Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

პრემიერი - ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი

პრემიერი - ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი
fbshare.png
print.png

ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ელოდება თუ არა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სანქციებს დაუწესებს.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა და მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც თანასწორუფლებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

„ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას. მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული. რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. ძალიან ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს, ვთქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების და არც ცალკეული ჩინოვნიკების,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამერიკის შეეთებული შტატების მხრიდან უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, არც აშშ და არც ევროკავშირი იმავე კრიტიკას არ გამოხატავდა წინა ხელისუფლების სასამართლოსთან დაკავშირებით.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შემდეგაც, ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლამდე, სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთსა და ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდიალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში, არის როგორც დღე და ღამე, იყო ღამე გახდა დღე, ნათელი. სასამართლოს დამოუკიდებლობის გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას, სანდოობის მხრივ ჩვენი სასამართლოს მიმართ მოქალაქეების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს ? შეიძლება ვიღაცას ჰქონდა რაღაც გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა- განმარტება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დეგნანი კიარა, პირდაპირ ამერიკას და ევროკავშირს ადანაშაულებს ორმაგ სტანდარტებში :coffee:

Share on other sites

1 minute წინ, Civilian said:

ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლამდე, სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი

:pepela:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, Civilian said:

არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ

 

 

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 ადამიც შეგგიწუხებია 

https://www.interpressnews.ge/ka/article/666302-adam-kinzingeri-chven-viqavit-kritikulebi-da-xshirad-vaketebdit-amas-axla-rogorc-chans-progresi-mcirdeba-da-sakartvelos-mtavroba-ashkarad-argvevs-shetanxmebebs

 

იმ ნაწარმოებისა არ იყოს, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩება მალე :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

Screenshot-2021-07-18-at-15.54.29-e16266

 

 

ჩვენმა ფალავანმა იყოჩაღა ბოკუჩავასთან

მანდატურის მოვალეობა შეითავსა ძმამ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი
8 minutes წინ, Moor said:

ჩვენმა ფალავანმა იყოჩაღა ბოკუჩავასთან

 

ორი ვარიანტია:

- დიდი ხანია ბოკუჩავა ევასება, ის არ იკარებს და დრო იხელთა;

- კუჭავა ევასება და გადაეკეტა, შესაბამისად პოტეცნიური საფრთხე მომენტალურად გაანეიტრალა.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობა ამას აბარია  :nah:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ახალ და ახალ სიღრმეებს იპყრობენ, კიდევ კარგი კუსტო აღარაა ცოცხალი :დ (თუ ცოცხალია? :spy:)

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share