Jump to content
×
×
  • Create New...

ირანი "ამერიკელი ფილანტროპებისგან" "ფაიზერის" ვაქცინის 150,000 დოზას მიიღებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-d1be419d1ddadd4f3f2530a9b7917af9.jpeg

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ქვეყანა სამ კვირაში „ფაიზერის" და "ბიონტექის“ შემუშავებულ კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს. „ამერიკელი ფილანტროპების ჯგუფთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში [ფაიზერის] ვაქცინის 150,000 დოზა შემოვა“, - განაცხადა წითელი ნახევარმთვარის დირექტორმა, კარიმ ჰემატიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. მისი თქმით ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება. მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. 26 დეკემბერს, ჰემატიმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია პეკინთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოვიდ-19-ის ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით. გასულ კვირას ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყანამ ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მიიღო თანხმობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსისგან“ ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეისყიდოს. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს არ განუმარტია, თუ რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი. ირანელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ამერიკის სანქციები „კოვაქსისთვის“ თანხის გადარიცხვაში მათ ხელს უშლით. „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც ვაქცინის გავრცელების და გადანაწილების საკითხებზე მუშაობს, 190 ქვეყანა მონაწილეობს. 2018 წელს, შეერთებულმა შტატებმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, მედიკამენტები სანქციებისგან თავისუფალია. თუმცა, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები, უცხოურ ბანკებს ირანისგან ფინანსური ტრანზაქციების გატარებას უზღუდავს. ახლო აღმოსავლეთში ირანი ერთი-ერთი ქვეყანაა, რომელიც კოვიდ-19-მა ძალზედ აზარალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ით 1,2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 55,000 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, გარდაცვალების რიცხვი, სავარაუდოდ, ორჯერ უფრო მაღალია. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყანამ შეზღუდვები ხელახლა დააწესა. 27 დეკემბერს ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, 119 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო სამით თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალი რიცხვია.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   23 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(5)
    • YandexBot(3)
    • t-90