Jump to content
×
×
  • Create New...

უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი


Recommended Posts

  • ფორუმელი

უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი

 
 

311D4002-0D9B-4644-8678-137BA2730842_w10

 

ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ თუ პროექტი განხორციელდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და იმედი მაქვს, ეს გამოვა.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ.

უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი.

კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა.

"საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი.

"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ვოლკერმა ქართველებს ახალი 2021 წელი მიულოცა და ქართველებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა, მივულოცო ქართველ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს ყველას საქართველოში. პირველი რაც მინდა ყველას ვუსურვო, ჯანმრთელობაა. 2020 საქართველოსთვის ძალიან რთული წელი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანამ ვითარებას კარგად გაართვა თავი, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება საშინელია. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა და დაავადდა. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო,"- ამბობს ვოლკერი.

 

 

 
Expand  
Share on other sites

საქართველოში ბიზნეს მხოლოდ ის გააკეთებს ვინც ხელისუფლებას ატკატებს გადაუხდის. თუ ამისთვის მზად არიან ამერიკელები, მაშინ კი ბატონო

:საქმაფიოზურკლანურიხელისუფლ:

 

 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/2/2021 at 8:04 AM, iaiameri said:

საქართველოში ბიზნეს მხოლოდ ის გააკეთებს ვინც ხელისუფლებას ატკატებს გადაუხდის. თუ ამისთვის მზად არიან ამერიკელები, მაშინ კი ბატონო

:საქმაფიოზურკლანურიხელისუფლ:

Expand  

არანაირ ატკატს არ ვუხდი ღმერთი-რჯული მარაარავინ არ მაწუხებს ასევე  ახლობლებს ვინც  ჩემს გარშემო საქმიანიბენ.

ასერო ტყუილი ცმუკია ატეხილი .

ვისაც ბიზნესის წამოწყება უნნდა უპრობლემოდ შეუძლია შევიდეს კონკურენციაში .

 

    ღმერთმანი 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/2/2021 at 9:54 AM, eL said:

არანაირ ატკატს არ ვუხდი ღმერთი-რჯული მარაარავინ არ მაწუხებს ასევე  ახლობლებს ვინც  ჩემს გარშემო საქმიანიბენ.

Expand  

შენი ახლობლების რეალობა ობიექტური რეალობა ვერ იქნება. მე მიწევს ბიზნესთან გულწრფელი კომუნიკაცია და დამერწმუნე ჩემი მწირი მარა მაინც გამოცდილებით ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არსებობს...

  On 1/2/2021 at 9:54 AM, eL said:

ვისაც ბიზნესის წამოწყება უნნდა უპრობლემოდ შეუძლია შევიდეს კონკურენციაში .

Expand  

სანამ სხვას არ უჩრდილავ ბოსტანს. მეკაიფები დაჟე ჩემ სფეროში კონკურენტებისგან ისეთები მიმიღია რომ გამოვღლევებულვარ, რეებს არ კადრულობენ და ამათ რომ მეტი რესურსი მისცე და ბლატი თუ კრიშა წარმოდგენაც არ მინდა რას იზამენ...

 

 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/2/2021 at 9:58 AM, mulan said:

შენი ახლობლების რეალობა ობიექტური რეალობა ვერ იქნება. მე მიწევს ბიზნესთან გულწრფელი კომუნიკაცია და დამერწმუნე ჩემი მწირი მარა მაინც გამოცდილებით ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არსებობს...

Expand  

ბიზნესი არ კონტროლდება 

არაცინ გაუძულებს მაყითის ატანას 

არაცინ გდევნის

 

რაღა დარჩა აბა განავრცე. თუ  ბიზნესთან ეამე პრობლემა გაქვს სახელმწიფოს ან სამართალდამხავების მხრიდან პმ მომწერე.

 

 

    ღმერთმანი 

Expand  
Share on other sites

  On 1/2/2021 at 10:00 AM, eL said:

ბიზნესი არ კონტროლდება 

არაცინ გაუძულებს მაყითის ატანას 

არაცინ გდევნის

 

რაღა დარჩა აბა განავრცე. თუ  ბიზნესთან ეამე პრობლემა გაქვს სახელმწიფოს ან სამართალდამხავების მხრიდან პმ მომწერე.

 

Expand  

მე მაქვს პრობლემა და  მოგწერ, მაგრამ ვერაფერს გააკეთებ, ან არაფერს. აქ ვირტუალში მკერდზე მჯიღის ცემა მარტივია.

 

 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/2/2021 at 10:00 AM, eL said:

ბიზნესი არ კონტროლდება 

Expand  

კონკურენტებს რომ შენი ბლატებით ძირავ ეგ არაფერს ნიშნავ? სუფთა თამაშის წესებზე ოცნება სისულელეა? რამდენიმე ისეთი მსუყე შემთხვევა ვიცი არ იქნება სწორი ჩემგან იმ დეტალებზე საუბარი თორემ დაგანახებდი რომ მაგრად ცდები და შენ ბაბლში ხარ გამოკეტილი...

 

 

 

 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/2/2021 at 10:45 AM, mulan said:

კონკურენტებს რომ შენი ბლატებით ძირავ ეგ არაფერს ნიშნავ? სუფთა თამაშის წესებზე ოცნება სისულელეა? რამდენიმე ისეთი მსუყე შემთხვევა ვიცი არ იქნება სწორი ჩემგან იმ დეტალებზე საუბარი თორემ დაგანახებდი რომ მაგრად ცდები და შენ ბაბლში ხარ გამოკეტილი...

 

 

Expand  

ჩემს სფეროში იმდენი კონკურენტია რო რავიცი უბრალოდ შეთავაზება სა მომსახურების ზარისხი როგორი გაქვს ესაა მთავარი თორე ბევრი ტენდერი მაქვს წაგებული .

 

    ღმერთმანი 

Expand  
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share