ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინო პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto.jpgადამიანთა უმრავლესობა კარიერის არჩევისას არ განიხილავს და არ აანალიზებს არსებულ ალტერნატივებს და გადაწყვეტილებას ხშირად ინტუიტურად, სხვების რჩევით, გაუაზრებლად იღებს, ან იმ განათლებასა და ტრენინგებზე დაყრდნობით, რომელიც გავლილი აქვს. შედეგად, ადამიანები კარიერის განმავლობაში ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რომელიც მათთვის შესაფერისი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც კარიერის მაძიებელი გადაწყვეტილების მიღების დროს აწყდება, არის სხვადასხვა პროფესიების თუ სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის არ ქონა. იგი მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით მსჯელობს, რომელიც ხშირად მცდარია. კარიერული განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ადამიანთა დიდი ნაწილი აღმოაჩენს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელიც რეალურად არ აინტერესებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_0.jpgექსპერტთა და მკვლევართა უმრავლესობა გვაწვდის ინფორმაციას იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ადამიანმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს. კვლევების შედეგად გამოიყო 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი ალბათობით მიგვიყვანს იმ პროფესიამდე, რომელიც ყოველმხრივ დაგვაკმაყოფილებს: უნარები და შესაძლებლობები ინტერესები ღირებულებები სასურველი ანაზღაურება პასუხისმგებლობის სასურველი დონე სამუშაოს ადგილმდებარეობა მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაანალიზება სამუშაო გარემო შეაფასეთ საკუთრი ცოდნა პროფესიის განვითარებისა და დასაქმების ტენდენციები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_1.jpgუნარებისა და ინტერესების შესახებ იხილეთ ცალკე სტატიები, ამჯერად აქცენტი პროფესიის არჩევის დროს გასათვალისწინებელ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებზე გადავიტანოთ, რომლებიც კარიერული და შრომითი კმაყოფილების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლს თამაშობენ. თქვენთვის ყველაზე მეტად შესაბამისი პროფესიის ასარჩევად, საწყის ეტაპზე, გამოყავით თქვენთვის წამყვანი უნარები და ინტერესები, იმ მეთოდებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა