Jump to content
×
×
  • Create New...

თვითმფრინავის გამონაბოლქვის რეგულაციები აშშ-ში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-9dafe339fc174a057321992a42cdcf96.jpeg

დღეს გახდება ცნობილი აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს რეგულაციები, რომლებიც თვითმფრინავების გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით გამოქვეყნდება. სააგენტომ ივლისში განაცხადა, რომ კომერციული და მსხვილი ბიზნესის თვითმფრინავების მიმართ, მის მიერ შემუშავებული რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იქნება. მანამდე, 2016 წელს, გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ემისიის გლობალურ სტანდარტზე შეთანხმდა, რომელიც თვითმფრინავების მწარმოებელბმა უნდა უზრუნველყონ. ოქტომბერში, სტანდარტების განმტკიცებისგენ გარემოს დაცვის სააგენტოს ამერიკის 11-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა მოუწოდა. გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი, ენდრიუ უელერი ივლისში აცხადებდა, რომ წარმოუდგენელი იყო სტანდარტების დაწესება, რომელთა შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ბარაკ ობამას პრეზიდენობის დროს, 2016 წელს, გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

თვითმფრინავების გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით გამოქვეყნდებ

მანქანების საკითხი დაამთავრეს და თვითმფრინავებს მიადგნენ. მეტი რას სჭირდება ნავთი? :დ 

დრო მოდის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე კომპანიების აქციების შეძენის :დ

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share