ფორუმელი t-90 Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 4 minutes წინ, შერხან II said: 2 საათის წინ, t-90 said: სახელმწიფო დონეზე? ნიტოშტო კლანური, დაჟე ეჭვი მაქვს რომ კორპორაციული მენეჯმენტის სისტემა არ მუშაობს. რანაირად? სი ძინპინი არის ვირაც ვიგინდარა კი არა არამედ პარტიული ლიდერის სი ჯუნსუნის შვილი. რომელიც ბეღურების დევნის დროს იდევნებოდა და დენ სიაოპინის დროს გაიჩითა. კლანურობაა აბა რა ჩემი ფეხებია? მარა ისე საინტერესოა რა წარმოდგენა გაქვს ჩინეთზე. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 @t-90 ისევ 'ორი ხელი ორი ფეხი ერთი თავი'. რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილია სი ძინ პინი. ვსაუბრობთ რა სისტემით შეიძლება მილიარდსჩემტა კონტინგენტის გაკონტროლება. ვოდა კლანურ სისტემით არ შეიძლება, ძალიან დაბალი ლიმიტი აქვს მაგ ტექნოლოგიას. კორპორაციულ მართვას უფრო მეტი შეუძლია მარა ეგეც მილიარდს ქვემოთაა, ჩინეთს კიდევ ექსპანსიის პრეტენზია აქვს მინიმუმ აფრიკაზე. ანუ საჭიროა ტექნოლოგია რომელიც 10 მილიარდს გაქაჩავს. ასეთი მასშტაბები ადრე მიახლოებითაც არ იყო საჭირო შესაბამისი კვლევებიც მაგ მიმართულებით შედარებით ახალი დაწყებულია. ტაქშტა როგორ მართავენ ჩინას აი ალალად ხუივოზნაეტ. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 19 დეკემბერი, 2020 Posted 19 დეკემბერი, 2020 სანამ უსაში გადაწყვეტენ ვისი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ზანგების თუ პიდარასტების. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 ამოვწიოთ. არაა ჩასაძირი თემა. Epoch Times-დან რაღაც ვეშები დაშარეს რუსმა პროტრამპისტებმა ამ დღეებში. https://cdn.epoch.cloud/infographics/Chinas_Secret_War_Against_America_Epoch-Times_Infographic.pdf უთამაშებენ 3აკს. :] Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 9 თებერვალი, 2021 Author Posted 9 თებერვალი, 2021 https://odysee.com/@TheEpochTimes:2/chinese-netizens-need-license-to-comment:b ჩინეთში სოც. მედიაში გარკვეულ თემებზე (პოლიტიკა, ეკონომიკა, დიპლომატიური საკითხები, დ.ა.შ.) პოსტის შესაქმნელად და ასეთ თემაზე კომენტარის დასაწერად ლიცენზიები შემოიღეს Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 გაიგე ეხლა რისი თქმა უნდათ (ვიდეოს ავტორებს). @Damnoc რუსეთში საგანმანათლებლო საქმიანობაზე შემოიღეს მგონი ცენზურა. იუთუბზე აპროტესტებდენ გდეტა 1 თვის წინ ადგილობრივი ვლოგერები. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 9 თებერვალი, 2021 Author Posted 9 თებერვალი, 2021 2 საათის წინ, ChariotGod said: გაიგე ეხლა რისი თქმა უნდათ მეც ვერ დავინახე რამე აგენდა დიდად, დაუჯერებელიც არაფერი უთქვამთ 2 საათის წინ, ChariotGod said: რუსეთში საგანმანათლებლო საქმიანობაზე შემოიღეს მგონი ცენზურა. იუთუბზე აპროტესტებდენ გდეტა 1 თვის წინ ადგილობრივი ვლოგერები. არ მომხვედრია თვალში არსად. ისე რომ დავფიქრდი საეჭვოდ გაქრა ჩემი ყუტუბის ახალი ვიდეოებიდან ყველა რუსი ვლოგერის ხსენება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 15 თებერვალი, 2021 Posted 15 თებერვალი, 2021 სი ძინპინის გამოსვლა დავოსის ფორუმზე: მულტილატერალიზმის მხარდაჭერა 23 იანვარს ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სი ფორუმის სტუმარი პირველად არ არის – 2017 წელს იგი ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი იყო, როდესაც გლობალიზაციის დასაცავად სიტყვა წარმოთქვა. ამ წლის გამოსვლა ოთხი წლის წინანდელი სიტყვის იდეურ გაგრძელებას წარმოადგენდა. გამოსვლის მთავარი თეზისები: მულტილატერალიზმის (ნახსენები იყო 10-ჯერ) და საერთაშორისო თანამშრომლობის (ნახსენები იყო 14-ჯერ) განვითარება აუცილებელია, რომ კორონავირუსის დაძლევა მოხდეს. თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტების (G20, გაერო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პარიზის კლიმატის შეთანხმება) ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. უფსკრული მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ფართოვდება. განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობა გლობალურ მმართველობაში ახლა მიზერულია და იგი უნდა გაიზარდოს. პოლიტიკური მოდელების მრავალფეროვნება ცივილიზაციის პროგრესის აუცილებელი პირობაა. სისტემის შეფასების კრიტერიუმად მისი ეფექტურობა უნდა იქცეს. ბლოკური აზროვნება და პოლარიზაცია კონტრპროდუქტიულია. სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის გაღრმავების კურსს გააგრძელებს და განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება. კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში თანამშრომლობა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება პეკინისთვის პრიორიტეტული იქნება. სი ძინპინის სიტყვას პოზიტიური რეაქცია მოჰყვა. მაგალითად, მისი გამოსვლის მეორე დღეს ანგელა მერკელმა სის თეზისებს მულტილატერალიზმის და საერთაშორისო პოლარიზაციის საფრთხის შესახებ მხარი დაუჭირა. თუმცა, გამოსვლას კრიტიკის გარეშეც არ ჩაუვლია: გერმანიის კანცლერის აზრით, პოლიტიკური მოდელების განსხვავებულობის შემთხვევაშიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები უნივერსალურად უნდა დარჩეს. Online-Afterparty: ფორუმის დასრულებისთანავე სი ძინპინი ტელეფონით სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ესაუბრა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან 40 წუთიანი დისკუსია 8 თვის განმავლობაში ლიდერების პირველი საუბარი იყო. ქვეყნების მეთაურებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მეორე ფაზა განიხილეს, კორეაში სის ვიზიტის თარიღი (ვიზიტი ადრე პანდემიის გამო გადაიდო) შეათანხმეს და „მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში „ორმხრივი კავშირების განვითარების გეგმა“ შეიმუშავეს. ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის მთავარ თემებად კი „სარტყელი და გზის“ ინიციატივა და ინდუსტრიული პარკი „დიდი ქვის“ მშენებლობა იქცა. სიმ იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას შეინარჩუნებს. ხოლო ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ახსენა, რომ იგი ჩინეთს იმ საკითხებში უჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის საკვანძო ინტერესებს (ჰონგ-კონგი, ტაივანი და სინძიანი) ეხება და ქვეყნის საშინაო საკითხებში საგარეო ჩარევას მკაფიოდ ეწინააღმდეგება. ტრამპის მემკვიდრეობა: აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ახალი ეტაპი 2 თებერვალს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და საერთაშორისო საქმეებში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის ხელმძღვანელი იან ცზეჩი ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის შეხვედრაზე გამოვიდა. იან ცზეჩი წარსულში აშშ-ში ჩინეთის ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა და დღეს ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად ითვლება. იყო მოსაზრებები, რომ ამ შეხვედრაზე იან ცზეჩი აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას მეგობრობის ხელს გაუწვდიდა. გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების შემდეგ ყველაზე დიდ სირთულეებს წააწყდა. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე იან ცზეჩიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ანტიჩინურ პოლიტიკას დააკისრა. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ კი მისი აზრით ორმხრივ ურთიერთობებში საკვანძო მომენტი დგება, როდესაც უნდა განისაზღვროს მათი სამომავლო განვითარების მიმართულება. იან ცზეჩის აზრით, ორმხრივი ურთიერთობები კონსტრუქციულ გზას და დიდ სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მოდელის მშენებლობას უნდა დაუბრუნდეს. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის პოლიტიკა ამერიკის მიმართ არ არის ორიენტირებული კონფლიქტსა და კონფრონტაციაზე, თუმცა ამავდროულად ჩინეთი საკუთარ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. ვაშინგტონთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე დაბრუნების წინაპირობად კი მან შემდეგი პირობები დაასახელა: შეწყდეს ჩინეთის აღქმა სტრატეგიულ საფრთხედ. ჩინეთი გააგრძელებს განვითარებას და ეს არ უნდა იყოს ურთიერთობების ნულოვანჯამიანი თამაშის ლოგიკაში განხილვის მიზეზი. აღმოიფხვრას წინააღმდეგობები ადამიანური კავშირების განვითარების გზაზე. კონტრპროდუქტიულია ხელის შეშლა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობისთვის, სავიზო შეზღუდვების შემოღება და საკონსულოების დახურვა. აშშ-მ უნდა მიიღოს ჩინეთის სუვერენული უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს საშინაო პოლიტიკა. ჩარევა ტაივანის, სინძიანის, ტიბეტის და ჰონგ-კონგის საკითხებში დაუშვებელია. შეწყდეს პანდემიის გამოყენება ჩინეთის სტიგმატიზაციისთვის. იან ცზეჩის გამოსვლას ადგილი ჰქონდა საგარეო პოლიტიკური საკითხების ირგვლივ ჯო ბაიდენის მოხსენებამდე. 4 თებერვალს ბაიდენმა აჩვენა, რომ ახალ ადმინისტრაციას არ სურს და არც შეუძლია ჩინეთის მიმართ ტრამპის მემკვიდრეობაზე უარი თქვას. თავის გამოსვლაში ბაიდენმა ჩინეთი აშშ-ს ყველაზე სერიოზულ კონკურენტად დაასახელა, რომელიც პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის. ამავდროულად ბაიდენმა ისაუბრა მზაობაზე იმუშაოს ჩინეთთან მაშინ, როდესაც ეს ამერიკის ინტერესებს ემთხვევა. გამოსვლის სწორედ ამ პასაჟმა მიიქცია ჩინური მედიის განსაკუთრებული ყურადღება. აღინიშნა, რომ საკუთარ გამოსვლაში ბაიდენმა ჩინეთი ახსენა ექვსჯერ (რუსეთი ახსენა რვაჯერ). მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა სიტყვა კონკურენტი, მას ჩინეთისთვის მოწინააღმდეგე არ უწოდებია, არ უხმარია ტერმინი „ჩინური საფრთხე“ და არ უსაუბრია ტაივანის, სინძიანის და ტიბეტის პრობლემებზე. 6 თებერვალს კი იან ცზეჩისა და აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. იან ცზეჩიმ საუბარში დაადასტურა ჩინეთის სტაბილური და თანმიმდევრული პოლიტიკა აშშ-ს მიმართ და მოუწოდა ახალ ადმინისტრაციას ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. მან ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური წყობის, განვითარების გზების არჩევანის პატივისცემაზე და განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს მოძრაობას ჩინელი ერის დიადი აღორძინებისთვის ჩინური სპეციფიკით სოციალიზმის გზაზე. ამერიკული მხარის წინაშე კიდევ ერთხელ დაისვა ტაივანის პრობლემა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ჰონგ-კონგის და სინძიანის საქმეებში ჩარევის საკითხი. ენტონი ბლინკენის განცხადებით ერთი ჩინეთის პრინციპის და სამი კომუნიკეს დაცვის საკითხი აშშ-ს მხრიდან გადახედვას არ ექვემდებარება. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, მათ შორის სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში. შესაბამისად, მხარეებმა ერთმანეთის წინაშე საკუთარი მიდგომები გააჟღერეს და „წითელი ხაზები“ გამოკვეთეს. აშშ-ჩინეთის ტექნოლოგიური დაპირისპირება 26 იანვარს გავლენიანი ამერიკელი ბიზნესმენების და ექსპერტების ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში „Asymmetric Competition: A Strategy for China & Technology“. დოკუმენტის ავტორები ხელისუფლებას ჩინეთთან ტექნოლოგიური decoupling-ისკენ (კავშირების გაწყვეტა) მოუწოდებენ. იმან, რის გამოც ტრამპს ვაჭრობის სფეროში აკრიტიკებდნენ, ბოლო წლებში ტექნოლოგიების სფეროში ორივე პარტიაში ფართო მხარდაჭერა შეიძინა. ანგარიშის ავტორებს შორის არის Google-ს ყოფილი CEO, ხოლო ახლა ხელისუფლებაში გავლენიანი მრჩეველი ერიკ შმიდტი, ჩინეთის ცნობილი და დაფასებული სპეციალისტი ელიზაბეტ ეკონომი, ასევე ანალიტიკური ცენტრი CNAS-ის ხელმძღვანელი რიჩარდ ფონტეინი. ამ ცენტრის ბევრმა ექსპერტმა ბაიდენის მოსვლის შემდეგ მის ახალ გუნდში თანამდებობები დაიკავა, ამიტომაც გამოქვეყნებულ ანგარიშს ხელისუფლებაში, სავარაუდოდ ყურადღებას მიაქცევენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის 23-მა წევრმა აშშ-ს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აშშ-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში ტექნოავტორიტარიზმის ჩინური ხედვისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და აშშ-ს ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების დასაცავად. ორპარტიული კონსენსუსი ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთთან დაპირისპირების თაობაზე, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაფორმდა. