Jump to content
×
×
  • Create New...

დედები და ბიჭები


Damnoc
 Share

Recommended Posts

4 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

დედა რომ უვლის სხვანაირი კავშირი მყარდება შვილსა და მას შორის.

და შენ, როგორც მამას, არ გინდა კავშირი დაამყარო შენს შვილთან? თუ მხოლოდ 15+ ასაკში დაიწყებ "აღზრდაში" მონაწილეობის მიღებას (როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე)? 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ზუსტად მაგიტომ, ანუ ეგ რომ არ მომხდარიყო. ჩემი ბიჭი გავზარდე სხვანაირად.

 

  ახლა მოგიყვებით როგორ

მაგალითი 1.

ვაკის პარკში ვართ, ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო მოედანზე. უამრავი ბავშვი ირევა, ზოგს ძიძა ახლავს , ზოგს დედა,  მამა არცერთი

ბავშვები მიილტვიან შვედური კიბისკენ. რკინის კიბე რო არის ასაძრომი და ძვრებიან. იქ ერთი ძიძა, უძახის ბავშვს ჩამოვარდები, ჩამოდი სასწრაფოდ, მეერე ვიღაცას დედა ეძახის, კისერს მოიტეხ, ჩამოდი სასწრაფოდ. ჩემმა შვილმა უკვე ორ კიბეზე ასულმა გამომხედა საწყალი თვალებით მომძებნა და უთქმელად ნებართვა მთხოვა. ისიც იმიტომ მთხოვა ნებართვა, რომ ყველა ბავშვი ერთმანეთის წამხედურობით მშობელძიძებმა ქვემოთ ჩამოიყვანეს.

ჰოდა, მე კი ჩემს შვილს გავძახე, ბოლომდე ახვალ ბაუნტის გიყიდი მეთქი. პატარა იყო  ოთხის.

უფ, როგორი გამარჯვებული იყურებოდა იქიდან.

მშობელძიძებმა კი თავიანთი ბავშვები იქიდან წაკრიფეს, აი ხარახურასავით აკრიფეს. მოგვაცილეს, მოაცილეს მავნე მაგალითს.

ბავშვს რომ ეუბნები კისერს მოიტეხ, ის აუცილებლად მოიტეხს კისერს. არასდროს მითქვამს ჩემი შვილისთვის, წაიქცევი.

მაგალითი 2. 

ბავშვი ეზოდან მეძახის, დედა შეიძლება გარაჟიდან მანქანის სახურავზე (დამტვრეული ჟიგული იყო, ძველი) ვიხტუნაო

მისი ტოლი ბიჭები კი ეჯიკავებიან, არ უთხრაო.

ჰო, აბა რა უნდა ქნა მეთქი, ვპასუხობ.

გაოცებული მისი ტოლების თვალები.

მაგალითი 3.

ჩემი საბანკო ბარათის ნომერი  დაიმახსოვრა და ტანკი ონლაინში 70 დოლარად ტანკი იყიდა, ყველა მესიჯი წამიშალა.

მე მაინც მივხვდი.  ბანკის ამონაწერი დავუდე 

და ვუთხარი ეს ფული ჩემიცაა და შენიც და შენ გადაყარე მეთქი, ისე რომ არც მკითხე.

დაბადების დღეს აღარ გადაგიხდი მეთქი.

ჩემი როგორ არისო, სულ შენიაო? მეთქი არაა მასე. აი, ამ თვეში სულ შენ იყიდი, იმას რაც დაგვჭირდება მეთქი.

ჩემზე უკეთ ხარჯავს ფულს დღემდე.

ჩემი საფულე მისი საფულეა, მისი საფულე ჩემია. მეც სულ ვეკითხები და ისიც სულ მეკითხება.

მაგალითი 4.

  მისი ძმაკაცი, ჩემი ძმაკაციცაა და ამით შეუმჩნევლად ვაკონტროლებ გარემოს. ვუშვებ დიდი ხნით მასთან, ვიცი ვისთანაა და რა შეიძლება გააკეთონ ერთად.

მაგალითი 5. 

 18 წლის გახდა და ყველა მისი დოკუმენტი, ყველა ქაღალდი, რომელიც მასზეა და მას ეხება ცალკე პაპკაში ჩავუდე და ვუთხარი, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია და ყველაფერს თვითონ წყვეტს რა და როგორ უნდა. უბრალოდ, მე უნდა ვიცოდე, მაქვს ამის უფლება..

Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Katutu said:

და შენ, როგორც მამას, არ გინდა კავშირი დაამყარო შენს შვილთან? თუ მხოლოდ 15+ ასაკში დაიწყებ "აღზრდაში" მონაწილეობის მიღებას (როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე)? 

არა, აღზრდაში მონაწილეობას დაბადებიდან დავიწყებ. ლაპარაკს და სიარულს ჩემს ხელში ისწავლის. ასევე სპეციფიური უნარების რეფლექსების ჩამოყალიბებაზე ვიზრუნებ თავიდანვე. დაახლოებით ისე, როგორც ნინძები ზრდიდნენ თავიანთ შვილებს ჩვილობიდანვე :) 
რაც უფრო მეტად გაიზრდება, მეტის მოთხოვნას ექნება მისგან აზრი და მეტის გაგება შეეძლება, სულ სხვა სიღრმეს და მასშტაბებს შეიძენს აღმზრდელობითი პროცესი, რა თქმა უნდა. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

1 minute წინ, დათვების მეგობარი said:

არა, აღზრდაში მონაწილეობას დაბადებიდან დავიწყებ. ლაპარაკს და სიარულს ჩემს ხელში ისწავლის. ასევე სპეციფიური უნარების რეფლექსების ჩამოყალიბებაზე ვიზრუნებ თავიდანვე. დაახლოებით ისე, როგორც ნინძები ზრდიდნენ თავიანთ შვილებს ჩვილობიდანვე

აბა მოვლა კაცის საქმე არ არისო და მოვლაში რა იგულისხმე მაშინ? პამპერსის გამოცვლა? დაძინება? საჭმელი? 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share