Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

ცოტა დროა და ამოუშვა

თან გააღრმავაო :დ 

აქ კიდე ვიღაცეებს იმედი ჰქონდათ მომავალი თაობა მოვა და შეიძლება გვეშველოსო, აი ასეთი ტიპები + გირჩი ჩანასახშივე კლავენ ახალი თაობის მიერ რაღაცის გამოსწორების იდეასაც კი. თავის დროზე იგივე ქნეს მაგ. გუბაზამ და შალიკომ, ამათ აპრავდანია მაინც აქვთ რომ საბჭოეთიდან მოდიოდნენ, ამ ტიპს კიდე აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს.

როგორც ზაზა იტყოდა - წვეთ წვეთად ნაგროვები ეროვნული ენერგია, ავიღეთ და კანალიზაციაში გადავასხით :დ

Share on other sites

შეიძლება არ იცოდე რა უნდა გააკეთო,

მაგრამ რა არ უნდა გააკეთო ეს უნდა იცოდე.

იმჰო რათქმაუნდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

შეიძლება არ იცოდე რა უნდა გააკეთო,

მაგრამ რა არ უნდა გააკეთო ეს უნდა იცოდე.

ასეა ...

46 minutes წინ, Seth said:

ვიდრე თუნდაც შალიკო ან გუბაზა. 

მუსიე სეტ, გუბაზ სანიკიძეზე ბრძანებთ როგორც მივხვდი და შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ თვლით სახელმწიფოებრიობისათვის საშიშად ???

(არავის დამცველად არ გამოვდგები რა თქმა უნდა, აზრი მაინტერესებს)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, გუბაზ სანიკიძეზე ბრძანებთ როგორც მივხვდი და შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ თვლით სახელმწიფოებრიობისათვის საშიშად ???

საშიშად არა სენიორ, მავნებლად.

ყველაფერი შედარებითია ხომ? ცალკე აღებული გუბო და ცალკე აღებული ეს უტიფარი რომ შევადაროთ, ეს უკანასკნელი გაცილებით მავნებელი გამოდის დღეს ვიდრე გუბაზა. 

რატომ? გუბაზა ვიცით ვინც არის და რაც არის. არც თვითონ მალავს და თავისას ერეკება. შესაბამისად მისი ამომრჩევლის მოლოდინები არ არის შეუსაბამო და არ გამოიწვევს იმედგაცრუებას ანუ არ დატოვებს ამ ამომრჩეველს პოლიტიის ველს მიღმა. + ეს ამომრჩეველი ძირითადად ახლაგაზრდა და პოლიტიკაში ახალი ჩართული არაა, როგორც მოგეხსენაბთ.

რაც შეეხება უტიფარს, ეს 1.5% რაც მოაგროვა უმეტესი ნაწილი არის ახალგაზრდა, გამოუცდელი ამომრჩეველი  რომელმაც უარი თქვა შალიკოსა და გუბაზაზე, ამ უტიფარში დაინახა ე.წ. მესამე ძალა და ამის გამო მივიდა არჩევნებზე.

შედეგად რა მიიღო ამ ახლაგაზრდა ამომრჩეველმა? ან იმედგაცრუება, რაც პოლიტიკური ველიდან გასვლას შეიძლება ნიშნავდეს. ან იდეა რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერა არის ok, სასამართლოს ზეწოლა არის ok, პოლიტ. მოლაპარაკების საფუძველზე სავარაუდო დამნაშავის გამოშვება არის ok და ა.შ. 

Share on other sites

  • ფორუმელი

პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მომავალი კვირიდან პარლამენტში შეუერთდებიან „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულ „ევროპელ სოციალისტებს“.

3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და 29 იანვარს მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მათი შესვლის შემდეგ, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში 96 დეპუტატი იქნება. 54 ოპოზიციონერი დეპუტატი კვლავ ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს.

რადიო თავისუფლება „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ესაუბრა. ის პასუხობს კითხვებს მემორანდუმის დეტალებზე, კმაყოფილების მიზეზებზე, კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლებაზე, ქოთნის ყვავილებზე და იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში.

რადიო თავისუფლება: თქვენი სიტყვა რომ გამოვიყენოთ, მიიღეთ თუ არა „ქართული ოცნებისგან“ გაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა, უფრო სწორად - დაპირება, რის სანაცვლოდაც აპირებდით პარლამენტში შესვლას?

ალეკო ელისაშვილი: ეს ჯერ მხოლოდ მემორანდუმია, რაც დღეს გავაფორმეთ. პირობები კი, ისეთია, რომ მივიღოთ მართლა პატიოსანი და სანდო არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერია გათვალისწინებული, რაც [მოლაპარაკებების] რაუნდების განმავლობაში ოპოზიციამ თქვა და მათ შორის - ჩვენს გუნდში ადრე რა აზრიც იყო - რომ ჩაგვედო მექანიზმები [გაყალბების] პრევენციისთვის და არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებისთვის.

რადიო თავისუფლება: ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით ჯერ ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, აცხადებენ, რომ თქვენ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტი გაუარესებულია მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარმოდგენილ ვარიანტთან შედარებით. თქვენც ატყობთ ამას?

ალეკო ელისაშვილი: არა, არ ვეთანხმები, რომ ეს ასეა...

რადიო თავისუფლება: ისინი კონკრეტულად ასახელებენ, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურაში საქართველოს პრეზიდენტის როლის ზრდასა და არასამთავრობო სექტორის უკანა პლანზე გადაწევას...

ალეკო ელისაშვილი: არა, არ ვიზიარებ ამ შეფასებას. ჯერ ერთი, კარგად წაიკითხონ, რაც მეოთხე რაუნდზე იყო, სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი ამ ვარიანტში. მეორეც, ვერ მივიღებ ამ საყვედურს იმიტომ, რომ უნდათ, ჩვენს მხრებზე გადაიაროს ყველაფერმა და ყველაფრისთვის ჩვენ ვიბრძოლოთ. ვინმემ დახურა ეს მოლაპარაკების კარი? მოსულიყვნენ და დამსხდარიყვნენ.

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ზუსტად ის დოკუმენტია, რაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე განიხილეთ?

ალეკო ელისაშვილი: არა, ზუსტად ის არ არის. მე და ლევანი [იოსელიანი] იმის შემდეგ ორჯერ შევხვდით [ხელისუფლების წარმომადგენლებს], შევედით და ვჭიდაობდით სხვადასხვა მუხლზე - ზოგი ასე გადაკეთდა, ზოგი ისე გადაკეთდა.

რაც მთავარია, ეს მემორანდუმი არის ღია დოკუმენტი და მოლაპარაკებებში მონაწილე ნებისმიერ პარტიას შეუძლია, როგორც ხელმოწერით შეუერთდეს, ასევე ნებისმიერს შეუძლია, რომ ახალი პუნქტიც შემოიტანოს და ისევე იმუშაოს „ქართულ ოცნებასთან“, როგორც ჩვენ ვმუშაობდით. ინდივიდუალური შეხვედრების დროს ძალიან ბევრ რამეზე დავახევინეთ უკან. ანუ ეს რაღაც მყარი მოცემულობა კი არ არის, კანონი კი არ მიგვიღია დღეს.

ამის ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე. ეს ჯერ მხოლოდ მემორანდუმია. ამას ვეუბნებოდით ოპოზიციურ პარტიებს სწორედ - მიდით, ყველაფერს უფრო პასუხისმგებლობით შევხედოთ-თქო. ასე რომ, ახლა საყვედურებს ვერ მივიღებ.

რადიო თავისუფლება: „ქართულმა ოცნებამ“, კონკრეტულად მამუკა მდინარაძემ, დღეს თქვა, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები აი, იმ შეთანხმებას, რასაც თქვენ მოაწერეთ ხელი. ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდება. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ხელისუფლებასთან?

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ როგორც გავაკეთეთ?! რადგან ამ მეხუთე რაუნდის თარიღი ჰაერში გამოეკიდა, ვთქვით, რომ მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ. [ფეისბუკზე] დავწერე სტატუსი, რომ ჩვენი პარტია ადასტურებს შეხვედრის მზაობას. იქიდან გვიპასუხეს - კი, ბატონოო. შემდეგ იყო კომუნიკაცია, დავნიშნეთ შეხვედრა და კამერების თანდასწრებით პარლამენტში შევხვდით „ოცნებას“. არ ვიცი, ან ელჩების თანდასწრებით ისევ... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დღეს „ქართული ოცნებიდან“ მოვისმინეთ - ვინც გამოგვეხმაურება, მზად ვართ, ყველას შევხვდეთო.

რადიო თავისუფლება: ყველაზე მეტად რით ხართ ახლა კმაყოფილი?

ალეკო ელისაშვილი: რით და საარჩევნო სისტემების ცვლილებით. მაგალითად, იმ საკითხით, რომ ყველა საარჩევნო უბანზე იქნება ელექტრომთვლელი აპარატი და 8 საათზე [უბნების დახურვიდან მალევე] გექნება არჩევნების შედეგი. აი, პირდაპირ ჩეკი გამოვა ხმის მთვლელი აპარატიდან და გავიგებთ, ვინ რამდენი ხმა მიიღო. უბნის დახურვის მერე რამდენიმესაათიანი დათვლები კი არ წავა და მერე, შუაღამისას თუ გამთენიისას კი აღარ გვეტყვის ცესკო შედეგებს, არამედ რამდენიმე წუთში გვეცოდინება. კმაყოფილი ვარ იმით, რომ თითის ანაბეჭდებით მოხდება არჩევნები, რაც მინიმუმზე დაიყვანს გაყალბებას. გვახსოვს კარგად, მარკირების წესის პრობლემები... ლაივში გადაიცემა სამი კამერით თითოეულ უბანზე მიმდინარე კენჭისყრის პროცესი, რაც კარუსელს შეამცირებს და ასევე კარუსელის რისკს შეამცირებს თითოეულ ფურცელზე დატანილი შტრიხკოდი.

რადიო თავისუფლება: და როდისთვის უნდა მოხდეს ეს? მემორანდუმში ვადები არ არის მითითებული.

ალეკო ელისაშვილი: ჩვენთვის სანდო არის ერთადერთი რამ, რომ 1 მარტამდე უნდა მოხდეს შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და 1 მაისამდე უნდა დამტკიცდეს. ეს არ მოხდება და გამოვალთ ჩვენ პარლამენტიდან. ეს არის ჩვენთვის გარანტია და არა ის, რომ ვიღაცას სიტყვაზე ვენდეთ.

რადიო თავისუფლება: აპირებთ, რომ ჩაერთოთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების სანდოობას შეისწავლის?

ალეკო ელისაშვილი: ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ ჩამოგვიყალიბებია პოზიცია. ვფიქრობთ ჯერ კიდევ. დღეს ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

რადიო თავისუფლება: იცით ალბათ, რომ ISFED-მა დღეს ხელახლა გადათვლის შედეგად დაადასტურა, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო ბიულეტენების მეტობა და დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ მეტწილად კენჭისყრის მომდევნო დღეებში გაასწორა. განიხილავთ თუ არა ამ ფაქტს დამატებით არგუმენტად, რომ არჩევნების შედეგების გაყალბება დაამტკიცოთ?

ალეკო ელისაშვილი: ისეთი მძიმე დღე იყო დღეს, რომ ვერც კი მოვასწარი ნახვა...

რადიო თავისუფლება: შეეცდებით, რომ არჩევნების გაყალბება, რაზეც თქვენ სულ ლაპარაკობდით, რაიმენაირად დაამტკიცოთ პარლამენტში?

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელიც თავიდანვე დავთანხმდით „ქართული ოცნების“ წინადადებას ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით. როცა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე თქვა - რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ, თუკი 1%-იანი ცდომილება აღმოჩნდებაო, ჩვენ ვიყავით ასევე ერთადერთი პარტია, რომელმაც ვთქვით - მზად ვართ ჩავერთოთ-თქო...

რადიო თავისუფლება: ამიტომ გეკითხებით სწორედ თქვენ.

ალეკო ელისაშვილი: სხვა პარტიებმა რადგან შორს დაიჭირეს ამ საკითხიდან თავი, არც ჩვენ გვინდა ვიყოთ თეთრი ყვავებივით. რა ვიცი, 2 დეპუტატი მთელი ოპოზიციის ნაცვლად როგორ გავაკეთებთ ამას, არ ვიცი... ვფიქრობთ ჯერ კიდევ, ვნახოთ. ჩვენ მხოლოდ საბურთალოს ოლქში გვყავდა დამკვირვებლები რეალურად და მზად ვართ, რომ საბურთალოს ოლქის შემთხვევაში დავამტკიცოთ გაყალბება 1%-ც და მეტიც, მაგრამ სხვებს არ უნდათ და რა გავაკეთოთ... ვატყობ, რომ პარლამენტში მთელი ოპოზიციის ტვირთის მარტო ტარება მოგვიწევს და იმდენი საქმე გვექნება სხვაც, რომ რა იქნება, არ ვიცით.

რადიო თავისუფლება: 2 დეპუტატით რას გააკეთებს პარტია პარლამენტში? სულ ამბობდით ხოლმე, რომ 2 დეპუტატი, სხვა ოპოზიციონერების გარეშე ქოთნის ყვავილებივით ვიქნებითო და ახლა ასე აღარ ფიქრობთ? ჯერჯერობით არავინ შემოდის სხვა პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილი: ყველას დავუმტკიცებთ, რომ 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტისასაც. ახლაც ხო მთელი ოპოზიციის საქმე ჩვენ გავაკეთეთ. 4 საკითხიდან თითქმის 100%-ით წამოვიღეთ 3 საკითხი. სხვებმაც პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს, საბავშვო ბაღი ხომ არ არის, არა?! ცოტა შეცვლილი რეალობა გაითვალისწინონ, პასუხისმგებლობა გაითვალისწინონ და შემოვიდნენ.

მე მაქვს ეს გამოცდილება, 6 წელი საკრებულოში მარტო ვიყავი 50 დეპუტატის წინააღმდეგ, მაგრამ რაც ძალი და ღონე მქონდა, ვმუშაობდი.

რადიო თავისუფლება: მოკლედ, უკვე გჯერათ, რომ აღარ იგრძნობთ თავს ქოთნის ყვავილად...

ალეკო ელისაშვილი: კი, გვირჩევნია, რომ სხვებიც შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სხვებზე დამოკიდებულები. რა თქმა უნდა, გვირჩევნია შემოვიდნენ სხვებიც და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვიმუშაოთ. თუ ოპოზიცია არ შემოვიდა, ვერ მოვახერხებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას (მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა სჭირდება) და ვერ დავწევთ საარჩევნო ბარიერს.

რადიო თავისუფლება: ვნახეთ, რომ გუშინ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. მათ გათავისუფლებას თქვენს დამსახურებად თვლით?

ალეკო ელისაშვილი: მე ამაზე ასე არ ვიტყოდი. მოლაპარაკების შედეგია ეს. 5 ადამიანიდან, ვისი გვარიც იყო დასახელებული [ოპოზიციის მიერ] თავიდანვე, 4 ადამიანია უკვე გარეთ. მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ სამართალმა იზეიმა და პური ჭამა სასამართლო დარბაზში, ანდა პროკურორები და მოსამართლეები უცებ კეთილები გახდნენ... არა, ეს მოლაპარაკების შედეგია. ეს არის საკითხი, რომლის დეტალებზეც არ ვილაპარაკებ, რადგან ჩვენთვის სიტყვას და შეთანხმებას აქვს ფასი. მაგრამ ფაქტია მთავარი, რომ 5-დან 4 ადამიანი არის გარეთ. ეს არის მოლაპარაკების შედეგი და მათ შორის - ჩვენიც.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ საკითხებში და ძალიან პრინციპულად ვიყავით ჩართული. სადმე წავიდოდა თუ არა საუბარი, ისევ ვუბრუნდებოდით ამ საკითხს.

რადიო თავისუფლება: ოპოზიციის სიიდან მე-5 ადამიანი, გიორგი რურუა რჩება საპატიმროში. დგას ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში?

ალეკო ელისაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე ვცდილობდით ამ საკითხის დაყენებას, თუმცა იქიდან იყო კატეგორიული უარი, უარყოფა საკითხის. მაგრამ ჩვენ პარლამენტშიც გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, არ დამთავრებულა და არ დახურულა ეს ფურცელი. სხვებიც მივიდნენ და დააყენონ ეს საკითხი. ჩვენ პარლამენტიდან გავირჯებით ამ საკითხისთვის.

რადიო თავისუფლება: როდიდან შეუდგებით მუშაობას პარლამენტში? როდის იქნება თქვენი პირველი დღე?

ალეკო ელისაშვილი: არ ვიცი, არ ვიცი, სხდომა როცა იქნება. ალბათ, 2 თებერვალს.

  •  

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

ბრრრრრრრ

:crazy:

Share on other sites

  • ფორუმელი
20 საათის წინ, Seth said:

ბრრრრრრრ

:crazy:

:lol:

იყოს მემორანდუმის ტექსტიც

 https://civil.ge/wp-content/uploads/2021/01/მემორანდუმი-პარტიები-converted.pdf

 ქართულმა ოცნებამ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის სრული ტექსტი გაავრცელა. „სამოქალაქო საქართველო“ შეთანხმების ძირითად პუნქტებს გთავაზობთ:

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5%-ზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ბარიერი იქნება 2.5%, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის – არაუმეტეს 3.2%-ისა [საარჩევნო ბარიერის დაწევას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამ მომენტისთვის კი – პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია];
  • საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს;
  • თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;
  • განხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად: ესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის იმ კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, რომლებსაც დამოუკიდებელი არასამთავრობო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია შეარჩევს. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში; საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრით. საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (6 წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). საოლქო და საუბნო კომისიებში თითო წარმომადგენლის უფლება ექნება ყველა იმ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და დეპუტატის მანდატით სარგებლობს;
  • პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა;
  • საარჩევნო კომისიიდან პარტიის წარმომადგენლის გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი კომისიის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით;
  • ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით;
  • კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;
  • არჩევნებისათვის დაინერგება ახალი ტექნოლოგიები: დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით; ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება თითის ანაბეჭდით; საჭიროებისამებრ, საარჩევნო უბნები ვიდეოკამერებით აღიჭურვება და საარჩევნო პროცესები პირდაპირ ეთერში გადაიცემა გადაცემა; საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანის გამოსარიცხად, ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენებზე შტრიხკოდები (RFID-სტიკერები) განთავსდება. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;
  • ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;
  • აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;
  • კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10%-ის გადათვლა;
  • განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;
  • ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს.

მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო რეფორმისთვის საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტებს პარლამენტი 2021 წლის მაისამდე მიიღებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5%-ზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი.

:roll:

1 საათის წინ, Moor said:

საოლქო და საუბნო კომისიებში თითო წარმომადგენლის უფლება ექნება ყველა იმ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და დეპუტატის მანდატით სარგებლობს;

:roll:

1 საათის წინ, Moor said:

პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა

:roll:

ეს სამი თემაა აქ. დანარჩენი არარელევანტურია.

1-ელი პუნქტი უტიფარის და ნაძვისხის ნამორდნიკია.

მე-2 პენსია ამ ბანძებისთვის

მე -3 ქოცების დაზღვევა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   80 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 80 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)