Jump to content
×
×
  • Create New...

მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-7e28caf28718352a28bb0b11ec5975dd.png

  პარლამენტმა თითქმის უცვლელი შემადგენლობით მთავრობა დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას, რომელიც თითქმის არ შეცვლილა. გუშინ დარბაზში რეგისტრაცია სულ 85-მა დეპუტატმა გაიარა, ახალი მთავრობა ზუსტად ამდენი ხმით დამტკიცდა. ყველა მათგანი "ქართული ოცნების" დეპუტატია. გიორგი გახარიას კაბინეტის 2021-2024 წლების პროგრამას ჰქვია "ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის". მინისტრთა კაბინეტში კი მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრი გახდა გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი შეცვალა. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: გიორგი გახარიას თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფა გადაწყვეტილია გახარია: თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა       ვრცელდება ინფორმაცია ISFED-ის დირექტორის შესაძლო გადაყენების შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი ელენე ნიჟარაძე აღარ არის. ამის შესახებ "ფორმულას" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ სართანიამ მიაწოდა ინფორმაცია. "არ ვიცი, ვინ გითხრათ, ეს არის თუ არა ბორდის გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის აღარ არის დირექტორი... ამ და სხვა საკითხებზე ხვალ ვისაუბრებთ", - უთხრა ჟურნალისტს სართანიამ. "ფორმულას" ინფორმაციით, ნიჟარაძეს თანამდებობის დატოვება არ უნდა. ცვლილება ასახული არ არის არც საჯარო რეესტრში. ნიჟარაძემ რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგია დაგეგმილი სადაც პასუხი გაეცემა კითხვებს ნიჟარაძის გადაყენების შესახებ. რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა", მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განაცხადა, რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა. თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.     ეპიედემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში 24 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უმრავლესობა ისევ თბილისშია. ვირუსის შედეგად 43 პაციენტი გარდაიცვალა. გუშინ საქართველოში დროებით შემსუბუქდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები, თუმცა მათ კონკრეტული წესების დაცვა მოეთხოვებათ. მსოფლიოში კი შობის წინ მთავრობები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ შეიკრიბონ დღესასწაულებზე, რადგან კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით მას მერე, რაც ახალი შტამები გამოვლინდა. ბრიტანეთში გამოვლენილი მუტირებული ფორმის შემდეგ კიდევ ერთი სამხრეთაფრიკული მუტირებული ფორმა გამოჩნდა. ორივე მათგანს სწრაფი გავრცელება ახასიათებს. წაიკითხე მეტი.     კიდევ ვინ შეიძლება იქცეს რუსეთში „უცხოეთის აგენტად“? რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე სადავო კანონპროექტი, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის აზრით, ძირგამომთხრელია დემოკრატიული პროცესისთვის. დამტკიცებული კანონმდებლობა მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" კანონში, რომელიც უკვე დიდი ხანია კამათის საგნადაა ქცეული. ამ კანონით, ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, თავიანთი საქმიანობის შესახებ უნდა განაცხადონ და ფინანსური აუდიტი უნდა ჩაუტარდეთ. ახალი კანონმდებლობით ფართოვდება იმ პირებისა და ჯგუფების სპექტრი და მასშტაბი, რომლებიც "უცხოეთის აგენტების" კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ, შემოაქვს ახალი შეზღუდვები, ახალი სარეგისტრაციო და საინფორმაციო მოთხოვნები და მედიას ავალდებულებს, ახსენოს "უცხოეთის აგენტი", როცა ამ პირებს თუ ჯგუფებს აშუქებს. წაიკითხე მეტი.     აგვისტოს ომი სტრასბურგის სასამართლოში - საქართველო რუსეთის დამარცხების მოლოდინში ოკუპირებული თამარაშენიდან დევნილი დათო ძაძამია დედასთან ერთად დიდი იმედით ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. თუკი 21 იანვარს სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, გზა სტრასბურგში უკვე დათო ძაძამიას ოჯახის ინდივიდუალურ საჩივარსაც გაეხსნება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს უნდა გამოაცხადოს. ლაპარაკია საჩივარზე, რომელიც, სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი გადასცეს“. წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.           როგორ აკეთებენ არტისტები, დიზაინერები და ხელმარჯვე ხალხი საახალწლო სასიამოვნო და საყვარელ ნივთებს. „ბევრად ცუდი მგონია, როდესაც ადამიანი ზის სრულ გადაფურჩქნილ ფუფუნებაში და არ ადარდებს სამყარო... ეგ მგონია აბსოლუტური სიკვდილი ხელოვანისთვის. საახალწლოდ რაც საინტერესო იყო, აი, იმ კონცეპტთან არის მიბმული სწორედ, სიკვდილსა და თავიდან დაბადებასთან. მთელმა ამ პროცესმა ჩემში გააჩინა ზუსტად ეს აზრი, რომ მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროს შორის ძალიან პატარა საზღვარია”.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share