Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
On 12/28/2020 at 12:05 AM, Say_or said:

მე იმის იმედი მაინც მაქვს, რომ რაც უფრო მეტი იქნება ქართულ პოლიტიკაში

იმედის გამაცრუელბელი, მით უფრო მეტად გაჩნდება მოთხოვნა,

ნორმალურ პოლიტიკოსებზე :user:

nw. სტანდარტს თუ არ აწევ, ვერც პრეტენზია გაჩნდება

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Grinch said:

nw. სტანდარტს თუ არ აწევ, ვერც პრეტენზია გაჩნდება

 

პრეტენზია უკვე არსეობობს მასაში, უბრალოდ სათანადოდ არ არის გამოვლენილი,

როგორც კი აწეული სტანდარტი გამოჩნდება, მაგნიტივით მიიზიდავს, იმჰო :seth:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

რას შვრებიან? ვინ შედის და ვინ რჩება საბოლოოდ? ლოთაობას გადავყევი საინფორმაციოებს არ ვუყურებ...

 

 

Share on other sites

ხაზარაძე რაის მეომარი კი ეგაა,იყიდე გაყიდე ტიპია.

 

ალეკო კიდევ ემსგავსება ნელ ნელა ამათ. ვის ელაპარაკები ბიჭო, ვინებს უყადრებ თავს ჰა?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

131130275_10221549749507340_359783167790

131130275_10221549749507340_359783167790

საქართველოში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, უკვე დაანონსა, რომ თებერვლიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს. მთავარი მოთხოვნებია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

თუმცა, დიდი ალბათობით, ამ აქციებზე ოპოზიცია უკვე აღარ იქნება ისეთი ერთიანი, როგორიც ბრძოლის დასაწყისში იყო.

ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან მწვავე კონფლიქტის შედეგად ოპოზიციური ერთობა უკვე დატოვა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილმა თქვა, რომ დაასრულა ყველანაირი “იწილო-ბიწილო” დანარჩენ ოპოზიციასთან და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწვეტილებას რამდენიმე დღეში, დამოუკიდებლად მიიღებს.

რა ხდება დღეს ოპოზიციაში და რა ეტაპზეა პოლიტიკური პროცესი არჩევნების დასრულებიდან სამი თვის თავზე.

______________________________________

31 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასეთი ვითარებაა: ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს რვა ოპოზიციური პარტია საქართველოში, რომლებმაც პარლამენტში სხვადასხვა რაოდენობის დეპუტატები გაიყვანეს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს ოპოზიციის ის ნაწილიც, ვისაც არ ერგო საპარლამენტო მანდატი.

ოპოზიციამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო – უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, არ შევიდა პარლამენტში, რათა ამით უხერხულობა შეექმნა მმართველ გუნდისთვის, რომელიც მარტო იქნებოდა პარლამენტში წარმოდგენილი და მოუწევდა თავის მართლება საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ რატომ ჰყავს დემოკრატიულ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეის მსგავსი საკანონმდებლო ორგანო.

ოპოზიციის გათვლა იმაშიც იყო, რომ ამგვარი პარლამენტი და ხელისუფლება “მალე ჩამოიშლებოდა“, რადგან საქართველო სინამდვილეში არ არის ჩრდილოეთ კორეა.

ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების შედეგად, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 150-ის ნაცვლად 90 დეპუტატი ესწრებოდა და ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო.

თუმცა, შემდეგ, საპარლამენტო სურათმა ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო. გაჩნდა ბზარი ოპოზიციურ ერთობაში.

ვინ შევიდა პარლამენტში

მმართველი გუნდის გარდა, ამჟამად პარლამენტში შევიდა ოთხი დეპუტატი, რომლებმაც მანდატები ოპოზიციური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით მოიპოვეს.

თავად “პატრიოტთა ალიანსი” და მისი ლიდერები პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობენ. ამ ოთხმა დეპუტატმა კი ეს პარტია დატოვა და ახალი პარტია შექმნა, სახელწოდებით “ევროპული სოციალისტები”.

შედეგად, “ქართულ ოცნებას” მიეცა საშუალება თქვას, რომ პარლამენტში ახლა მარტო მმართველი გუნდი კი არ არის წარმოდგენილი, არამედ ოპოზიციაც.

“ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო მუშაობაში,” – გამოაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანაგუნდელთა აპლოდისმენტების თანხლებით.

ამ ოთხი დეპუტატის პარლამენტში შესვლას ოპოზიციაში უფრო იუმორით შეხვდნენ, ვიდრე ბრაზით, რადგან ეს ოთხი დეპუტატი ოპოზიციური სპექტრის განწყობას არ წარმოადგენდა.

ექსპერტების აზრით, ეს დეპუტატები რეალურად “მრავალპარტიულობის ილუზიასაც ვერ ქმნიან”, რადგან ისინი არ არიან პოლიტიკოსები, არიან ბიზნესმენები, რომლებსაც უბრალოდ პარლამენტში მოხვედრა უნდოდათ და ოცნებამ მათი გადაბირება იოლად შეძლო.

“გირჩი” და “მოქალაქეები” – რას ითხოვენ ისინი?

ოპოზიციურ ერთობაში გაცილებით დიდი დისონანსი შეაქვთ პოლიტიკურ გაერთიანება “მოქალაქეებს” და “გირჩს” (ეს გირჩის ის ნაწილია, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა).

“მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს და ასევე “გირჩის” ლიდერებს დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ეს ორი პარტია, რომელთაც ჯამში ხუთი მანდატი მოიპოვეს პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავენ და ამისთვის ხელისუფლებას გარკვეულ პირობებს უყენებენ.

რა პირობებია ეს:

● ნებისმიერი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში გაიმართება, უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში;

● სრულად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია;

● შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ პლებისციტად – თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს;

● გათავისუფლებულ უნდა იქნეს ყველა პოლიტპატიმარი. აქ პირველ რიგში იგულისხმებიან ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მეცნიერები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა და ასევე, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა.

______________________________________________

______________________________________________

ელისაშვილი ამ მოთხოვნებს “გამარჯვების ფორმულას” უწოდებს.

“ჩვენი და გირჩის აზრით, ეს არის იდეალური წინადადება ოპოზიციისთვის, პირდაპირ გამარჯვების ფორმულა, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისაც, საარჩევნო სისტემის ცვლილებისაც და რიგგარეშე არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნის. ეს არის იდეალური და ჯერ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველას აზრია თუ არა და საერთო პოზიციით შემდეგ დავიწყოთ ბრძოლა ქართულ ოცნებასთან ამ საკითხის გამოგლეჯვისთვის”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

რა რეაქცია აქვს ოპოზიციას ელისაშვილის და გირჩის წინადადებებზე

დანარჩენი ოპოზიციის უკმაყოფილება პირველ რიგში გამოიწვია იმან, რომ ელისაშვილი და “გირჩი” ზემოთაღნიშნულ პუნქტებზე მოლაპარაკებას არა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ცალ-ცალკე გეგმავდნენ.

პოლიტიკოსების ნაწილმა ელისაშვილის და “გირჩის” წინადადებაში ოპოზიციური ერთობის დაშლის მცდელობა დაინახა.

“თუ გინდათ, შედით პარალმენტში, არავინ ხელს არ გიშლით. ამ ქაოსს თავი დაანებეთ, “ოცნების” მუსიკას ნუ გვასმენინებთ,” – მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს და მას რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში “მატყუარა” უწოდა, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებით მოქმედებს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ელისაშვილის და “გირჩის” წინადადებები ტაქტიკურადაც არასწორია და პროცესს აზარალებს:

” შეიძლება მისაღები იყოს, შეიძლება მიუღებელი, მაგრამ მოლაპარაკებებისთვის არასწორი მგონია, მუდმივად ინიციატივა ინიციატივაზე მოდიოდეს მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, მაშინ როდესაც ხელისუფლების მხრიდან არავითარი პროგრესი არ არის” – ამბობს ვაშაძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საერთოდაც, შესთავაზა ოპოზიციას უარი თქვან “მოქალაქეებთან” და “გირჩთან” კომუნიკაციაზე, რადგან მისი თქმით, ისინი არიან “განგრენა, რომელი უნდა მოიშორო”.

