Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Say_or said:

შეეკვრნენ

 

28 minutes წინ, Say_or said:

ყარაჩოღელი და გირჩი

რა სასტავია, რა სასტავი :rolf:

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Seth said:

რა სასტავია, რა სასტავი :rolf:

 

სერიოზული ნამეტნავად, სენიორ :user:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Say_or said:

სერიოზული ნამეტნავად, სენიორ

დრამა, კომედია, ფარსი. ამ თანამიმდევრობით

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

დრამა, კომედია, ფარსი. ამ თანამიმდევრობით

მესამეა ყველაზე სამწუხარო

 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ოპოზიცია ქართულ ოცნებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს :boli:

 

'ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. ქართული ოცნების არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

ჩვენ დღესაც მივმართავთ ქართულ ოცნებას - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

ლელო

გირჩი - მეტი თავისუფლება

ევროპული საქართველო

სტრატეგია აღმაშენებელი

საქართველოს ლეიბორსტული პარტია

ბლოკი ძალა ერთობაშია -

პროგრესი და თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა

სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

მაგრად იბოლება

ქლიავია :დ

შენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური მძევლები; შენს ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ეს ლაპარაკობს ნდობის აღდგენაზე :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   15 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)