ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 პროფესიის მახასიათებლები: ანაზღაურება შემოსავალი და ხელფასი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20pro_1.jpgრა ოდენობის ანაზღაურებას ან შემოსავალს მოელით გარკვეული პროფესიისგან, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიის გაანალიზებისას. ზოგიერთი პროფესია არ არის შემოსავლიანი, თუმცა საინტერესოა. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ იყოს შემოსავლიანი. რიგ შემთხვევებში, ადამიანს უწევს განსაზღვრას რამდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია მისთვის შემოსავალი და ხელფასი. მეტწილად ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პირად შეხედულებებზე, რადგან საკუთარი ღირებულებების გვერდით, არსებობს ოჯახი, პირადი ცხოვრება და ა.შ. ანაზღაურების შეფასებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირეული პრინციპის გათვალისწინება: http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20pro_1.jpgპირველი პრინციპი: ზრდადია ანაზღაურება თქვენთვის საინტერესო პროფესიაში? ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, გექნებათ თუ არა კონკრეტულ პროფესიაში ზრდის, განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა. ზოგიერთ პროფესიაში ანაზღაურება კარიერის დასაწყისშივე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს დაუფლება არ არის რთული. თუმცა ამ შემთხვევაში, ნაკლებია დაწინაურების შესაძლებლობა, რადგან მეტი გამოცდილება არ იწვევს უფრო მაღალ ეფექტურობას. უმეტეს შემთხვევაში, კარიერის დასაწყისში ანაზღაურება დაბალია და იზრდება ცოდნისა და გამოცდილების მიღების კვლადაკვალ. ასეთ შემთხვევაში, დაწინაურებას არც ისე მალე უნდა ველოდოთ და საკმაოდ დიდი შრომაც დაგვჭირდენა, თუმცა იმის ალბათობა, რომ ანაზღაურება მუდმივად გაიზრდება გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების კვალდაკვალ, მაინც მამოტივირებელია ადამიანთა უმრავლესობისათვის. შეჯამებისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერის დასაწყისში ნაკლები ანაზღაურება ბევრად მომგებიანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რადგან მას განვითარების, ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა ეძლევა. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20profesiis%20archeva.pngმეორე პრინციპი: ანაზღაურების რეგულარობა. პროფესიის შესაფასებლად მნიშვნელოვანია განვსაზღროთ ანაზღაურების რეგულარობა. ზოგიერთი პროფესია სეზონურობით ხასიათდება, შესაბამისად, ანაზღაურებაც სეზონურია, ხოლო ზოგიერთი მათგანი სტაბილურ სამსახურსა და ანაზღაურებას გვპირდება. ადამიანთა უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური ანაზღაურება, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც პერიოდული ანაზღაურება არ წარმოადგენს პრობლემას. პროფესიის გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ანაზღაურების ამ ორი ტიპიდან, რომელი მათგანია დამახასიათებელი თქვენთვის საინტერესო პროფესიისათვის და ესადაგება თუ არა ეს თქვენი ცხოვრების სტილსა და გეგმებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_98277620_2.jpgმესამე პრინციპი: შემოსავლის წყარო. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დამსაქმებელი გადაიხადოს დაპირებული თანხა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის? ყოველწიურად იზრდება იმ დასაქმებულთა ხვედრითი წილი, რომლებიც ვერ იღებენ დაპირებულ ანაზღაურებას დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის. პროფესიის მახასიათებლების გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია, გამოიკვლიოთ თქვენთვის საინტერესო პროფესიაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის რამდენს იხდიან დამსაქმებლები. მცირე სამუშაოს შესრულებისთვის დიდი ანაზღაურება ცალხასად ფარსია და მხოლოდ ადამიანების მისაზიდად გამოიყენება. ამიტომ, თუკი გეცოდინებათ დაახლოებით რა შემოსავალი შეიძლება მიიღოთ ამა თუ იმ პროფესიაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის, თავიდან აირიდებთ მსგავს რისკებს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა