ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 მანდატურები სკოლებში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღრიცხავენ, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას უწყობს ხელს. „მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში“,- აღნიშნულია სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, 2020 წლის შეფასებაში. ელექტრონული პროგრამა erofficers.emis.ge სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. პორტალი ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე ფუნქციონირებს. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა