Jump to content
×
×
  • Create New...

ბორის ჯონსონის მამას საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება სურს

 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ad3f8a8fb5c3679d5f0cceeae0455c3b.jpeg

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მამამ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება შეიტანა იმ მიზნით, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირთან კავშირი შეინარჩუნოს.  სტენლი ჯონსონი ევროპარლამენტის ყოფილი წევრია.  ის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა და 2016 წლის რეფერენდუმში „ბრექსიტს“ მხარი არ დაუჭირა.  რადიო RTL-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ქვეყანასთან ახლო ოჯახური კავშირების საფუძველზე სურს.    „თუ სწორად მესმის, მე ფრანგი ვარ. დედაჩემი საფრანგეთში დაიბადა, მისი დედა სრულად ფრანგი იყო.  ასევე ფრანგი იყო მისი ბაბუაც. ასე რომ, ჩემთვის ეს უბრალოდ იმის დაბრუნებაა, რაც უკვე მაქვს. ეს მე ძალიან მახარებს,“ თქვა 80 წლის ჯონსონმა ფრანგულ ენაზე.  „მე ყოველთვის ევროპელი ვიყავი, ნამდვილად.  არავის შეუძლია უთხრას ბრიტანელ ხალხს, რომ ისინი ევროპელები არ არიან.  ევროკავშირთან კავშირები ქონა მნიშვნელოვანია,“ თქვა ჯონსონის მამამ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2016 წელს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გავლენიანი მხარდამჭერი და საჯარო სახე იყო.  30 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება დაამტკიცა.  ამის შემდეგ ჯონსონმა ევროკავშირის მიმართ ტონი შეარბილა და თქვა, რომ „ეს არ არის ბრიტანეთის, როგორც ევროპული ქვეყნის დასასრული. ჩვენ ბევრი თვალსაზრისით ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ.“ 48-წლიანი ერთობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე დატოვებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

:lol:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(3)