Jump to content
×
×
  • Create New...

ნიგვზიანი ბადრიჯანი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  • 250 გრ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ წითელი წიწაკა
  • 1ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 3 ს.კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 3-4 ს.კ წყალი
  • ზეთი
  • მარილი
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

 

წაიკითხეთ სხვაც

Receptebi-2-13-150x150.png საზაფხულო სალათი

სრულად ნახვა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვგიიჟდები, მე ცოტა სხვანაირად ვაკეთებ ოღონდ.

არ მომწონს ძმარი არც ფხალეულობაში დიდად არც სალათებში და თან ნიგოზთან არ შეიძლება ამიტომ არ ვუკეთებ.

1) ნაკლები ზეთი რომ შეიწოვოს, ბაფრიჯანს შეწვამდე მარილს ვაყრი, ვაჩერებ ცოტა ხანი და მერე ვწურავ და ისე ვწვავ.

2) ნაჩინკაში ვუმატებ ცოტა მოთუშული ხახვისა და ნიახურის მასას

3) მომწონს ქინძი რომ აყრია

4) ბროწეულს მეც ვუკეთებ, მარა მაღიზიანებს.

 

სასწაულად უხდება

მჭადი და ჭვიშტარი, ნუ ან ხაჭაპური და ცხელი შოთი😁

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@კიჭარტი @Mulan

ბადელების შეკრებაზე აბა თქვენ უნდა იბზრიალოთ სამზარეულოში. ხორცის კერძების გარდა რა თქმა უნდა. ხორცები მე :D

ან არადა პრინციპში მე ვითამადებ :D

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ეჰ, 25 ლარიან ნიგოზს 80 თეთრიან ბადრიჯანზე როგორ აფუჭებთ???

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

ეგ კერძი როცა მოიგონეს, მაშინ ნიგოზი ეყარა ხალხს, ბადრიჯანი კი იშვიათობა იყო და ერთმა ეშმაკმა მეგრელმა ადგა და მოდი ამ იშვიათ ბადრიჯანში ნიგოზს გავახვევ და ბადრიჯნის ხათრით მოყირჭებულ ნიგოზსაც შევასაღებ სტუმრებსო.

მაშინ ჭკვიანური გათვლა იყო და გამართლებული.

სადღეისოდ კი სისულელეა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

@კიჭარტი @Mulan

ბადელების შეკრებაზე აბა თქვენ უნდა იბზრიალოთ სამზარეულოში. ხორცის კერძების გარდა რა თქმა უნდა. ხორცები მე :D

ან არადა პრინციპში მე ვითამადებ :D

მე ბადრიჯანს ვაკეთებ კუსკუსით, თქვენ ჩემი გაკეთებული ექსპერიმენტული კერძები არ მოგეწონებათ ასე რომ გაგდღვნიათ კეთილები, ფორთომ და ჭკარტამ გაგიკეთოთ! მე პას!

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   46 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 45 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(5)
    • t-90