Jump to content
×
×
  • Create New...

პროფესიული ინტერესების შეფასება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პროფესიული ინტერესების შეფასება


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_1.jpgკარიერული შეფასების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ინტერესების შესაფასებელი ტესტები/კითხვარები. ამ შემთხვევაში გამოიყენებენ ისეთ პოპულარულ და აპრობირებულ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ჰოლანდის თვითსაკვლევი, სთრონგის ინტერესების საკვლევი კითხვარი, კუდერის პროფესიული საკვლევი და სხვა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების მთავარი ამოცანაა ადამიანისთვის პრიორიტეტული პროფესიული/კარიერული ინტერესების გამოყოფა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები ადამიანებს ეხმარება გამოყონ ისეთი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებული შეიძლება იყოს არასამუშაო და სამუშაო აქტივობებთან, სამუშაო გარემოსთან და აკადემიურ ცხოვრებასთან. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების ერთი ნაწილის შემთხვევაში, მიღებული ტესტური შედეგები უნდა შედარდეს იმ ადამიანების ტესტურ შედეგებს, რომლებმაც შეავსეს ინტერესების საკვლევი იგივე ტესტი და ეს წარმატებით დაეხმარათ პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

გაეცანით საკითხავ მასალებს ინტერესების შესახებ

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2015-Entrepreneurial-Psychology_0.jpgდღეისათვის არსებობს ინტერესების კატეგორიებად ორიგანიზების რამდენიმე მეთოდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი პროფესიული ინტერესები დაუკავშირონ კონკრეტულ პროფესიას, სამუშაოს თუ სამუშაო გარემოს. პროფესიული ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისტემა შექმნილია ჯონ ჰოლანდის მიერ, რომელიც ადამიანის პროფესიულ ინტერესებს 6 მთავარ კატეგორიაში ანაწილებს: რეალისტური აქტივობები დაკავშირებულია ოფისის გარეთ მუშაობასთან და ისეთი დავალებების შესრულებასთან, რომელიც საჭიროებს ხელით მუშაობას; კვლევითი სამუშაოები დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტასთან; შემოქმედებითი აქტივობები მოიცავს ისეთი შემოქმედებითი და პერსონალური მახასიათებლების გამოვლენას, რომლებიც დაკავშირებულია წერასთან, მუსიკასთან და ხელოვნებასთან; სოციალური ინტერესები საშუალებას გვაძლევს ვასწავლოთ სხვა ადამიანებს და დახმარება გავუწიოთ მათ; ინიციატივიანი ინტერესები მოიცავს სხვების მართვასთან და დარწმუნებასთან დაკავშირებული სამუშაო დავალებების შესრულებას; საკანცელარიო ინტერესები დაკავშირებულია დაგეგმვასა და ორგანიზებასთან.

 

გაეცანით ინფორმაციას ჰოლანდის თვითსაკვლევის შესახებ

 

ჰოლანდის ინტერესების კლასიფიკაციას პროფესიული კონსულტანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი 3 ყველაზე პრიორიტეტული ინტერესების შეფასებით თქვენ იღებთ სამნიშნა კოდს, ხოლო ჰოლანდის პროფესიათა კოდების ლექსიკონის გამოყენებით შესაძლებლობა გაქვთ სამნიშნა კოდით შეარჩიოთ ის პროფესიები, სადაც თქვენთვის სამი ყველაზე პრიორიტეტული ინტერესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

შეავსეთ ჰოლანდის ტესტი

რა გავლენას ახდენს ინტერესების შეფასება კარიერულ განვითარებაზე? - თაიას შემთხვევა

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/career.jpgროგორც თაიას შემთხვევის ანალიზიდან დაინახავთ, ინტერესების საკვლევ ინსტრუმენტებს შეუძლია მოგაწოდოთ ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი ინტერესების შესაბამისი პროფესიის არჩევის შედეგად, შეგიძლიათ იკვლიოთ რა შესაძლებლობები არსებობს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში.

დღევანდელ სამყაროში კარიერა და სამუშაო გვაკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან. რეალურად, საკუთარი პიროვნების გაანალიზება გვეხმარება ვიცოდეთ ვინ ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია ყველაზე უკეთ. რამდენჯერ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის „რომელია ჩემი ძირითადი პროფესია?“ ან „რისი კეთება გამომდის ყველაზე უკეთ?“. ასე რომ, ძირითადი პროფესიის არჩევა და კარიერული ბილიკის დაგეგმვა პირველი ნაბიჯებია საკუთარი პიროვნული იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share