ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 “დღეს საღამოს მე და ხატია დეკანოიძე გლდანის ციხესთან მივდივართ პოლიტპატიმრების გასამხნევებლად”, – დაწერა სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, აქტივისტები ახალ წელს მიულოცავენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას [ე.წ. კარტოგრაფების საქმე] და “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას. სამივე მათგანი გლდანის ციხეში იმყოფება. ________________________________ ● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური. არასამთავრობოების პოზიცია ● გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ● საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო _______________________________ “თამთა გოგოლაძე, რომელიც პლაკატებს წერს ხოლმე სახლშია, ვერ ვნახავ. რა ვქნა, რა ვქნა და ჩემ შვილს, ნატალიკოს ავუხსენი რისთვის მინდა და ეს გამიკეთა. სიმეტრიაზე არ დამიწყოთ ლაპარაკი, საუკეთესო პლაკატია და ამით წავალ”, – წერს ხოშტარია და სოციალურ ქსელში პლაკატის ფოტოს აქვეყნებს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა