ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ თუ პროექტი განხორციელდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და იმედი მაქვს, ეს გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ. უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა. "საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი. "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ვოლკერმა ქართველებს ახალი 2021 წელი მიულოცა და ქართველებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა. "მოხარული ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა, მივულოცო ქართველ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს ყველას საქართველოში. პირველი რაც მინდა ყველას ვუსურვო, ჯანმრთელობაა. 2020 საქართველოსთვის ძალიან რთული წელი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანამ ვითარებას კარგად გაართვა თავი, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება საშინელია. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა და დაავადდა. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო,"- ამბობს ვოლკერი. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 საქართველოში ბიზნეს მხოლოდ ის გააკეთებს ვინც ხელისუფლებას ატკატებს გადაუხდის. თუ ამისთვის მზად არიან ამერიკელები, მაშინ კი ბატონო :საქმაფიოზურკლანურიხელისუფლ: Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 1 საათის წინ, iaiameri said: საქართველოში ბიზნეს მხოლოდ ის გააკეთებს ვინც ხელისუფლებას ატკატებს გადაუხდის. თუ ამისთვის მზად არიან ამერიკელები, მაშინ კი ბატონო :საქმაფიოზურკლანურიხელისუფლ: არანაირ ატკატს არ ვუხდი ღმერთი-რჯული მარაარავინ არ მაწუხებს ასევე ახლობლებს ვინც ჩემს გარშემო საქმიანიბენ. ასერო ტყუილი ცმუკია ატეხილი . ვისაც ბიზნესის წამოწყება უნნდა უპრობლემოდ შეუძლია შევიდეს კონკურენციაში . ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 1 minute წინ, eL said: არანაირ ატკატს არ ვუხდი ღმერთი-რჯული მარაარავინ არ მაწუხებს ასევე ახლობლებს ვინც ჩემს გარშემო საქმიანიბენ. შენი ახლობლების რეალობა ობიექტური რეალობა ვერ იქნება. მე მიწევს ბიზნესთან გულწრფელი კომუნიკაცია და დამერწმუნე ჩემი მწირი მარა მაინც გამოცდილებით ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არსებობს... 3 minutes წინ, eL said: ვისაც ბიზნესის წამოწყება უნნდა უპრობლემოდ შეუძლია შევიდეს კონკურენციაში . სანამ სხვას არ უჩრდილავ ბოსტანს. მეკაიფები დაჟე ჩემ სფეროში კონკურენტებისგან ისეთები მიმიღია რომ გამოვღლევებულვარ, რეებს არ კადრულობენ და ამათ რომ მეტი რესურსი მისცე და ბლატი თუ კრიშა წარმოდგენაც არ მინდა რას იზამენ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 ონლაინ, mulan said: შენი ახლობლების რეალობა ობიექტური რეალობა ვერ იქნება. მე მიწევს ბიზნესთან გულწრფელი კომუნიკაცია და დამერწმუნე ჩემი მწირი მარა მაინც გამოცდილებით ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არსებობს... ბიზნესი არ კონტროლდება არაცინ გაუძულებს მაყითის ატანას არაცინ გდევნის რაღა დარჩა აბა განავრცე. თუ ბიზნესთან ეამე პრობლემა გაქვს სახელმწიფოს ან სამართალდამხავების მხრიდან პმ მომწერე. ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 33 minutes წინ, eL said: ბიზნესი არ კონტროლდება არაცინ გაუძულებს მაყითის ატანას არაცინ გდევნის რაღა დარჩა აბა განავრცე. თუ ბიზნესთან ეამე პრობლემა გაქვს სახელმწიფოს ან სამართალდამხავების მხრიდან პმ მომწერე. მე მაქვს პრობლემა და მოგწერ, მაგრამ ვერაფერს გააკეთებ, ან არაფერს. აქ ვირტუალში მკერდზე მჯიღის ცემა მარტივია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 41 minutes წინ, eL said: ბიზნესი არ კონტროლდება კონკურენტებს რომ შენი ბლატებით ძირავ ეგ არაფერს ნიშნავ? სუფთა თამაშის წესებზე ოცნება სისულელეა? რამდენიმე ისეთი მსუყე შემთხვევა ვიცი არ იქნება სწორი ჩემგან იმ დეტალებზე საუბარი თორემ დაგანახებდი რომ მაგრად ცდები და შენ ბაბლში ხარ გამოკეტილი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 2 იანვარი, 2021 Posted 2 იანვარი, 2021 1 საათის წინ, mulan said: კონკურენტებს რომ შენი ბლატებით ძირავ ეგ არაფერს ნიშნავ? სუფთა თამაშის წესებზე ოცნება სისულელეა? რამდენიმე ისეთი მსუყე შემთხვევა ვიცი არ იქნება სწორი ჩემგან იმ დეტალებზე საუბარი თორემ დაგანახებდი რომ მაგრად ცდები და შენ ბაბლში ხარ გამოკეტილი... ჩემს სფეროში იმდენი კონკურენტია რო რავიცი უბრალოდ შეთავაზება სა მომსახურების ზარისხი როგორი გაქვს ესაა მთავარი თორე ბევრი ტენდერი მაქვს წაგებული . ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა