Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რურუას საქმეზე?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებისთვის ბრალდებულის, „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 25 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს. დიმიტრი საძაგლიშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. „საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, ფაქტობრივად, გიორგი რურუას წინააღმდეგ განაჩენი, იმიტომ, რომ გიორგი რურუა გაჩხრიკეს ვითომ და ინფორმატორის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი საფუძველი. მეორეც, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე თქვა რომ, როდესაც პირს ჩხრეკენ და მისგან ხდება ნივთის ამოღება, ამ ჩხრეკის პროცესს ან უნდა ესწრებოდეს სხვა ნეიტრალური პირი გარდა პოლიციელებისა, ან უნდა განახორციელონ პოლიციელებმა ვიდეო გადაღება და შეიქმნას ობიექტური მტკიცებულებები ჩხრეკის კანონიერების თაობაზე, რაც ჩვენ შემთხვევაში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 11 პოლიციელი იყო შემთხვევის ადგილზე, არც ერთს არ განუხორციელებია ვიდეო გადაღება, უფრო მეტიც, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩანაწერი არ მოხვედრილიყო. მათ შორის ჩხრეკის ადგილთან მიახლოებით დამონტაჟებულ გარე სამეთვალყურეო კამერებიდან ერთ-ერთი იყურებოდა იმ მიმართულებით, სადაც ვითომ გიორგი რურუას ჩხრეკა მიმდინარეობდა, ამ კამერასთან დაკავშირებით პოლიციელებმა გვითხრეს, რომ 6-დან ზუსტად ეს ერთი იყო გამოსული მწყობრიდან და არ ხორციელდებოდა ჩაწერა“. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუას და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში: "დღეს ასეთი პრაქტიკა დანერგა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის პოლიციელი, ორი პოლიციელი, რომლებსაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. ამის საფუძველზე ხდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ და არა მარტო პოლიტიკური ლიდერების საქმის აღძვრა. რაც შეეხება რურუას საქმეს, ყველამ იცის, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რათა ციხეში გამოეკეტათ". 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა. ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ წარედგინა, რაც 2017 წლის 9 ივნისს სამართალდამცავებმა ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით. შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას. 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   314 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 314 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(15)
    • YandexBot(1)