Jump to content
×
×
  • Create New...

სომეხი მედიკოსები კორონავირუსის მესამე ტალღას ელოდებიან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

არსენ ტოროსიანი, კორონავირუსი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის მესამე ტალღა, COVID-19, ჯანდაცვის მინისტრი, ინფიცირების პიკი,

იანვრის მეორე ნახევარში, სომხეთში, მოსალოდნელია კორონავირუსის ინფექციის მორიგი გამწვავება – საახალწლო დღესასწაულის დროს, ადამიანებს შორის აქტიური კონტაქტის გამო. ასეთია ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის პროგნოზი.

ახლა, ინფიცირების წინა ორი პიკის შემდეგ, „შედარებითი სტაბილიზაცია შეინიშნება“ – ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ. თანაც, მეორე გამწვავება გამოწვეული იყო ყარაბაღის მეორე ომით.

დიდი ხნის განმავლობაში, სომხეთი მსოფლიოში მეათე ადგილზე იყო მილიონ მოსახლეზე ვირუსის შემთხვევათა რაოდენობით და უსწრებდა მეზობელ ქვეყნებს. ახლა, სიტუაცია შეიცვალა. სომხეთმა მეთოთხმეტე ადგილამდე დაიხია, „პირველობა“ კი საქართველოს დაუთმო, რომელიც მეათე გახდა.

30 დეკემბერს, სომხეთში დარეგისტრირდა კორონავირუსით ინფიცირების 582 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში გამოვლინდა 158 878 ინფიცირებული. 141 844 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 807 პაციენტის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.



რას ამბობს მინ23ისტრი

2020 წლის შედეგების შეჯამებისას, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ წელი შედარებით კარგი შედეგებით მთავრდება ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით:

„მაგრამ ჩვენ მზად ვართ ახალი გამოცდებისთვის, „მესამე ტალღის“ ჩათვლით, რომლის შესახებაც მუდმივად საუბრობენ მთელ მსოფლიოში. რიგი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენ საკმაოდ ასატანი ვითარება გვაქვს. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ზამთრის პერიოდი – ტრადიციულად რთულია მწვავე რესპირატორული დაავადებების გამწვავების თვალსაზრისით“.

მესამე ტალღა, რომელიც, მედიკოსების პროგნოზით იანვრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, მეორეზე უფრო „მსუბუქი“ იქნება, ანუ დაავადების მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ იქნება.

„იმიტომ, რომ ვიცავთ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ რეჟიმს. საერთო ჯამში ბევრი უკვე დაავადდა და გამოჯანმრთელდა. ასე რომ, კორონავირუსი ბოლო პერიოდში, ჩვენთან ცოტათი უკან იხევს. მაგრამ გლობალურ ასპექტში, ამის მტკიცება არ შეიძლება“, – მიაჩნია მინისტრს.

მისი თქმით, ყარაბაღის მეორე ომის დროს, სანიტარული ნორმების დაცვა შეუძლებელი იყო, რამაც დღიური ათასობით შემთხვევა გამოიწვია. ომისშემდგომ პერიოდში კი, როგორც მინისტრი ამბობს, სიტუაცია აშკარად უმჯობესდება, ბევრი საავადმყოფო მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება, მაგრამ მზად არიან მესამე ტალღისთვის:

„აფეთქება ზაფხულსა და შემოდგომაზე გვქონდა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ შედარებით შეუფერხებლად გავდივართ მწვავე რესპირატორული ვირუსებისთვის ყველაზე რთულ პერიოდს – ზამთარს, როდესაც დაავადებები, როგორც წესი, მწვავდება“.

ამ მხრივ, სომხეთი ახლა დადებითად გამოირჩევა მეზობელი საქართველოსგან, სადაც თავდაპირველად ცოტა ინფიცირებული ჰყავდათ, შემდეგ კი ზვავისებური ზრდა დაეწყოთ. არსენ ტოროსიანის აზრით, ასეთი ვითარება გამოიწვია იმ ადამიანების რიცხვის ზრდამ, რომლებიც იმუნიტეტის არარსებობის გამო, კორონავირუსისადმი მგრძნობიარეები გახდნენ.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლები ძირითადად კმაყოფილები არიან 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მუშაობით.

აი, ზოგიერთი კომენტარი:

„ეს წელი, ექიმებისთვისაც ასევე გმირული ბრძოლის, უკომპრომისო ბრძოლის წელი იყო. ჩვენი მედიკოსები მინისტრის ხელმძღვანელობით, ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული 24-საათიან რეჟიმში, დასვენების დღეების გარეშე მუშაობენ. ყარაბაღის ომის დროს კი ჩვენი გმირი ექიმები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს წარმოუდგენლად რთულ პირობებში“.

„ყველაფერი კარგია იმის გარდა, რომ რუსული ვაქცინის ჩამოტანას აპირებენ. თუკი მას შემოიტანთ, ჩვენ ვაქცინას არ გავიკეთებთ. ის უფრო იაფი ღირს? მხოლოდ ის, რომ ის რუსულია, უკვე უნდობლობას იწვევს“.

„ყველა ექიმი დაუღალავად მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში. საავადმყოფოებში ადამიანები წარმოუდგენელი დატვირთვით მუშაობდნენ და ამის მიუხედავად, გაუმკლავდნენ! მადლობა მათ ამისათვის“.

არსენ ტოროსიანი, კორონავირუსი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის მესამე ტალღა, COVID-19, ჯანდაცვის მინისტრი, ინფიცირების პიკი,სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის არსენ ტოროსიანი, აცრილი იქნა რუსული Sputnik V ვაქცინით

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share