელიც ერთმანეთის მოტყუებაზე და ცუდი გაგებით ხმარებაზე არაა ორიენტირებული. ურთიერტპატივისცემა და გვერდში დგომა უნდა იყოს წამყვანი. მე შენ მჭირდები, შენ - მე.

არაა აუცილებელი პეპლები მუცელში, ბენზინიანი თოკით დანთებული გული აივანქვეშ და მისთანები.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   103 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 103 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)
    • Facebookexternalhit(1)