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების გარკვეული ოფიციალური პროგრამა ჯერ არ გაუცხადებია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ექსპერტების შეთავაზებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს სახალხო წარმომადგენლების საერთოჩინური ყრილობის სესიის გადატანას, რომელიც 5 მარტს არის დაგეგმილი, ჯერჯერობით არ აპირებს. სესიისადმი მომზადების პროცესი უკვე მიმდინარეობს და სახალხო წარმომადგენლების ყრილობები პროვინციებში იმართება. ამ დროისთვის თითქმის ყველა პროვინციამ, ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქმა და ავტონომიურმა რაიონმა გასულ წელს ეკონომიკური განვითარების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა და დაისახა ზრდის ორიენტირები 2021 წელს. 2020 წლის მონაცემებით ჩინეთის რეგიონებს შორის ეკონომიკური ლიდერების სამეული უცვლელი დარჩა: გუანდუნი, ძიანსუ და შანდუნი. გუანდუნის პროვინცია ეკონომიკის მოცულობით უკვე 32 წელია ჩინეთის რეგიონებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2020 წელს პროვინციის მშპ-მ პირველად 11 ტრილიონ იუანს გადააჭარბა. გასული წლის საშუალო კურსით დოლარში გადაყვანის შემთხვევაში ეს ციფრი დაახლოებით 1,6 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მაგალითად სამხრეთ კორეის ნომინალურ მშპ-ს აღემატება. შესაბამისად, გუანდუნი რომ დამოუკიდებელი ეკონომიკა იყოს, მსოფლიო რეიტინგებში 10-11 ადგილს დაიკავებდა. ეკონომიკური ზრდის ტემპმა პროვინციაში 2020 წელს 2,3% შეადგინა, რაც ჩინეთის საშუალო მონაცემს ემთხვევა. გუანდუნი ლიდერობს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. პროვინციის ტერიტორიაზე მაღალი ტექნოლოგიების 14 პარკი ფუნქციონირებს, ხოლო მაღალტექნოლოგიური საწარმოების რიცხვმა 53 ათასს გადააჭარბა. ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წილი პროვინციის მშპ-ში 25,2% შეადგენს. 2021 წელს დაგეგმილია რეგიონის მშპ-ს „6% მაღალი მაჩვენებლით“ ზრდა. მეორე ადგილს ეკონომიკის მოცულობით ინარჩუნებს ძიანსუს პროვინცია. მისმა მშპ-მ 10 ტრილიონ იუანს პირველად გადააჭარბა, რაც დაახლოებით 1,49 ტრილიონ დოლარს უტოლდება. ძიანსუს ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2020 წელს 3,7% შეადგინა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი. მესამე ადგილი ეკონომიკის მოცულობით, თუმცა უკვე ლიდერებისგან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია შანდუნმა შეინარჩუნა. 2020 წელს მისი მშპ 3,6% გაიზარდა და 7,31 ტრილიონი იუანი შეადგინა. ორივე ამ პროვინციისთვის ეკონომიკის წამყვანი სექტორი მრეწველობაა. ჩინეთის ყველა რეგიონიდან უარყოფითი მაჩვენებელი მხოლოდ ჰუბეის პროვინციამ დააფიქსირა, რომლის მშპ 5% შემცირდა. თუმცა კვარტალური მონაცემები აჩვენებს, რომ ვარდნის სიღრმე, რომელიც ეპიდემიამ გამოიწვია, თანდათან მცირდებოდა. 2021 წელს პროვინციას დაგეგმილი აქვს საკუთარი ეკონომიკის 10% ზრდა და ამ ნიშნულს მინიმალურად მიიჩნევს. შედარებით მაღალი ზრდის შედეგებით წელი მდინარე იანძის საშუალო და მაღალი დინების რაიონში განთავსებულმა პროვინციებმა დაასრულეს. ეს დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სეზონური მუშახელის დიდი რაოდენობა საკუთარი დასაქმების ადგილთან ახლოს ცხოვრობს, რამაც წარმოების პროცესის აღდგენა თებერვლის ბოლოს და მარტში დააჩქარა. მაღალი ზრდა აჩვენა სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებმა იუნანმა და გუიჯოუმ. ამ პროვინციებს ეპიდემია შედარებით ნაკლებად შეეხო. მნიშვნელოვანი გავლენა მათ ეკონომიკურ ზრდაზე აგრარულმა სექტორმა, უპირველეს ყოვლისა ჩაიმ და თამბაქომ, საკვებმა მრეწველობამ და ელექტროენერგეტიკამ მოახდინა. ეპიდემიამ შეამცირა ჩინეთის მსხვილი მეგაპოლისების, პეკინის და შანჰაის ეკონომიკური განვითარების ტემპები. მათი მშპ-ს ზრდის ტემპმა შესაბამისად 1,2% და 1,7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყნის მონაცემები. ამის ძირითადი მიზეზი არის მომსახურების სექტორის ზრდის შემცირება. მკაცრმა ლოქდაუნებმა გაზაფხულზე ეპიდემიის პიკის და ზაფხულში ლოკალური აფეთქებების დროს საკარანტინო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, რამაც ტრადიციული საკონტაქტო მომსახურების კანონზომიერი ვარდნა გამოიწვია. 2021 წლისთვის პეკინმა და შანჰაიმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად „6% მაღალი“ ნიშნული დაისახა და აქცენტი მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ მომსახურებაზე გადასვლაზე გააკეთა. მარტში ჩანიშნულ სახალხო წარმომადგენლების საერთოჩინურ ყრილობაზე მომავალი წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის განსაზღვრა იგეგმება. თუმცა დღეს მსგავსი მაჩვენებლის დადგენის მიზანშეწონილობაზე აქტიური დისკუსიები იმართება და ჯერ ცნობილი არ არის, საჯაროდ მოხდება თუ არა მისი განცხადება, მაგრამ, როგორც გასული წლის პრაქტიკამ აჩვენა, ასეთი მაჩვენებელი ობიექტურად