Jump to content
×
×
  • Create New...

საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება პროფესიის არჩევისას


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება პროფესიის არჩევისას


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20profesiis%20archeva.png

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ პროფესიას, რომელსაც მომავალში გაჰყვებით, უნდა დაიწყოთ საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება ამ პროფესიის დასაუფლებლად. პროფესიის შერჩევა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და თქვენთვის შესაბამისი პროფესიის დადგენას. პროფესიის არჩევა პროცესია, რომელიც დაგეგმვასა და ეტაპობრივ განხორციელებას საჭიროებას. პროფესიის არჩევამდე კი უნდა შეაფასოთ ყველა ის საგანამანათლებლო შესაძლებლობა, რომელიც სადაც შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო პროფესიას დაეფლოთ. ამ დროს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: საგანმანათლებლო დაწესებულება, სასწავლო პროგრამა, სასწავლო პროგრამის სილაბუსი, კურსის ღირებულება, უნივერსიტეტის მდებარეობა, მომავალი ლექტორები, უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია და დიპლომი, ფიზიკური გარემო სასწავლო დაწესებულებაში და ა.შ.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3_3.jpgშესაძლებელია, მიზნად დაისახეთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომლის შესწავლაც შეუძლებელია ბაკალავრიატის საფეხურზე, ამიტომ კარგად უნდა გამოიკვლიოთ სად ისწავლება თქვენთვის სასურველი პროფესია და განათლების რომელ საფეხურზე. მაგალითად, თუ გსურთ მიკრობიოლოგი გამოხვიდეთ, ვერ შეძლებთ სკოლის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის საფეხურზევე დაეუფლოთ ამ პროფესიას, რადგან ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო მიმართულებას წარმოადგენს. საწყის ეტაპზე, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) თქვენ უნდა დაეუფლოთ ბიოლოგიას (ან სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას) და მხოლოდ 4 წლიანი სწავლის შემდგომ შეძლებთ უშუალოთ მიკრობიოლოგიის შესწავლას. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომელიმე პროფესიის არჩევას, კარგად უნდა გაარკვიეთ რომელ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და განათლების რომლემ საფეხურზე ისწავლება ის.

შესაძლებელია მოგწონდეთ ინჟინრის პროფესია, მაგრამ გსურთ ისწავლოთ ის საგნები/გაიაროთ ის სასწავლო კურსები, რომლესაც გთავაზობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინჟინერიის შესასწავლად? პროფესიის არჩევისას და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესწავლისას მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა, სადაც თქვენთვის სასურველ პროფესიას ასწავლიან. ხშირად სასწავლო პროგრამები გადავსებულია ისეთი სასწავლო კურსებით, რომლებიც სრულიად არ არის დაკავშირებული პროფესიის შესწავლასთან ან უბრალოდ კონკრეტული კურსის გავლა თქვენთვის დროის ფუჭად ხარჯვაა, რადგან ის არ ეხმიანება თქვენ კარიერულ გაგემებს. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ყველა საგანი/კურსი, რომელსაც კონკრეტულ უნივერსიტეტში გაივლით თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად, იქნება თქვენთვის საინტერესო და შედეგისმომცემი.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/11%20profesiis%20archeva.jpgსასწავლო პროგრამების მოძიებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში არ არსებობს სასწავლო პროგრამები თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად. ეს განსაკუთრებით ეხება ახალ პროფესიებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ შეისწვალოთ კომპიუტერული თამაშების შექმნა, აღმოაჩენთ, რომ საქართველოში არც ერთი უნივერსიტეტი ან კოლეჯი ჯერჯერობით არ გთავაზობთ შესაბამის პროგრამას. ამ შემთხვევაში, ორი გამოსავალი გაქვთ - ან კერძო ტრენინგ ცენტრებთან გაიაროთ შესაბამისი კურსი, ან მონათესავე პროფესიას დაეუფლოთ და შემდგომ დამოუკიდებლად, საკუთარი ენთუზიაზმით დაიწყოთ კომპიუტერული თამაშების დაუფლება. მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ ბევრი სხვადასხვა პროფესიის შემთხვევაში. ტექნოლოგიების განვითარებისა და ადამიანური მოთხოვნების ცვლილების პარალელურად, იზრდება მოთხოვნა განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებზე, რასაც შესაძლოა ფეხს ვერ უწყობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამიტომ მოგიწევთ ან დაელოდოთ შესაბამისი პროგრამის შექმნას რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან/და მის შესასწავლათ ზევით წარმოდგენილი გზები განიხილოთ.

კურსის ღირებულება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პროფესიის არჩევისას და მისი დაუფლების პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გადახედოთ საკუთარ და ოჯახის ფინანსებს და მათი გათვალისწინებით განსაზღვროთ რა ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებთ საკუთარ განათლებაზე. კარგად შეისწავლეთ უნივერსიტეტები და კოლეჯები და მათი ფასები. შესაძლებელია ერთ უნივერსიტეტში გაცილებით ძვირი ღირდეს საგანმანათლებლო პროგრამა, მაშინ როცა სხვა უნივერსიტეტში იგივე პროგრამა გაცილებით ნაკლებ ფასად გაიაროთ. ამ შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილეთ სასწავლო კურსის შინაარზე, სილაბუსებზე, ლექტორებზე, უნივერსიტეტის ადგილმდებარეობაზე და ა.შ. შესაძლებელი ბევრად ნაკლები ფინანსური სახსრებით შეიძლება მიიღოთ იგივე განათლება, რაც ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20profesiis%20archeva.pngგაითვალისწინეთ, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლება უბრალოდ ყველა უნივერსიტეტში ძვირია, რადგან თავად სწავლების პროცესი მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს: პრაქტიკას, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ა.შ., რის გამოც უნივერსიტეტები იძულებულნი არიან სხვა პროგრამებთან შედარებით უფრო მაღალი ფასი დაადონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებას. შეამზადეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო პროფესიის დაუფლება ისეთ თანხებთან იყოს დაკავშირებული, რომლესაც თქვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება.

საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიებისას ჰკითხეთ რჩევა ნაცნობებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლობდნენ. მათ მიერ მიღებული ინფორმაციის გაანალიზება შესაძლებელია თქვენთვის ბევრად გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციების გაცნობა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   58 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 58 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(1)