Jump to content
×
×
  • Create New...

პროფესიის მახასიათებლები - სამუშაო გარემო და დასაქმება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პროფესიის მახასიათებლები - სამუშაო გარემო და დასაქმება


 

ფიზიკური გარემო

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/18%20pro_0.jpgთქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფიზიკური გარემო, რომლეშიც უწევთ მუშაობა ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს. ზოგიერთი პროფესია სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიში ფიზიკური პირობებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი ამ გარემოებას პროფესიის მინუსად არც განიხილავს. ამგვარი პროფესიები განსაკუთრებით მოსწონთ ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან რისკზე წასვლით და განსაკუთრებული/განსხვავებული სამუშაოების შესრულებით (მაგ. მეხანძრე, მაშველი). არსებობს პროფესიები, რომლებიც თავისმხრივ სახიფათოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამუშაო ადგილზე არ არსებობს საფრთხის ასარიდებლად საჭირო ყველა ინსტრუმენტი, ტექნიკა თუ შესაბამისი პირობები. ეს ძირითადად დამახასიათებელია სამრეწველო სფეროს რიგი პროფესიებისთვის ან იმ დარგებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ახალია და არ არსებობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს დანერგვის კულტურა. არსებობს რიგი პროფესიები, რომლებიც დაავადებების გამოწვევასთან არის დაკავშირებული - გარკვეული პროფესიები შეიძლება ხელს უწყობდეს გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_2.jpgმაგალითად, მეშახტეებს ხშირად აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაღაროებში დარიშხანის მაღალი კონცენტრაციის გამო;  მხატვრის საქმიანობა საღებავების ინტოქსიკაციის საფრთხეს შეიცავს; ქვის დამუშავებაზე მომუშავე ხელოსნები შეიძლება ფიზიკური დაზიანებების წინაშე აღმოჩნდნენ, თუკი უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ დაიცავენ; ქარხნების მომსახურე პერსონალი ხშირად არის საფრთხის ქვეშ ცუდი განათების, ანტისანიტარიისა და ხალხით გადაჭედილ სამუშაო ოთახში მუშაობის პირობებში.

ძალიან ბევრი პროფესია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ადამიანმა გაითვალისწინოს ეს ფაქტორები და არ აირჩიოს საფრთხის შემცველი პროფესია, თუკი ასეთი პროფესიებით არ არის დაიმტერესებული.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20profesiis%20archeva.pngგარდა ფიზიკური საფრთხის შემცველი გარემოებებისა, არსებობს სხვა ფიზიკური ფაქტორებიც, რომლებიც გასათვალისწინებელია პროფესიის არჩევისას. მაგალითად, მომავალმა არქეოლოგმა და გეოლოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  მოუწევს დიდი ხნით საველე სამუშაოებზე გასვლა და სახლის დატოვება; გაყიდვების აგენტს დღის უმეტეს მონაკვეთში ფეხზე დგომა, ექიმს ტელეფონზე საუბარი დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, იურისტს დიდი ხნის განმავლობაში გონების დაძაბვა და ყურადღების ფოკუსირება ერთი და იმავე შემთხვევაზე, მასწავლებელს ყველა მოსწავლის ხასიათის გათვალისწინება და დიდი ხნის განმავლობაში მათი ნაწერების გასწორება. თითოეული პროფესია შეიძლება დავახასიათოთ როგორ უპირატესობებით, ისე სირთულეებით.  სირთულეებისა და უპირატესობების შესწავლა და მათი აწონ-დაწონვა შეიძლება ყველაზე სასარგებლო აქტივობა იყოს ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც პირველად უწევთ მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილების მიღება.

 

 

დასაქმების რეგულარულობა 

 

ზოგიერთი პროფესია რეგულარული დასაქმებით ხასიათდება. რიგი პროფესიის მქონე ადამიანებს შეიძლება უამრავი საქმე ჰქონდეთ წლის განსაზღვრულ პერიოდში, ხოლო სხვა პერიოდებში - არა. მოსავლის აღებისას, ფერმერს უამრავი დამხმარე მოსავლის ამღები პირი სჭირდება წლის ამ პერიოდში, თუმცა სხვა პერიოდებში - არა. დაკონსერვების ინდუქტრიაში მომუშავე საწარმოები განსაკუთრებით ბევრ ადამიანს ასაქმებენ ხილის ან ბოსტნეულის კრეფის პერიოდში, მაშინ როცა, წლის სხვა პერიოდში შეიძლება კარგი დამსაქმებლები არ იყვნენ.

ზოგიერთი პროფესია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამინდზე. ამგვარი პროფესიებით დასაქმებულ ადამიანებს უამრავი საქმე აქვთ სეზონის დროს, თუმცა შეუფერებელ ამინდებში იძულებულნი არიან მეორადი პროფესიებით დასაქმდნენ. ასეთ პროფესიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ტურიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცააა სამთო და საზღვაო ტურიზმი, სასტუმრო საქმე და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში დაუსაქმებელი ადამიანების რაოდებობა მაღალია და შესაბამისად, დაბალია დასაქმების შანსებიც.

 

 

დასვენებისა და არდადეგების პერიოდები

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/5%20profesiis%20archeva.pngსაათების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც ადამიანი არ ეწევა სამსახურეობრივ საქმიანობას, მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია პროფესიის გაანალიზებისას. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5 დღის გამვალობაში და ნახევარი სამუშაო დღე შაბათობით, მისაღები დროა ადამიანის დასვენებისა და განტვირთვისათვის; ხოლო 9 ან 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი 6 ან 7 დღის განმავლობაში (რაც ზოგიერთ ინდუსტრიაში კვლავაც შემორჩენილია) ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს დროს დასასვენებლად და განსატვირთად. მომუშავეთა უმრავლესობა დამსაქმებელთან თანხმდება წლის განმავლობაში 2 კვირიან არდადეგებზე. ზოგიერთი დამსაქმებელი საერთოდ არ გეგმავს არდადეგების პერიოდს მომუშავესთან, რადგან ეს თავად მომუშავის სურვილზეა დამოკიდებული.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20profesiis%20archeva.pngშესაძლებელია კარიერის დასაწყისში, ადამიანმა არ იცოდეს არდადეგებისა და დასვენებისათვის რა დროა ოპტიმალური კონკრეტულ პროფესიაში და ამ საკითხის მნიშვნელოვნებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს, თუმცა დასვენების დრო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის პროფესიითა თუ სამუშაოთი კმაყოფილებას. ადამიანთა უმრავლესობას აქვს ჰობი: სპორტი, ხელსაქმე, შემოქმედებითი საქმიანობები, საინტერესო საგნების კოლექციების შეგროვება და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პროფესია ან/და სამუშაო ჰობის მიყოლის შესაძლებლობას არ იძლება, ეს ცალსახად იწვევს ადამიანის უკმაყოფილებას, რაც შემდგომში პროფესიის/სამუშაოსადმი ინტერესის კლებაში შეიძლება გადაიზარდოს

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   14 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)