Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Seth said:

გადმოვიტან ბარემ. 

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას და მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ განხორციელებული, გაწეული დახმარებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი არის სპეკულაციები და ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ აღნიშნული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებული არის თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე.

რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი სპეკულაციებია, რომელიც, სიტყვა არც მინდა გავიმეორო-სანქციები და ა.შ. - ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. :scratch:

ბევრი ადამიანის განცხადება და ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენცია, რომ ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რავი, ბოდვაც აღარ ქვია. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

რავი, ბოდვაც აღარ ქვია. 

არჩევანი გაკეთებულია. ტოჩნი ზურაბამ :დ დაუთვალა ე.ი. და შიო & სპირიდონა უზრუნველყოფენ 43%-ს. იმჰო, სერიოზული ჩავარდნაა დასავლეთის ნაწილის (ჯერჯერობით და ამ ეტაპზე).

Share on other sites

16 minutes წინ, Seth said:

სერიოზული ჩავარდნაა დასავლეთის ნაწილის (ჯერჯერობით და ამ ეტაპზე).

ხალიავაზე უნდათ მაგათ სენიორ, ეგრე სადაა )))

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Seth said:

არჩევანი გაკეთებულია. ტოჩნი ზურაბამ :დ დაუთვალა ე.ი. და შიო & სპირიდონა უზრუნველყოფენ 43%-ს. იმჰო, სერიოზული ჩავარდნაა დასავლეთის ნაწილის (ჯერჯერობით და ამ ეტაპზე).

ეგ ალიანსი იმუშავებს, თუ გარედან წაუყრუებენ მხოლოდ მაშინ, მარა მგონი არ აპირებენ წაყრუებას :easy:

კელი დეგნანი პრემიერის განცხადებაზე - რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით

კელი დეგნანი პრემიერის განცხადებაზე - რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით
fbshare.png
print.png

ის, რაც ახლა ხდება არის, ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება“.

როგორც ელჩმა განმარტა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ხელსაწყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას.

„როგორც მე აღვნიშნე და როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ხელსაწყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვამჯობინებთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით აღმოვფხვრათ და ეს არის რისკენაც მივისწრაფვით. დიდწილად დიალოგი არის ის საშუალება, რომლითაც უნდა გადაწყდეს საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაში,“- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება და არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა და მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც თანასწორუფლებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

"გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

=

თუ ტრაკი გაქვთ, დააკონკრეტეთო :crazy:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

ეგ ალიანსი იმუშავებს, თუ გარედან წაუყრუებენ მხოლოდ მაშინ, მარა მგონი არ აპირებენ წაყრუებას

პირიქით, გარედან რაც უფრო დაწოლა იქნება, მით უფრო inevitable იქნება ეგ ალიანსი თანოსივით :დ 

ზუსტად ეს იყო ბანძთუხუცესის გათვლა როგორც ჩანს. ყველაფერს გავაძვრენ, არ განაკრიტიკებენ ძალიან ამ მიზეზით ;)

მაგრამ როგორც ყოველთვის, ბანძები რისი ბანძები არიან რომ ყველაფერი ბანძურად არ გააკეთონ?! :დ ჰოდა ჩამოჰკრა უბედურების ზარმა :დ

 

ცუ ცვანგია კლასიკური :) ენტონიმ თქვა და მორჩა. მაგას აწი არაფერი ეშველება.

Share on other sites

  • ფორუმელი
  • ფორუმელი

კორტნი პენსიონერია და შეუძლიათ ებლატაონ. იგივე თქვან დეგნანზე და რა მოხდება, ვნახავთ

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   231 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 231 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(20)
    • YandexBot(1)