Jump to content
×
×
  • Create New...

პროფესიული ინტერესების კლასიფიკაცია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პროფესიული ინტერესების კლასიფიკაცია


 

პროფესიული ორიენტაციის სფეროში ყველაზე ხშირად სწორედ ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები გამოიყენება. ინტერესების საკვლევი მეთოდები ადამიანებს ეხმარება დაფიქრდნენ საკუთარი ინტერესებზე.  ადამიანთა ინტერესების სისტემა უამრავ განსხვავებულ ინტერესს მოიცავს. ამავე დროს, თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების უნიკალური ერთობლიობით ხასიათდება. პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში უსარგებლო იქნებოდა ინტერესთან კომპონენტზე კონცენტრირება მისი გარკვეულ კატეგორიაში მოთავსებისა და შრომითი სფეროს კონტექსტში გაანალიზების გარეშე. იმისთვის, რომ ადამიანებმა თვითშემეცნების პროცესში საკუთარი მიდრეკილებების სპეფიფიკურ შრომით სფეროსთან დაკავშირება შეძლონ, ინტერესების კატეგორირების არაერთი გზა არსებობს. ინტერესთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი კლასიფიკაცია შეიმუშავა ჯონ ჰოლანდმა, რომელმაც ინტერესები ექვს ჯგუფში გააერთიანა: რეალისტური, კვლევითი, შემოქმედებითი, სოციალური, ინიციატივიანი და საკანცელარიო. ქვემოთ წარმოდგენილია ინტერესთა თითოეული კატეგორიის მოკლე აღწერილობები: 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/123ugk.jpgრეალისტური სფერო მოიცავს საქმიანობებს, რომლებიც სამუშაოს ხელით შესრულებას, შენობის გარეთ მუშაობას ან ფიზიკური ტიპის აქტივობას მოითხოვენ, ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პროდუქტიულობა და პრაქტიკულობა. ამასთანავე, ახასიათებს მუშაობის პრინციპული, მკაცრი, რისკიანი და გაბედული სტილი. რეალისტური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი სამუშაო, როგორიცაა ავტომობილის მექანიკოსობა, ავიადისპეჩერობა, ტოპოგრაფია, ფერმერობა, ელექტრიკოსობა და ა.შ. როგორც წესი, მათ გააჩნიათ მექანიკური უნარები, მაგრამ აკლიათ სოციალური შესაძლებლობები, შესაბამისად, თავს არიდებენ ისეთ სამუშაოებს, სადაც საჭიროა დიდი დოზით ადამიანებთან ურთიერთობა. რეალისტური ინტერესებს მიეკუთვნება მიდრეკილება მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენების მიმართ.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/download_1.jpgკვლევით სფეროში შემავალი პროფესიები მომუშავისაგან კომპლექსური მეცნიერული პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის გზების ძიებას, საგნებისა და მოვლენების შესწავლასა და გაგებას მოითხოვს, შესაბამისად, კვლევით სფეროში სამუშაოდ აუცილებელია ანალიტიკური, ტექნიკური, მეცნიერული უნარები, წერისა და ვერბალური გადმოცემის შესაძლებლობა და ა.შ.; კვლევითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ბიოლოგიის, ქიმიკოსის, ფიზიკოსის, ანთროპოლოგიის, გეოლოგიის, სამედიცინო ტექნოლოგიების, მკვლევრისა და სხვა. როგორც წესი, მათ გააჩნიათ საბუნებისმეტყველო კვლევის უნარები, უყვართ კვლევა-ძიების გზით საკითხის გადაწყვეტა და ახლის აღმოჩენა, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიდერობის თვისებებს.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shemoqmedebiti.jpgშემოქმედებითი პროფესიები ხელს უწყობს ადამიანს შემოქმედებითობის, პიროვნული ინდივიდიალობის, ემოციის გამოხატვასა და ინტელექტუალურ აქტივობას წერის, მუსიკის, ხელოვნების საშუალებით. შემოქმედებითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები: კომპოზიტორობა, მუსიკოსობა, რეჟისორობა, მწერლობა, დეკორატორობა, მსახიობობა, დრამატურგობა და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ შემოქმედებითი უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან საკანცელარიო უნარებს, შესაბამისად, არ აინტერესებთ რუტინული, განმეორებადი, სტანდარტებს დაქვემდებარებული და ორგანიზაცული სამუშაო.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/socialuri%20sfero.jpgსოციალური პროფესიები ადამიანს საშუალებას აძლევს დაეხმარონ, ასწავლონ, მოემსახურონ სხვებს და იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე. სოციალური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ საზოგადოებრივი საქმიანობა, როგორებიცაა მასწავლებლის, ადვოკატის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, სოციალური მუშაკისა და ა.შ. როგორც წესი, მათ აქვთ ინტერპერსონალური, თანაგრძნობის, სხვებისათვის რჩევის მიცების უნარი, თუმცა მოკლებულნი არიან ტექნიკური და მექანიკური ტიპის შესაძლებლობებს.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/iniciativiani.jpgინიციატივიანი პროფესიები მომუშავისაგან სხვების მართვას, მათ ქცევაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ დარწმუნებასა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მოითხოვს. ამგვარი სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია თავდაჯერებულობა, რისკიანობა, მაღალი პასუხისმგებლობა, მიზნის მიღწევისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვა და გაბედული მოქმედება. ინიციატივიანი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ სამუშაო, რომელიც ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას იძლევა: გამყიდველის, მენეჯერის, ბიზნესმენის, ტელერეჟისორის, გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტის და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ ლიდერის მონაცემები, მაგრამ მოკლებულნი არიან მეცნიერული კვლევის უნარს. ასე რომ, ნაკლებად აინტერესებთ კვლევითი სფეროს პროფესიები.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/sakancelario.jpgსაკანცელარიო საქმიანობები მოიცავს ორგანიზებულ, დაგეგმილ აქტივობებს. ამგვარი პროფესიები მომუშავისაგან სიზუსტეს, რიცხვებთან და ტექნიკასთან მუშაობას, მოწესრიგებული რუტინით, სტანდარტებით ხელმძღვანელობასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. საკანცელარიო ტიპის სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია სიფრთხილე, მოწესრიგებულობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. საკანცელარიო ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ შემდეგი პროფესიები: ბუღალტრის, სტენოგრაფისტის, ფინანსისტის, ბანკირის, ღირებულების შემფასებლის, საგადასახადო ექსპერტისა და სხვა. მათ აქვთ საკანცელარიო და ადმინისტრაციული უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებითობას.

ჰოლანდის ინტერესთა კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამი სფერო შეირჩევა, რომლიც საშუალებითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ის პროფესიული სფეროები თუ სამუშაო ალტერნატივები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესატყვისებათ. ამასთან, შეძლებთ თქვენ ინტერესებთან კომბინაციაში მყოფი პროფესიული სფეროს დანახვას, ამისთვის საუკეთესო გამოსავალია შეავსოთ ჰოლანდის თვითსაკვლევირომელიც დაგეხმარებათ იფიქროთ, რომელი სამი სფეროა ინტერესთა ჰოლანდისეული კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე ახლოს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან კარგი სტატია არის დაეხმარება ადამიანს თავისი თავი იპოვოს მაგალითად  ტოპოგრაფიული რუკა  შეადგინოს რაც ძალიან გამოსადეგია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share