Jump to content
×
×
  • Create New...

„თვითშეფასება"


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

სიტყვას ისეთი ძალა აქვს, ქვას ხეთქავს ადამიანის მორჩენაც შეუძლია და მოკვდინებაც.  „შეძახილმა ხე გაახმოო“ არ არის ტყუილად ნათქვამი.  ბავშვს რასაც ეძახი, იმას შეგისრულებს. უწოდებ დებილს და ეუბნები, შენგან არაფერი გამოვაო?! ამას შეასრულებს. დაიჯერებს, რომ სულელია. 

ხშირ შემთხვევაში, რასაც გვეძახიან ბავშვობაში, თუნდაც, ხუმრობით აი, “თავგასიებულო,” რაღაცნაირო… მერე ის ჩვენს თვითშეფასებაში შემოდის როგორც ჩვენი აზრი და მერე ვიზრდები და ჩემი თავი უშნო მგონია, უნიჭო მგონია… აი, ხელმოცარული, სულ წაგებული მგონია, სულ… და ხელს მიშლის ცხოვრებაში. 

 ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ დაბალი თვითშეფასება არ არის კარგი. ე. ი. ვიღაცას ჰგონია, რომ დაბალი თვითშეფასება არის ძალიან კარგი რამ. არ არის ასე და დაბალი თვითშეფასება არის არაცნობიერი; ანუ არ ვიცი და არის თავსმოხვეული და ჩამოწოდებული. თავმდაბლობა უნდა ავირჩიო. თავმდაბლობა არის არჩევანი და დაბალი თვითშეფასება არ არის არჩევანი. ეს მე ამკიდეს მშობლებმა, გარემომ და ხურჯინივით მივათრევ და მპრესავს და ამის გამო მე ვერაფერს ვახერხებ ცხოვრებაში. ეს არის წინაპირობა ყველაფრისა, რაც მემართება ცხოვრებაში. 

დაბალი თვითშეაფსება მყისიერად არ ყალიბდება, მას ბევრი წინაპირობა აქვს: ის ბევრი შეცდომა,  რასაც ჩვენ მანამდე ვუშვებთ ბავშვთან მიმართებით,  ან ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს ჩვენთან…

 

The post „თვითშეფასება“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა appeared first on აზროვნების აკადემია.

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

მე გავახმე ხე შეძახილით. კი არ გახმა, გადატყდა. ცას მიფარავდა და    ..

 სიტყვას მართლა აქვს ძალა. ტყუილად არ ეშინიათ ადამიანებს წყევლის. მაგრამ ერთი არ იციან, წყევლა მაშინ მოქმედებს როცა მართალი ხარ და წყევლის ობიექტი მტყუანი. როცა ეშინიათ, იმიტომაც ეშინიათ, რომ დაშავებული აქვთ. მართალს არაფრის ეშინია. მე არ მეშინია წყევლის, თუ უნდა მთელმა მსოფლიომ მწყევლოს.

ბავშვობაში ძახილს რაც შეეხება, რავი არც არავის დაუძახია ჩემთვის რამე, ეგ კი არა ზედმეტსახელიც კი არ მქონია შერქმეული. ჩემს ბიჭს კიდევ თურაშაულის ვაშლი ჰქვია და ყველა მეცნიერების მეცნიერებათა პროფესორი.) რაც მაგ სტატიაშია აღწერილი არცერთი მასეთი შეცდომა არ დამიშვია. ნეტა მე მყოლოდა ისეთი დედა, როგორიც მე ვარ ჩემი შვილისთვის.

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ეჰ, ჩემი თვითშეფასება რომ არის ემპაიერ სთეით ბილდინგივით, თორემ რა გაუძლებდა რაღაცებს :დ 

'nothing ever happened, not even this'

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, amy said:

ეჰ, ჩემი თვითშეფასება რომ არის ემპაიერ სთეით ბილდინგივით, თორემ რა გაუძლებდა რაღაცებს :დ 

რას ვუძლებთ :lol:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

არა, მაინც რას ვუძლებ 

 

კრუგომ ბეგომ 

 

:lol::facepalm:

 

 

ისე მართალია ემი, ჩემი თვითშეფასებაც რომ არ იყოს მოწოდების სიმაღლეზე ვიჯდებოდი ქვესკნელში. სულ ტყუილად ვწუწუნებ რომ დასააფდეითებელი მაქვს! 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

არა, მაინც რას ვუძლებ 

 

კრუგომ ბეგომ 

 

:lol::facepalm:

:holden::holden:

წადი ჩაი დალიე და  ჩემზე იფიქრე :getakva:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Windmühle said:

:holden::holden:

წადი ჩაი დალიე და  ჩემზე იფიქრე :getakva:

ნახ სთ ში :perv:

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share