Jump to content
×
×
  • Create New...

ონლაინარჩევნებში მელიამ გაიმარჯვა - რატომ აირჩია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრა ფეისბუკით?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე, დიდი ალბათობით - ნიკა მელია ხდება. ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით - მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატს - ლევან ვარშალომიძეს. საბოლოო შედეგი გასაჯაროვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, სადაც შერჩეული კანდიდატის დამტკიცება უნდა მოხდეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის ყრილობა 2020 წლის ბოლომდე გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ პოსტიდან თანაგუნდელებთან შეუთანხმებლად, კრიტიკული ფეისბუკგანცხადებით გადადგა გრიგოლ ვაშაძე. შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს ელექტრონული კენჭისყრის შედეგები და პარტიამ თავმჯდომარედ ყრილობაზე არა ნიკა მელია, არამედ სხვა დაამტკიცოს? რატომ ირჩევს პარტია თავმჯდომარეს ონლაინკენჭისყრის გზით? რა შეიცვლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობის შემთხვევაში? 25 დეკემბერს, 14:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა დაახლოებით 20 ათას ადამიანს და ნიკა მელიას მონაცემები ლევან ვარშალომიძისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. 21 დეკემბერს დაწყებული 5-დღიანი კენჭისყრის შედეგები დიდად არც დღის ბოლოსთვის შეცვლილა და სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა სურათი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას ხილვა სურთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეინიშნებოდა გარკვეული პრობლემები პროცესში ყალბი ანგარიშების - ტროლებისა და ბოტების ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მცდელობებს არაფერი შეუფერხებია. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თავიდანვე განისაზღვრა ამგვარი მოსალოდნელობის დამზღვევი მექანიზმები: კენჭისყრის პროცესი კონტროლდებოდა პროგრამული ფილტრებით და ხდებოდა საეჭვო ანგარიშების აღრიცხვა - შედეგებისთვის მათ მიერ მიცემული ხმების გამოკლების მიზნით; 25 დეკემბრის 21:00 საათიდან, კანდიდატების 2-2 წარმომადგენელი კიდევ ერთხელ გადახედავს საბოლოო შედეგებს და ისინი სათითაოდ შეამოწმებენ ყველა საეჭვო ფეისბუკანგარიშს; ტროლებისა და ბოტების მიერ მიცემული ხმები არ იქნება ასახული საბოლოო შედეგებში. „გარკვეული შემთხვევების მიუხედავად, ასეთი ყალბი ანგარიშებით მიცემული ხმები იმდენად მცირეა, ერთეული, რომ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს საბოლოო შედეგზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, კენჭისყრის შედეგებით გამოვლენილ კანდიდატს თავმჯდომარის პოსტზე აუცილებლად დაამტკიცებენ პარტიის ყრილობაზე, რადგან ონლაინკენჭისყრა, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობასთან შედარებით, გაცილებით უფრო ფართო წრის არჩევანს ასახავს. „საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის თავმჯდომარის შერჩევა ასეთი ფართო ჩართულობით ხდება... რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების ჩართულობა, მით უფრო მაღალი იქნება არჩეული პირის ლეგიტიმაციაც. პარტიის თავმჯდომარეს საბოლოოდ ამტკიცებს ყრილობა, მაგრამ ყრილობა შეზღუდულია დელეგატების რაოდენობაში და რაც არ უნდა მასშტაბური ყრილობა ჩაატარო, რამდენიმე ათას დელეგატზე მეტს მაინც ვერ მოიწვევ. თანაც, ყრილობაზე ძირითადად პარტიის აქტივია შეკრებილი... ონლაინკენჭისყრის დროს კი, მონაწილეობის მიღება შეუძლია პარტიის მიმართ კეთილგანწყობილ ნებისმიერ ადამიანს“, - გვეუბნება ზაალ უდუმაშვილი. რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტრონული კენჭისყრის ჩატარება სწორედ ახლა და ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი პარტიის შეკვრის მიზანსაც - თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის ბუნდოვანი და მოულოდნელი წასვლის შემდეგ? ზაალ უდუმაშვილი გვეუბნება, რომ: თავმჯდომარის არჩევის პროცესში ელექტრონული კენჭისყრის ჩატარება პარტიის ძველი გეგმის ნაწილია - „დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხარდამჭერები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული პარტიისთვის მნიშვნელოვანი ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“; ეს ხდება „არა მხოლოდ პარტიის შეკვრისთვის“, არამედ - უფრო მეტი სამომავლო ცვლილებისთვის, რადგან „პარტიის მომავალ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ახალ თავმჯდომარეს, გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს“; არჩეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სტრატეგია - თუ როგორ უნდა გადავიდეს პარტია განვითარების შემდეგ ეტაპზე“, რათა პარტიის მუშაობა გახდეს „უფრო სტრუქტურირებული, უფრო მობილური და გადაწყვეტილებებიც უფრო სწრაფად იქნეს მიღებული“. ნიკა მელია - კანდიდატი, რომელმაც თანაპარტიელს მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებს, ამჟამად პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ის „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის სიის მესამე ნომერი იყო და ამავე დროს - ოპოზიციის ფართო შეთანხმებით კენჭს ასევე იყრიდა გლდანის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობაზე. ნიკა მელია 44,06%-იანი მაჩვენებლით არჩევნების მეორე ტურშიც გავიდა, თუმცა შემდეგ უკვე, ყველა სხვა ოპოზიციონერის მსგავსად, უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე. ნიკა მელიას წინააღმდეგ ჯერ ისევ წარმოების პროცესშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება და რომლის გამოც მას მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუწყდა. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის პროცესში ნიკა მელია ბევრის თვალში ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად იქცა. თუკი პარტიის თავმჯდომარე გახდება, მისი კომპეტენცია იქნება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაც, ამ გაჭიანურებული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში. რა არის მოსალოდნელი, თუკი ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს? ექსპერტი გია ხუხაშვილი არ უღრმავდება მიზეზებს - თუ რა დაედო საფუძვლად თავმჯდომარის შესარჩევად ონლაინკენჭისყრის გამართვას. მისთვის ეს პროცესი „დასავლური დემოკრატიისკენ“ გადადგმული ნაბიჯია და ისიც ნათელია, რომ ამ პოსტზე ნიკა მელიას დამტკიცება რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. „აქამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მელია ქარიზმატული ლიდერია, რომელმაც ექსკლუზიური სახე შექმნა ქართულ პოლიტიკაში. მისი გამოჩენა თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად უკვე ნიშანი იყო იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უფრო რეალისტურად უყურებს პროცესებს და თითქოს მზად არის, რომ ცოტათი ჩაიჩოჩოს. პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირია. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ერთგვარად რელიგიურ პრინციპებს ემყარება - კერპი არის ერთი, ხოლო ყველა დანარჩენი არის მრევლი... იქ ბიძინა და აქ - მიშა. მელიას გამოჩენა, თუ ის თავმჯდომარე გახდა - ამ ნარატივს დაარღვევს და ვიტყოდი, რომ ეს მისასალმებელია“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი. ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უარს იტყვის დომინანტურ როლზე და მოქმედების თავისუფლებას მისცემს თუნდაც ფართო კენჭისყრით არჩეულ ახალ თავმჯდომარეს. მით უფრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სწორებას სწორედ სააკაშვილზე აკეთებს. თუკი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მართლაც საპატიო თავმჯდომარის ფუნქციით შემოიფარგლება და რეალურ ასპარეზს ნიკა მელიას მსგავს „მუდმივი ზეწოლის პირობებში“ გაჩენილ, აქტიურ ლიდერს დაუთმობს, პარტიის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, - ფიქრობს ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი მხარდამჭერიც მიიზიდოს.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   247 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 247 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(1)