“ეს ხალხი უკვე არის შიგნით [პარლამენტში]… დავანებოთ თავი, ყველა დანარჩენ ოპოზიციას მოგიწოდებთ. ეს არის განგრენა. ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი… ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომლის 15%-იც ლაპარაკობს, რომ პურის ფული არ აქვთ და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს? რაში მანაღვლებს მე, ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა?”განაცხადა უგულავამ.

უფრო კონსტრუქციული იყო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის,”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. მან თქვა, რომ პოზიციას არ შეიცვლის, თუმცა ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად მზადაა, “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეხვდეს. თუმცა, თვის ბოლოს, რადგან მანამდე შეხვედრისთვის დრო არ აქვს.

“20 ივნისის შემდეგ თუ კი რაიმე მონაპოვარი გვეჭირა, ეს იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის კულტურა. ვაკვირდები, რომ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშა.. ახლა ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის… თვის ბოლომდე თუ იცდის დრო, იქნებ გადაგვედო. არაფერს განსხვავებულს არ ვიტყვი იმ შეხვედრაზე. მიმაჩნია, რომ თუ არის ერთი პროცენტი შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა?”, – აცხადებს მელია.

ოპოზიცია აკრიტიკებს ელისაშვილს იმის გამო, რომ ბოლო საჯარო გამოსვლებში იგი არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას ესმის თავს:

მაგალითად, ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მზადაა პირობებს დათანხმდეს, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები (გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე) ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაშალონ.

ასევე ელისაშვილმა დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ “დიდწილად, ოპოზიციის ბრალია” ის, რომ პოლიტპატიმრები არ არიან თავისუფალი.

“ძალიან ვთხოვ ალეკო ელისაშვილს, რომ მისი მთავარი სამიზნე იყოს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება,” – ამბობს ვაშაძე.

ოპოზიციის პოზიცია უცვლელია – არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, პარლამენტი არალეგიტიმურია და ოპოზიციამ მანდატებზე უარი უნდა თქვას.

შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, რომლებიც ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა გაიმართოს. და ასევე, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ხელისუფლების პასუხი ელისაშვილის წინადადებაზე

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ელისაშვილის და “გირჩის” წინადადებებზე საუბარი შეიძლება, თუმცა ოპოზიციასთან დიალოგის წარმატების არ სჯერათ, რადგან ხელისუფლება ფიქრობს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები “მძევლად ჰყავს” “ნაციონალური მოძრაობას” და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელთა მიზანი არა დიალოგი, არამედ პროცესების რადიკალიზაციაა:

“დღეს ამ პროცესს აყოვნებს და აფერხებს ლიდერი, რომელიც, ფაქტობრივად, მიმალვაშია სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. ესაა სააკაშვილი. მეორე, ვინც ამ პროცესს აფერხებენ, არიან ის პარტია და ლიდერები, რომლებიც, უბრალოდ, ვერ მოხვდნენ ამ პარლამენტში. საუბარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ჯგუფებზე… სავარაუდოდ, მათი გეგმაა, ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც პანდემიითაა გამოწვეული… პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების მიტაცების მცდელობა… “ – განაცხადა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ბექა დავითულიანმა.

როგორ აფასებენ პროცესს ექსპერტები

ექსპერტი გია ხუხაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ნებით თუ უნებლიედ ელისაშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს:

“ელისაშვილმა ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ოპოზიციას ესხმის თავს… დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში. ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა [პარლამენტში] – შევიდეს. ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ელისაშვილის მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გირჩის განაყარიც აყვა ბ-ნ ალეკოს -

ვახტანგ მეგრელიშვილი - ზედაპირულად ჩანს, რომ რაკი "ევროპულმა საქართველომ" არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, უნდოდათ პროცესი ყველასთვის პრობლემა გამხდარიყო - ის ურევს სიტუაციას, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/638061-vaxtang-megrelishvili-zedapirulad-chans-rom-raki-evropulma-sakartvelom-archevnebshi-carmatebas-ver-miagcia-undodat-procesi-qvelastvis-problema-gamxdariqo-is-urevs-situacias-me-aseti-shtabechdileba-mrcheba/

:D

პლიუს, იაგოც ამბობდა გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში - მთავრობასთან შეთანხმება

ფაქტიურად მიღწეული იყოო.

სად ერეკლე და სად.... მოკლედ შეეკვრნენ ყარაჩოღელი და გირჩი :D 

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share