ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 დღეს გახდება ცნობილი აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს რეგულაციები, რომლებიც თვითმფრინავების გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით გამოქვეყნდება. სააგენტომ ივლისში განაცხადა, რომ კომერციული და მსხვილი ბიზნესის თვითმფრინავების მიმართ, მის მიერ შემუშავებული რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იქნება. მანამდე, 2016 წელს, გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ემისიის გლობალურ სტანდარტზე შეთანხმდა, რომელიც თვითმფრინავების მწარმოებელბმა უნდა უზრუნველყონ. ოქტომბერში, სტანდარტების განმტკიცებისგენ გარემოს დაცვის სააგენტოს ამერიკის 11-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა მოუწოდა. გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი, ენდრიუ უელერი ივლისში აცხადებდა, რომ წარმოუდგენელი იყო სტანდარტების დაწესება, რომელთა შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ბარაკ ობამას პრეზიდენობის დროს, 2016 წელს, გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 (შესწორებული) 1 საათის წინ, Moor said: თვითმფრინავების გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით გამოქვეყნდებ მანქანების საკითხი დაამთავრეს და თვითმფრინავებს მიადგნენ. მეტი რას სჭირდება ნავთი? :დ დრო მოდის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე კომპანიების აქციების შეძენის :დ Edited 28 დეკემბერი, 2020 by Seth Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა