Jump to content
×
×
  • Create New...

იმერული ხაჭაპური


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

  • 500 გრ ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • 400 გრ საფუვრიანი ცომი

მომზადება:

ყველი სასურველია იყოს ჭყინტი. თუ ყველი მარილიანია, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და ცივ წყალში გააჩერეთ 40-50 წუთი. შემდეგ დაალაგეთ საწურზე, დააცადეთ შეშრობა, გაატარეთ ან გახეხეთ სახეხზე. ყველი თუ არ არის ცხიმიანი, დაამატეთ კარაქი, შეაზილეთ და გააკეთეთ თანაბარი ზომის 5 გუნდა. საფუვრიანი ცომი გაყავით 5 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და გააცერეთ 5-7 წთ.

ფქვილმოყრილ დაფაზე ოდნავ გააბრტყელეთ ცომის გუნდა, შუაში მოათავსეთ ყველი და ცომს მოუკარით თავი, გადააბრუნეთ გუნდა, მოკრული თავი მოუქციეთ ძირს.

აიღეთ  მომზადებული გუნდა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად, დადეთ გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ცეცხლიდან რომ გამოიღებთ, ზევიდან მოუსვით კარაქი.

წაიკითხეთ სხვაც

Receptebi-5-150x150.png ჭვიშტარი

 

 

Share on other sites

On 12/31/2020 at 6:05 AM, cosmia said:
  • 500 გრ ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • 400 გრ საფუვრიანი ცომი

წუწურაქი რო იქნები ადამიანი :rossi:

Share on other sites

  • ფორუმელი

ნახევრადფენოვან ხაჭაპურში ვინ ხართ ძლიერი?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ნახევრადფენოვან ხაჭაპურში ვინ ხართ ძლიერი?

ჭამაში?

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
On 5/18/2022 at 3:05 PM, ნაკო said:

ჭამაში?

ჭამაში, გაგლესვაში, ამოცმაში...

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

ერთი სურათი ვერ დადეთ?!

თქვენხოხალხიარახართ!

Share on other sites

  • ფორუმელი

@მთვარის ძმადნაფიცი ჩვენში დარჩეს და იმერული ხაჭაპურის ფოტო რა დასადებია, დაუჭრელს მაინც არ შეეტყობა, ხაჭაპურია და ლობიანი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   46 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 46 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)