Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Dude said:

რატო ვერ დაიჭერენ მელაკუდას?

რატომ ვერ დაიჭერენ, დაიჭერენ... ჭკუა დაუშლით თუ რა :დ თუმცა სჯობს არ დაიჭირონ ნაკლებად ფარჩაკულად დაამთავრებენ ამ სიტუაციას.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Dude said:

მაგაშია საქმე

ჰოდა გაფარჩაკდებიან უარესად. მარტივია.

 

პ.ს. დაჭერილ მელაკუდას კიდე თვითონვე გამოუშვებენ :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

რისი დამჭერებეი არიან :D ევროპის თვალში რო არ უნდათ ცუდათ გამოვიდნენ მაგიტომ ჩალიჩობენ ამდენს რო როგორმე პარლამენტში შეიყვანონ და ერთპარტიული არ გამოუვიდეთ ეხლა კიდე რო დაიჭირონ მერე ნახე გაფარჩაკება ოპოზიციას კი აწყობს ეს ამბავი :დ უბრალოდ ეხლა საკონსტიტუციაში შეიტანენ რო არაკონსტიტუციურია მანდატების გაუქმებაზე უარის თქმა ერთი გამოსავალი ესღა დარჩათ მაგარ წამგებიან სიტუაციაში იჩითებიან. ეტყობა თავიდან მაგაზე არც უფიქრიათ :D :d

Share on other sites

მეგრელიშვილი: თუ პარლამენტში კოლეგები ვერ შევიყვანეთ, პასუხს ვაგებთ და მხოლოდ ჩვენ შევალთ 

 

გირჩის ერთერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ ქართული ოცნება დათმობაზე წავა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით შევიდეს. 

ამასთან, როგორც მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი აღნიშნა, თუ ის ოპოზიციის დათანხმებას ვერ შეძლებს, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და პარლამენტში თავად შევა. 

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მათ ქართულ ოცნებას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით "სასწაული პირობა" შესთავაზეს. 

"შევთავაზეთ ჩემი აზრით სასწაული პირობა - ანუ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მინიმუმ ჩვენ შევალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ამ საკითხის გადასაწყვეტად ყველანი შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. თუ ხმებს ვერ მოვაგროვებთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში", - ამბობს მეგრელიშვილი. 

მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ დიდმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან. 

"თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში. საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, ერთმანეთის დასახოცად იქ არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ...

რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ - ნაციონალურმა მოძრაობამ ან ქართულმა ოცნებამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. ასევე, პარლამენტში შევიდნენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. 

სხვა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს, თუმცა, პარლამენტმა მათ ეს განცხადებები არ დაუკმაყოფილა.

Share on other sites

"რესპუბლიკელები" მზად არიან, პარლამენტში ხმა მისცენ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას

„თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა, დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ მზად ვართ, „რესპუბლიკელები“, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და ამით „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ“, 

- თქვა სამნიძემ.

Share on other sites

  • ფორუმელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციაში შეთანხმება მოხდება, რომ არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, მისი პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ აპირებს.

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   292 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 292 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(1)