Jump to content
×
×
  • Create New...

ბილწსიტყვაობა


iaiameri
 Share

Recommended Posts

ბილწსიტყვაობა ქართულ სინამდვილეში არის თარგმნილი და მიღებული "დიადი"რუსული ენიდან.. ქართველები არ ვბილწსიტყვაობდით და ამის დასტური არიან ფერეიდნელები და სვანები. ფერეიდნლებმა გადასარევად შემოინახეს ის ეტიკეტი, რაც რუსებამდელ ქართველებს ჰქონდათ, ასევე სვანებმა. სვანურმა ენამ არ აკრიფა, არ შეისისხლხორცა ის უცხო სხეულები რასაც ერთიანობაში"რუსსკი მატ" ჰქვია. სხვათაშორის  ამ საკითხს , რუსფილოლოგები აქტიურად სწავლობენ და ნაშრომებიც კი იწერება "რუსსკი მატის"შესახებ. ხვდებით ხო, რა მნიშვნელოვანი ნაწილია მათი ენის? მე მახსოვს ის საქართველო, სადაც გინება სირცხვილი იყო, და სადაც  ბიჭები მიუთითებდნენ ხოლმე ბიჭებს რომ გოგოების თანდასწრებით ცუდი სიტყვა არ ეთქვათ. მათ ასე ზრდიდნენ მშობლები. ვინ გაზარდა დღევანდელი თაობა? ბენდუქიძემ?გვარამიამ?ტელევიზიებმა დაამკვიდრეს, გააჩვეულებრივეს ის  რაც სირცხვილი იყო სულ ცოტა ხნის წინ." ჩცდ" იყო  პირველი სერიალი რომლის ყველა სერიაში ისმოდა გინება, ისმოდა ყველი და პურივით, თუ მჭადი და ყველივით და პატარა გოგოებიც კი ჭამდნენ ამ ყველაფერს. მათ ყოველდღიურობაშიც  ჩვეულებრივ საქმედ იქცა ტყ, ტყ ს ძახილი.  იფიქრეთ იმაზე რისი გამოსწორება შეგიძლიათ თავად, მოკლედ იფიქრეთ ამაზე. ..

 

 

Share on other sites

საინტერესო თემაა.

 

აგრესიით ვუყურებდი ხოლმე ბიჭებს, გოგოებთან რომ იგინებოდნენ.

ეგრე გამზარდეს მეც , რომ სირცხვილია გოგოებთან გინება და ზოგადადაც მეცადა ნაკლებად შემეგინებინა.

ასევე, მამაჩემი ყოველთვის მანახხებდა, რომ ჯერ ქალი უნდა გაეტარებინა.

დღემდე ყოველთვის დედაჩემს პირველი ატარებს ხოლმე და ასე შემდეგ.

 

ისე , ქალებიც ხშირად იგინებიან უკვე.

 

ბილწსიტყვაობა არ მიყვარს და ხშირად ვაძლევ საკუთარ თავს შენიშვნას.

ისე ზოგ გოგოს უხდება ჩემი გადმოსახედიდან, ოღონდ სიტუაციას გააჩნია :baby:

 

 

წყაროს თუ დადებდი მაგ თემაზე კარგი იქნებოდა :)

ჩცდ-ს გამ,ოსვლის დღიდან ვქოლავდი რასაც ქვია...  ფორუმზე რთი ამბები ამიტეხეს , არადა რეალურად რასაც ვხედავ უდიდესი გავლენა იქონია მაგ სერიალმა.

უფრო უარყოფითის მხრივ რა თქმა უნდა.

Share on other sites

  • ფორუმელი

მეც არ მიყვარს, ,,საპოჟნიკობასთან" ასოცირდება. 
ვაკვირდები და განსაკუთრებით ჩემი სქესის ადამიანებისგან, მიკვირს. მამრების შემთხვევაში მესმის, რაღაც დონეზე, თუმცა არ მსიამოვნებს. 

ადრეული ასაკიდანვე,  ქუჩური, მასკულინური კულტურა თითქოს კარნახობს ბიჭებს, რომ უზრდელი სიტყვებით თავის ,,ბლატნოი", cool თუ ბრუტალურ იმიჯს გაუსვან ხაზი. თითქოს გინების უნარით გამოიხატება პიროვნული სიძლიერე და იმის უნარი რომ უბანში არავის დააჩაგრინო თავი...
მაგრამ გოგოები რომ ჰყვებიან, რავიცი. რატომღაც სულ უნი მახსენდება, ჩემი ,,კულტურული შოკის" წყარო.

ერთხელ, გოგოების საპირფარეშოში შევედი და ერთი გოგონა, ლამაზი კაბით და ძალიან ფემინური ჩაცმულობით ხუთი წუთის განმავლობაში ისე საუბრობდა, სულ ტ და ყ-ს დუეტი ისმოდა, რაღაცნაირად არაკომფორტულად ვიგრძენი თავი და გამოვედი.
ვაკვირდები და ბილწსიტყვაობით, თითქოს არ უნდათ ბიჭებს ჩამორჩნენ, მათიანად აგრძნობინონ თავი, ბიჭების სოციუმში რომ თანასწორ ტიპებად აღიქვან, მაგრამ რავიცი...საჩემო არაა. 
ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რა საჭიროა ბილწისტყვაობა და ნერვებს აყოლა როცა რიტორიკაში არაერთი ხერხი გვაქვს ოპონირებისათვის?
ის მომენტიცაა, რომ შეიძლება ყველას იმ ენაზე უნდა ელაპარაკო, რომელიც ესმის. მაგრამ მანდ მესამე მომენტიც მერთვება, მე როგორ აღმოვჩნდი ისეთ სოციუმში, რომელისაც მარტო ასეთი ვერბალური კონსტრუქციები ესმის...:ehh:

Share on other sites

  • ფორუმელი

ზოგჯერ საჭიროა ერთი გემრიელად შეუკურთხოა დამიანს! 7 დღეა ვცდილობ ვაკონტროლო თავი და 90 % ზე მყავს დაყვანილი ტყ ტყები. :user: 

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, Asklipiodotaa said:

წყაროს თუ დადებდი მაგ თემაზე კარგი იქნებოდა :)

 აგერ ვარ წყარო. ჩემზე უფრო დიდი წყარო და ნაკადული სადანეა?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვერ ვიტან გინებას

აქ რომ ვწერ ხოლე ზოგჯერ უფრო პოსტის გაფორმების გულისთვის თორემ გინება და ფურთხება საშინელი ჩვევაა.

და კიდევ სამაკაცოში ###ეო და ისა და ესა რო მიმართავენ ერთმანეთს და იმით პრავდება რო მერე რა ძმაკაცები ვართო ეგეც ამაზრზენია ჩემთვის.

 

Share on other sites

On 12/13/2020 at 8:32 AM, Shura said:

ვერ ვიტან გინებას

აქ რომ ვწერ ხოლე ზოგჯერ უფრო პოსტის გაფორმების გულისთვის თორემ გინება და ფურთხება საშინელი ჩვევაა.

და კიდევ სამაკაცოში ###ეო და ისა და ესა რო მიმართავენ ერთმანეთს და იმით პრავდება რო მერე რა ძმაკაცები ვართო ეგეც ამაზრზენია ჩემთვის.

 

:rain:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/11/2020 at 10:35 AM, iaiameri said:

ბილწსიტყვაობა

მძაგს

 

პ.ს. ერთი ერთზე თუ ორივესთვის მისაღებია, კი ბატონო. ზღვრულ ფარგლებში 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   159 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 157 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(14)
    • Facebookexternalhit(4)
    • Googlebot(3)