Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Instance said:

ამასთანავე იაგო იძახდა მე შევალ თუ ნაცები შევლენო და ეხლა რაღატომ შედის.

თუ ოდნავ მაინც რამეში სჭირდება ეგ პარლამენტში ოცნებას, აუცილებლად შევა.

პ.ს. ე.წ. პოლიტპატიმრები არ ხვდებიანო ინტელექტუალმა (ყოფ. გაჩეჩილი :დ) ამნისტიაშიო. ასე რომ კვლავ რჩება ეგ საკითხი დღის წესრიგში. 

Share on other sites

@Free_World

14 საათის წინ, Free_World said:

არაფერიც არ შეიცვლება

 

ეგ შიდამოხმარებისთვის გათვლილი ცრუ იმედების განაცხადია

შესაძლოა, მაგრამ რას გაიგებ . .. 

 

ამ ბოლო დროს ხშირად იმეორებენ ტვ-ებში  -მთავარია არა ფაქტები, არამედ აღქმები. 

ჯერ აღქმებზე წაიმუშავებენ, მერე ფაქტად აქცევენ .... გამოცდილება აქვთ!

თუმცა მეორე მხარესაც აქვს უკვე კაი გვარიანი გამოცდილება და რავი, რას გაიგებ!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

BFADDCDC-DC8B-4E5B-8E19-2437806FE9C7_w10

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება. "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

"ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს", - ამბობს სენატორი, "ამერიკის ხმასთან" წერილობით კომენტარში.

სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამეტნში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ ამ პარტიის ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილი დარჩება. კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პარტიების რეგისტრაციის არ დაშვებას, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართულნი.

 

“ეს არ არის პარტიის აკრძალვა. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებენ.

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

კარლ ჰარცელი - როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ - ეს ჩემთვის შემაშფოთებელია
fbshare.png
print.png

მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება.

მან მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ორი საკანონმდებლო ცვლილებაც განიხილა, რომელიც ერთი მხრივ პარტიების დაფინანსებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებას ეხება. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და ეს მსგავსი კანონები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს.

„მინდა შევაჯამო გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს უკავშირდება. როგორც იცით, მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას.

ამას მოჰყვა, როგორც უკვე იცით, ორი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მმართველი პარტიის მხრიდან. ერთი ინიციატივა ეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს და მეორე - პარტიების დაფინანსებას. მსურს განვაცხადო, რომ ეს ინიციატივებიც, ასევე, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო. რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესად დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაში, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა აქ უფრო ფართო განხილვას საჭიროებს ის საკითხი, თუ რას ნიშნავს პარტიები დემოკრატიაში და პლურალისტური გარემოს შექმნის პროცესში.

„ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა. როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, როგორც ფასილიტატორი ის ხედავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო მეტად შორდებიან ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როდესაც დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე ოდესმე და კარის დახურვის პროცესი დაწყებულია.

„როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება, მაშინ როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო:როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ - კარლ ჰარცელი

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კარლის და რიშის ქვეყნწბში როგორაა საქმე, პარტიის თავმჯდომარედ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს?

 

პ.ს. დაამატეთ ფუნქცია რომ ქართულად იპოსტებოდეს და არ მიხდებოდეს კლავიატურის შეცვლა. არ იქნება ცუდი.

Share on other sites

  • ფორუმელი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის გამართული მოლაპრაკებების შედეგად მმართველი პარტია უკან იხევს. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, პარტია “მოქალაქეები” პარლამენტში შესვლის საკითხს “სახელმწიფოებრივად უყურებს” და იმ შემთხვევაში თუ “ქართულ ოცნებასთან” ძირეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ, ისინი პარმალენტში შევლენ.

“თვენახევარი ვიჩხუბეთ, ვიბრძოლეთ, ბრძოლაში არ დავზოგეთ თავი, ბოიკოტშიც, მოლაპარაკებებზეც რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით ოცნებას და ამ დიდი ბრძოლის შედეგი დევს უკვე იქ. ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ “ქართულ ოცნებას” და ეს უკან დახევა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი წინსვლაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იქ დევს პოლიტპატიმრების გარდა არის საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება და ეს შეგვიძლია წამოვიღოთ. თუ ამაზე შევთანხმდებით ჩვენ [“მოქალაქეები”] შევალთ პარლამენტში და არც გიგი უგულავასი მომერიდება, არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის [“ევროპული საქართველო”] არც ერთი ლიდერის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია “მოქალაქეებმა”, ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ორი მანდატი მოიპოვა. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არჩევნების შემდეგ გამოცხადებულ ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდნენ და სხვა პარტიების მსგავსად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ. ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპრაკებების პარალელურად, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია ოპოზიციის მიერ წაყენებულ პირობებს შეასრულებდა, ეს მისი პარლამენტში შესვლის წინაპირობა გახდებოდა.

ამასთან, ელისაშვილმა და იოსელიანმა ხელი არ მოაწერეს ოპოზიციის საერთო შეთანხმებას მანდატების დატოვების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდნენ.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

“თვენახევარი ვიჩხუბეთ, ვიბრძოლეთ, ბრძოლაში არ დავზოგეთ თავი, ბოიკოტშიც, მოლაპარაკებებზეც რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით ოცნებას და ამ დიდი ბრძოლის შედეგი დევს უკვე იქ. ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ “ქართულ ოცნებას” და ეს უკან დახევა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი წინსვლაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იქ დევს პოლიტპატიმრების გარდა არის საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება და ეს შეგვიძლია წამოვიღოთ. თუ ამაზე შევთანხმდებით ჩვენ [“მოქალაქეები”] შევალთ პარლამენტში და არც გიგი უგულავასი მომერიდება, არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის [“ევროპული საქართველო”] არც ერთი ლიდერის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

აი მაგალითი პროვინციელი რომ ნაგლად გატყუებს :rolf: ოთხივე საკითხზე უკან ახევინებს, მაგრამ საარჩევნო სისტემა ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ ა მ ა ზ ე მიაღწია შეთანხმებას შევა :lol:

 

უტიფარი არის უტიფარი :დ

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share