იარსებებს. ამ მხრივ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჩინეთის რეგიონული ხელმძღვანელები, რომლებიც 2021 წლის ეკონომიკური ზრდის ორიენტირებს სახავენ, ამას დიდი სიფრთხილით აკეთებენ. პროვინციების დიდი ნაწილი 2019 წლის საშუალო მაჩვენებელზე ორიენტირდება, რაც 6% შეადგენს. ზრდის მაჩვენებლის განსაზღვრისას გამოვლენილი სიფრთხილის მაჩვენებელია ისიც, რომ პროვინციების უმრავლესობაში საპროგნოზო ციფრები უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების იანვრის პროგნოზში მომავალ წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლად 8,1% ნავარაუდები. მსოფლიო ბანკის ანალოგიურ პროგნოზში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შესაძლო ტემპი 7,9% განისაზღვრება. ჩინელი ეკონომისტების უმრავლესობა 2020 წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდას ასევე 8-8,2% ინტერვალში პროგნოზირებენ. ჩინური ახალი წელი ჩინეთში მთავარი დღესასწაულის – გაზაფხულის დღესასწაულის (მთვარის კალენდრით ახალი წლის) დღეა, რომელიც 12 თებერვალს დგება. ამ დროს გასული წელი როგორც იქნა დასრულდება და ვირთხა ესტაფეტას ხარს გადასცემს. თავად დღესასწაულები უკვე დიდი ხანია დაიწყო. მათ დასაწყისად ტრადიციულად ე.წ. „პატარა წელი“ მიიჩნევა. ამ წელს იგი ჩრდილოეთ ჩინეთში 4 თებერვალს (მე-12 თვის 23-ე დღე), ხოლო სამხრეთ ჩინეთში ტრადიციისამებრ ერთი დღით გვიან დადგა. ოფიციალური დასვენების დღეები 11 თებერვალს დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში გასტანს. თუმცა ტრადიციის მიხედვით საახალწლო ზეიმები 26 თებერვლამდე გრძელდება, როდესაც ფარნების დღესასწაული, ანუ ახალი წლის პირველი სავსემთვარეობა აღინიშნება. აღნიშნულ დღეებში ქვეყნის ხელმძღვანელები რეგიონებში განაწილდნენ. ხელმძღვანელი სი ძინპინი 3-დან 5 თებერვლამდე გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა. პრემიერი ლი კეციანი 7 თებერვალს შანსის პროვინციაში ჩაფრინდა. ახალი წლის დღესასწაულებზე იგეგმება ციფრული იუანის გამოყენების ექსპერიმენტის ახალი ეტაპის ჩატარება. მას ადგილი ექნება პეკინში, შენჟენში, სუჩჟოუში და ჩანშეში და გულისხმობს სამომხმარებლო ტალონების გამოყენებას როგორც ჩვეულებრივ, ასევე ონლაინ მაღაზიებში. პეკინში დუნჩენის რაიონის ხელისუფლებამ მომხმარებლებს დოტაციით 10 მილიონი იუანი გამოუყო, რომელიც 50 ათას წითელ კონვერტში განაწილდება (თითოში 200 იუანი), ხოლო ღონისძიების ჩატარების ძირითად ადგილად ვანფუცზინის ცნობილი სავაჭრო ქუჩა იქცევა. ემუქრება თუ არა ჩინეთს ოლიმპიადის ბოიკოტი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო? BBC-ის ჟურნალისტებმა 3 თებერვალს გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც ძალადობის საშინელი სცენები აღწერეს, რომელსაც სინძიან-უიგურის ავტონომიური რაიონის ბანაკებში დაპატიმრებული ქალები სისტემატურად განიცდიდნენ. კორესპონდენტებმა მოახერხეს გასაუბრებოდნენ ერთ-ერთი ბანაკის ყოფილ მცველს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით დაკავებულთა წამება აღწერა. ბანაკებში ქალებისადმი მკაცრი მოპყრობის სხვა მტკიცებულებად ტურსუნაი ზიავუდუნის ჩვენება იქცა. უიგურელი ქალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ახლა აშშ-ში იმყოფება, ამტკიცებს, რომ ბანაკში მას აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს მცდარი უწოდა. სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა უარყო ცნობები ქალების მიმართ სისტემურ ძალადობაზე დაწესებულებებში, რომელსაც თავად ჩინეთი „პროფესიული გადამზადების ცენტრებს“ უწოდებს. ჩინეთის ხელისუფლება პრინციპში რეგულარულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინძიანში გამოსასწორებელი ბანაკების ქსელი არსებობს. პეკინი რეგულარულად ეპატიჟება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს რეგიონში. 2020 წლის სექტემბერში მათ სინძიანში ევროკავშირის წარმომადგენლები მიიწვიეს. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ხელისუფლებებმა, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ჩინეთი გააკრიტიკეს და სინძიანის ბანაკებში მყოფი უიგურელი ქალების ცხოვრების პირობების გამჟღავნებული დეტალების გამო შეშფოთება გამოხატეს. ეს მოვლენები განსაკუთრებით ფართო საზოგადოებრივ რეზონანს ოლიმპიადისადმი პეკინის მზადების ფონზე იწვევს, რომლის ჩატარებამდეც ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩა. 2 თებერვალს 180 უფლებადამცველი ჯგუფის კოალიციამ ხელისუფლებებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2022 წელს პეკინსა და ჯანძიაკოუში უნდა გაიმართოს. ჩინეთის რეაქცია სამხედრო გადატრიალებაზე მიანმარში 1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. არმიამ ქვეყნის ფაქტიური მმართველი აუნგ სან სუ ჩიი დააკავა და ძალაუფლება უმაღლეს მთავარსარდალს მინ აუნ ხლაინუს გადასცა. გადატრიალებას ადგილი ახალარჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა. 4 თებერვალს ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება დაბლოკა, რომელიც მიანმარში სამხედრო გადატრიალებას გმობდა. პეკინი დარწმუნებულია, რომ სანქციები და საერთაშორისო ზეწოლა ქვეყანაში სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის ყველა მხარე მიანმარში კონსტიტუციის შესაბამისად უთანხმოების დაძლევას შეძლებს და სტაბილურობას შეინარჩუნებს. პეკინის პოზიციაში გასაკვირი არაფერია – ჩინეთი ყოველთვის გამოდის ქვეყნების „საშინაო საქმეებში ჩარევის“ წინააღმდეგ. ამასთან მიანმარი მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, როგორც ბუნებრივი რესურსების (ხე-ტყე, ნეფრიტი, ბუნებრივი აირი) წყარო. სტრატეგიული თვალსაზრისით მიანმარი ჩინეთს სამხრეთ-დასავლეთით ოკეანეზე გასასვლელს სთავაზობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერა პეკინის იმიჯს დააზიანებს და შესაძლო მომავალ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან მის მუშაობას გაართულებს. ამიტომაც ჩინეთი ცდილობს ნეიტრალურობის დემონსტრირებას, მაგრამ სწრაფად ეცდება კონტაქტების დამყარებას ახალ რეჟიმთან – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია სამხედროების მიმართ მკაცრი პოზიციის შენარჩუნებას გააგრძელებს. ჯეკ მას ფინანსურ-ტექნიკური გიგანტის რეგულირების საკითხი თებერვლის დასაწყისში ჯეკ მას ფინანსურ-ტექნიკური გიგანტი რეგულატორებს რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოელაპარაკა. Ant Group-ის მთელი ბიზნესი ჰოლდინგში გაერთიანდება და ფინანსური სექტორისთვის დაწესებული წესებით დარეგულირდება. კომპანიას დაეკისრება შეზღუდვები, რაც პირველ რიგში მოიცავს მკაცრ მოთხოვნებს კაპიტალის, მათ შორის საკუთარი სახსრების ზომის, ფორმირებული რეზერვების დონის და ა.შ. შესახებ. ეს წესები პირველად მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა და ბევრი რამ (მათ შორის მოთხოვნები კაპიტალის და რეზერვების ნორმის შესახებ) ჯერ განსაზღვრული არ არის. რეგულირების ქვეშ არა მხოლოდ Ant-ის ფინანსური ბიზნესი, არამედ კომპანიის დანარჩენი აქტივებიც ხვდება საჭმლის მიტანის სერვისის ჩათვლით. ამასთან ერთად, ხმები იმის შესახებ, რომ კომპანია არაფინანსურ ოპერაციებს დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოყოფდა ან ბიზნესის ამ ნაწილს საერთოდ გაყიდდა, როგორც ჩანს, არ გამართლდა. ეს გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს იმაში, თუ ზუსტად როგორ დარეგულირდება Ant Group – კაპიტალისადმი მკაცრი მოთხოვნები გამართლებულად არ ჩანს ბიზნესისთვის ფინანსების სფეროს მიღმა და როგორც ჩანს, კომპანიის „შვილობილი“ ფირმების კონკურენტულ პოზიციებს გააუარესებს. თუმცა კომპანია სირთულეებს განიცდის, იგი ჯერჯერობით არ გეგმავს საბოლოოდ უარი თქვას IPO-ზე. Reuters-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ საჯარო განთავსება კვლავ კომპანიის გეგმებშია, თუმცა ეს შეიძლება ორ წელზე გაიწელოს. ერთი მხრივ, მაქსიმალური გაურკვევლობის მომენტი კომპანიისთვის განვლილია: ჭორები გაყოფაზე ან ნაციონალიზაციაზე არ გამართლდა. მეორე მხრივ, რეგულირება სავარაუდოდ კომპანიას აიძულებს გაცილებით მეტი სახსრები რეზერვების ფორმირებაზე მიმართოს, ამიტომაც იმ ტემპებით, როგორც ადრე, Ant Group ზრდას უკვე ვერ შეძლებს. ანტიმონოპოლიური რეგულატორი Big Tech-ის წინააღმდეგ ჩინეთის ბაზრის კონტროლისა და რეგულირების მთავარმა სახელმწიფო სამმართველომ ციფრული ეკონომიკისთვის ანტიმონოპოლიური სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. პროექტი ჯერ კიდევ ნოემბერში, Alibaba-ს საქმიანობის გამოძიების დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ მომზადდა. საბოლოო ვერსია დაამუშავეს და მას ყველაზე საკამათო პუნქტები ჩამოაშორეს. აქცენტი იმ ფაქტზე გაკეთდა, რომ ეს მაინც სახელმძღვანელო წესებია და არა შემაკავებელი პოლიტიკის ნაწილი. ამ მიზნით მისგან ამოიღეს პუნქტი რეგულატორის უფლებაზე დაზუსტების გარეშე, თუ რომელ ბაზარზეა კომპანია მონოპოლისტი, მაშინვე დაადანაშაულოს იგი მონოპოლისტობაში. თუმცა ახალი წესებით ინტერნეტ-პლატფორმებს უკვე უფლება არ ექნებათ მომხმარებლებზე ინფორმაციები გაცვალონ, რომ ფასები ხელოვნურად დააწესონ. ასევე აკრძალულია მესამე სერვისების გავლით ტრანზაქციების განხორციელება. ჩინეთის ცენტრალური ბანკი ასევე დაკავებულია ანტიმონოპოლიური რეგულირების შემუშავებით, თუმცა უკვე საგადამხდელო სერვისებისთვის. სავარაუდოდ, ახალი წესები უპირველეს ყოვლისა Alipay WeChat Pay-ს შეეხება, რომელიც გადახდის სერვისების სექტორის 55,39% იკავებს. ამ ტალღაზე Bytedance-მა საკუთარი საგადამხდელო სერვისი Douyin Pay აამუშავა. ამ მომენტამდე ჩინურ სასამართლოებს ე.წ. Big Tech-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებები არ გამოჰქონდათ. ჯერ კიდევ 2017 წელს JD.com-მა Alibaba-ს სასამართლოში უჩივლა, რადგან კომპანია გამყიდველებს ონლაინ-ვაჭრობის სხვა პლატფორმებზე პროდუქციის განთავსებას უკრძალავდა, რის გამოც Tmall ჩინეთში ბევრი საქონლის ექსკლუზიურ დისტრიბუტორად გადაიქცა. მაშინ საქმე ადგილიდან არ დაიძრა. ByteDance და Tencent ასევე ადანაშაულებენ ერთმანეთს ბაზრის მონოპოლიზების სურვილში. 2 თებერვალს ByteDance-მა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ პეკინის სასამართლოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Tencent-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია აცხადებს, რომ Tencent-ის სერვისები ბლოკავენ წვდომას კონტენტზე, რომელიც Douyin პლატფორმაზეა განთავსებული. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ჩინეთის ბაზრის კონტროლისა და რეგულირების მთავარ სახელმწიფო სამმართველოს, რომელიც კომპანიების საქმიანობის გამოძიებითაა დაკავებული, არ აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, ამიტომაც ყველა ასეთი დავა სასამართლოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თანახმად წყდება. მისი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ იგი მიმართულია ოფლაინ-სივრცეში დარღვევების რეგულირებაზე და არა ონლაინ-სივრცეში Alibaba-ს დომინანტი მდგომარეობის წინააღმდეგ, სადაც სხვა მსხვილი მოთამაშეებიც, როგორიცაა JD.com, Pinduoduo იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ამიერიდან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გამკაცრდება, რადგანაც ეს თემა ჩინეთში 2021 წელს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად გამოცხადდა. იგი კავშირშია ეკონომიკისთვის მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობის ზრდასთან, რომლის დარეგულირებაც და სრული დამორჩილებაც ჩინეთის ეკონომიკური და კიბერუსაფრთხოების გლობალური სტრატეგიის განუყოფელი კომპონენტია. ხოლო Alibaba-სთან დაკავშირებულმა ისტორიამ და კომპანიის დასჯამ ყველას მიანიშნა, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული ზემძლავრი კორპორაციების ფორმირებაში, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ პირობებს ვერ უკარნახებს. პეკინიდან ჰარბინში სამ საათში. ჩინური სწრაფმავალი მატარებლები 22 იანვარს ჩინეთში სწრაფმავალი სარკინიგზო ხაზის პეკინი-ჩენდეს მონაკვეთი ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც ახალი სწრაფი სარკინიგზო ხაზით პეკინიდან ჰარბინის მიმართულებით მოძრაობა გახდა შესაძლებელი – ეს ბოჰაის ყურის სანაპიროს შემდეგ მეორე სწრაფმავალი მაგისტრალია. ახალი სარკინიგზო ხაზის სიგრძე 817 კილომეტრია, ხოლო გზა ჰარბინიდან პეკინამდე 3 საათსა და 49 წუთს შეადგენს (ადრე 12 საათი იყო). აღნიშნული სარკინიგზო ხაზი რვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური სწრაფმავალი მაგისტრალის ნაწილია, რომელიც ჩინეთის სარკინიგზო სისტემის საფუძველს შეადგენს. ამასთან ასეთი ძვირადღირებული პროექტებისგან ქვეყნის ეკონომიკისთვის სარგებელი საეჭვოა. ამერიკულმა think-tank-მა Macropolo-მ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც დათვლილია, რომ 1,98 ტრილიონი დოლარის დანახარჯის პირობებში სწრაფმავალი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციისას მიღებული ბონუსები 2,36 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 378 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას ნიშნავს. თუმცა მათი დასკვნები ეჭვქვეშ კარნეგი-სინჰუას ცენტრის მკვლევარმა მაიკლ პეტისმა დააყენა. იგი მიიჩნევს, რომ კვლევა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ოპტიმისტურ მოლოდინებს ეფუძნება, რაც ინფრასტრუქტურულ დანახარჯებზეა დამოკიდებული. ეს კი, ფაქტი არ არის, რომ მომავალშიც გაგრძელდება. ფინანსისტი და ნიუსლეთერი „lukecapital“-ის ავტორი გლენ ლუკი კი თვლის, რომ მთელი მოგება სწრაფმავალი მაგისტრალიდან გვიან მოვა, როდესაც მათი პოტენციალი მთლიანად გაიხსნება – ისე, როგორც ეს იაპონიაში მოხდა. https://www.scmp.com/magazines/post-magazine/long-reads/article/3120728/chinas-annual-lunar-new-year-migration-usually – ყოველწლიური მიგრაცია ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს განსხვავებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში. ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ახალი წლის 40 დღიანი ზეიმის განმავლობაში 1,2 მილიარდი მგზავრობა განხორციელდება – 60% ნაკლები, ვიდრე 2019 წელს https://www.scmp.com/economy/china-economy/article/3120236/china-population-tumbling-regional-birth-rates-signal-scale?tpcc=enlz-scmp_china&MCUID=4672f7018e&MCCampaignID=130acfd684&MCAccountID=3775521f5f542047246d9c827&tc=16 – ჩინეთის მოსახლეობა: შობადობის რეგიონული მაჩვენებლების კლება ქვეყანაში დაბერების კრიზისის მასშტაბებზე მიუთითებს. ზოგიერთ პროვინციასა და ქალაქებში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ახალშობილთა რიცხვი 2020 წელს გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის მთელი მოსახლეობა ნულოვანი ზრდის დიაპაზონში შევა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით ხელისუფლების გეგმებზე გავლენას მოახდენს https://carnegie.ru/commentary/83757 – სტატია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამომავლო გავლენაზე https://carnegie.ru/commentary/83756 – სტატია ცენტრალური აზიის ელიტებთან ურთიერთობაში ჩინეთის სტრატეგიის ცვლილებაზე. უკვე არსებულ ლიდერებთან ურთიერთობიდან ჩინეთი თანდათან გადადის პროჩინურად განწყობილი პოლიტიკოსების მხარდაჭერასა და ინსტრუმენტების შექმნაზე, რომელიც მათ ძალაუფლებაში მოსვლას შეუწყობს ხელს https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-hungary-vaccine/hungary-approves-chinese-sinopharms-covid-vaccine-first-in-european-union-idUSKBN29Y0OD – უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა დაამტკიცა და მას 5 მილიონი დოზა შეუკვეთა https://macropolo.org/chinese-politics-rising-stars-provincial/?rp=m – სი ძინპინისადმი მიპყრობილი უზარმაზარი ყურადღება ნათელია, თუმცა მან შეიძლება მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები გადაფაროს, რომლებიც ეროვნული ლიდერების მომდევნო თაობის ფორმირებას ახდენს. სწორედ მათი წარდგენა მოხდება 2022 წელს პარტიის XX ყრილობაზე. MarcoPolo ჩინეთის პროვინციების იმედისმომცემი ლიდერების ანალიზს გვთავაზობს https://www.reuters.com/article/us-usa-china-sanctions/u-s-delays-chinese-investment-bans-impact-on-certain-firms-idUSKBN29W1JK – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით გადადო აკრძალვა ჩინურ კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებაზე https://www.businesstimes.com.sg/technology/chinas-xiaomi-files-legal-complaint-against-us-defense-treasury-ban – Xiaomi სასამართლოში უჩივის აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვს კომპანია ამოიღონ ფირმების შავი სიიდან, რომლებიც ჩინელ სამხედროებთან თანამშრომლობენ https://www.caixinglobal.com/2021-02-01/xpeng-recalls-13399-g3-electric-suvs-over-possibly-losing-power-while-running-101658811.html – ელექტრომანქანების მწარმოებელმა Xpeng-მა 13 000-ზე მეტი ყველგანმავალი G3 გაუმართაობის გამო უკან გამოიწვია https://www.bloomberg.com/news/articles/2021-02-05/luckin-coffee-files-for-chapter-15-bankruptcy-in-new-york-kks1k2hv – Luckin Coffee-მ აშშ-ში თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რომ სხვადასხვა სასამართლო სარჩელებისთვის თავი აერიდებინა. თუმცა ყავახანების ქსელი ჩინეთში მუშაობას აგრძელებს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა