Jump to content
×
×
  • Create New...

დნმ და რნმ ვაქცინებს შორის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა სხვაობაა? რაღაც გენეტიკურ ექსპერიმენტზე მიდის საუბარი როგორც ვატყობ კორონას ვაქცინის საწინააღმდეგოდ და ვინც ერკვევით მოდით ისაუბრეთ რაშია საქმეეეე 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მოკლედ რააა არავინ არაფერი დაწერეთ ამ თემაში და ისევ მე გავარკვიე :boli:

ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები რნმ ის საშუალებით ასინთეზირებს კოვიდის ცილას რომლითაც ებრძვის მასვე. ადამიანის დნმ-ს უკუტრანსკრიპტაზას უნარი არ გააჩნია რაც გულისხობს იმას რომ  რნმ ის მატრიცაზე ხდება დნმ ის სინთეზი, ანუ ჩვენთან დნმ >რნმ>ცილა ასე მუშაობს და არა რნმ>დნმ>ცილა რაც ნიშნავს იმას რომ გენეტიკაში რამე მიშენებებს ჩაშენებებს და ლოჯიებს არ უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ინფო ასეთია. ანუ ვეცეთ და ავიცრათ უკუტრანსკრიპტაზას უნარი ჩვენ დნმ ს არ გააჩნია  :lol: 

 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვირუსების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, მათ შორის რნმ-სა და დნმ-ზე დაფუძნებული. ყველა ტიპის ვაქცინის ფუნქციაა, ორგანიზმში წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსს შეებრძოლებიან. 

ვაქცინის ტიპს ვირუსის სახეობა განსზაღვრავს. Covid-19 ისევე, როგორც  სხვა კორონავირუსები, რნმ ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია რნმ-ში. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, უკუტრანსკრიპციის მეთოდით, შეიქმნას მისი შესაბამისი დნმ-ც, რომელიც გამოყენებული იქნება ვაქცინაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ განხორციელებულა და Covid-19-ის წინააღმდეგ მხოლოდ RNA-ზე დამყარებული ვაქცინა არსებობს.  როდესაც ვამბობთ, სიტყვებს “რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა,” იგულისხმება ვირუსის და არა ადამიანის რნმ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რნმ განსხვავდება დნმ-სგან ქიმიური შემადგენლობით, კონკრეტულად, რნმ  შედეგება რიბონუკლეინის, დნმ კი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავებისაგან, ამასთანავე რნმ შეიცავს ურაცილის ნუკლეოტიდს, ხოლო დნმ მის ნაცვალად არის თიმინი. ამიტომ შეუძლებელია რნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და შესაბამისად, გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა. 

მუნური რეაქციის გამოსაწვევად ორგანიზმში ვაქცინების სახით ვირუსის მკვდარი ან დასუსტებული უჯრედი შეჰყავთ. თუმცა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში მეცნიერებმა ინოვაციური მიდგომა შეიმუშავეს. ესაა mRNA ვაქცინები, ანუ messenger RNA, რაც გულისხმობს, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმს “ასწავლიან”, როგორ შექმნან პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს. სწორედ ეს იმუნური რეაქცია წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსის უჯრედებს ებრძვიან, RNA-ის მოლეკულა კი უჯრედში დეგრადირდება და ნადგურდება.   

___________________________________________________________

ეს არის მეცნიერული დასაბუთება. რეალურად მე არ ვარ იმდენად კომპეტენტური, რომ რამე საწინააღმდეგო ვამტკიცო მედიცინაში. თუმცა ინტერესით ვეცნობი სანდო წყაროებს და ჩემი ზოგადი აზრი მიყალიბდება ვის დავუჯერო და ვის არა.   

მე პირადად წელს არ ვაპირებ აცრას.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, mikheil said:

ესაა mRNA ვაქცინები, ანუ messenger RNA, რაც გულისხმობს, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმს “ასწავლიან”, როგორ შექმნან პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს. სწორედ ეს იმუნური რეაქცია წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსის უჯრედებს ებრძვიან, RNA-ის მოლეკულა კი უჯრედში დეგრადირდება და ნადგურდება.   

ეს ინფო სურათს ცვლის. mRNA ვაქცინაზე და მოქმედების მექანიზმზე მჭირდება მეტი ინფო. :scared:

8 minutes წინ, mikheil said:

მე პირადად წელს არ ვაპირებ აცრას.

+1

არც მე

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, zamzumi said:

არც მე.

მიზეზი? 

არ ენდობით? რა ლოგიკით ხელმძღვანელობთ? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, cosmia said:

მიზეზი? 

შიში  და  უნდობლობა.

ვშიშობ,  მომავალში  არ  ჰქონდეს  გართულებები.

ღორის გრიპის  დროინდელმა  აცრების  აფიორამ ფრთხილი გამხადა.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, zamzumi said:

ღორის გრიპის  დროინდელმა  აცრების  აფიორამ ფრთხილი გამხადა.

უი

პირველად მესმის

მოგვიყევით...

:scared:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   21 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)