ფორუმელი ჭრიჭინა Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 (შესწორებული) 22 დეკემბერი -20 (19) იანვარი ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ თხის რქა ხართ – ნიშნავს, რომ “მზე თხის რქაში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია თხის რქების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ ჩვენ გვაქვს მიწის სტიქია ტრანსფორმაციის მესამე ზონაში, საკუთარი გამოვლინების უფრო ფაქიზ, იდეალურ დონეზე. ძირითადი მმართველია სატურნი. თხის რქის ძველი სიმბოლო _ ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს. ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან. ასეთი ორმაგი თვისებები აქვს მათაც, ვისი მზეც იმყოფება მშვილდოსნის ნიშანში (რადგანაც, თხის რქის ნიშანი, მშვილდოსნის ნიშნის მომდევნო ნიშანია, და, შესაბამისად, ცეცხლის სტიქია დაკავშირებულია მიწასთან ტრანსფორმაციის ზონაში). ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიზანმიმართულია. მიზანმიმართულობა _ ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის, იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში _ კონმფორმიზმსა და ცბიერებას. დაბალი განვითარების შემთხვევაში, საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველაფრის გაწმენდვა, მოქმედებს რა საკმაოდ ხისტად, ზუსტად და განსაზღვრულად. ცუდ შემთხვევაში, ის ძალიან ცბიერი ადამიანია, ამასთანვე, ძალიან რთულია მისი მოხელთება, რადგანაც მოქმედებს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად. საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის მეშვეობით ცხოვრებაში ნებისმიერი საშუალება შეუძლია გამოიყენოს. ასეთი თხის რქებს შორის იყო პოლ პოტა (მეოცე საუკუნის კომუნისტი კამბოჯელი დიქტატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების დაბადების თარიღი განსხვავებულია, ზოგან მითითებულია 19 მაისი 1925 წელი, მისი ბიოგრაფია საკმაოდ იდუმალია, რადგანაც თავადვე ცდილობდა საკუთარი ბიოგრაფიის დაფარვას გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო პ. გლობას იგი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულად ჰყავს მოხსენიებული, ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ასტროლოგ პ. გლობას მონაცემებს), რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყნის რამდენიმე მილიონი ადამიანი, ასევე თხის რქა იყო მაო ძე დუნი (26 დეკემბერი 1893 წელი). თხის რქებს შორის მრავალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს მიზნის შინაგანი შეგრძნებით, რომელთა ცხოვრების მიზანიც ზუსტადაც სხვებამდე ამ მიზნის შეგრძნების მიტანა ხდება. ამიტომ მაღალი განვითარების დონის თხის რქებს შორის ვპოულობთ მქადაგებლებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, მისიონერებს, მაგრამ, მშვილდოსნებისგან განსხვავებით, აქ უფრო პრაქტიკული მიმართულებაა. მას შეუძლია არამარტო მაღალი იდეის მიცემა, არამედ მისი მიღწევის საშუალებების, პრაქტიკული საშუალებების, რეალური სქემებისა და შესაძლებლობების ჩვენება. მისი განვითარების მაღალი დონე დაკავშირებულია შინაგანი, მაღალი მიზნის შეგრძნებასთან. ხანდახან ეს შეგრძნება დასულია მისტიციზმამდეც კი, ურყევ სურვილამდე მიიტანოს საკუთარი მაღალი მიზანი ერებამდე, ხალხებამდე. იდეალში _ ეს სამყაროს და კაცობრიობის გადამრჩენელები არიან _ ზარატუსტრა, იესო ქრისტე. ისტორიაში ვპოულობთ სხვა თხის რქებსაც: ჟანა დ’ არკი (6 იანვარი), ფილოსოფოსი ალბერტ შვეიცარი (14 იანვარი), ნოსტრადამუსი (14 დეკემბერი). თხის რქებს შორის ასევე იყვნენ გურჯიევი (14 იანვარი), თავისი სისტემით “ადამიანი-მანქანა”, ჟოზეფ სმიტი (11 იანვარი), მორმონების რელიგიის დამფუძნებელი. თხის რქებს შორის ასევე ვხდებით მრავალ პესიმისტსაც, ადამიანებს უკიდურესად დაფარულებს, რომლებიც არავის უშვებენ ახლოს. მრავალი მათგანი ასკეტია, სქიმოსანია* (სქიმონაზონი),ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავების ყველაფერში შეზღუდვა. თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია. ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე. გარეგან დონეზე მიწა ვლინდება როგორც მიზნისკენ სწრაფვა. მისი პრობლემები _ ეს შინაგანი სამყაროსა და ემოციონალური ცხოვრების (მთვარის განდევნის გამო) წამახვილებული პრობლემებია. ის ხშირად იქნება ჩაკეტილი და ადამიანებისგან გარიყული (ასოციალურიც კი), მაგრამ ეს ჩაკეტილობა მოდის მისი ტრავმებიდან, შინაგანად ძალიან ტრავმირებულია, ხოლო გარეგნულად ჩაკეტილობა წარმოადგენს მის დაცვას, ფარს. მისთვის არსებობს საკუთარი შინაგანი ენერგიის გამოყენების და მისი კონსტრუქციულ არხში მიმართვის პრობლემა. შესაძლებელია, მისი ყველაზე ღრმა და რთული პრობლემა იყოს შინაგანი სულიერი ორიენტაცია, რადგანაც ის _ პრაქტიკულად ხელმღვანელია და უნდა ჰქონდეს მაღალი იდეა და ცხოვრებაში ამ იდეით იხელმძღვანელოს, იდეის დახმარებით გამოხატოს პრაქტიკული, მწყობრი სისტემა და იგი მისცეს ადამიანებს. თხის რქის ქვეყანა _ ჩინეთი. აქ არის თხის რქის ისეთი შტრიხები, როგორიცაა: სიზუსტე, გეგმაზომიერება, სტაბილურობა, მიზანმიმართულება, რაც არ უნდა მოხდეს კონსერვატიზმისკენ, ტრადიციებისკენ, სიმყარისკენ, მიზნისკენ სწრაფვა. ცუდ შემთხვევაში აქ ვპოულობთ ეშმაკობის და მორგების უნარს. მისი კარმული ამოცანაა, სხვებს მაღალი სულიერი მიზნის მისაღწევად პრაქტიკული სისტემა მისცეს. * სქიმა _ ბერძნულად – σχημα _ სახება, შინაგანი მხარე, უმაღლესი საფეხური მართმადიდებლური ქრისტიანობის ბერ-მონაზვნობისა, ის სამყაროსგან გარიყვის, მატერიალურ სამყაროზე უარი თქმის უფრო ღრმა საფეხურია. Edited 8 აგვისტო, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 მზე ქალწულში 23 (24) აგვისტო – 23 სექტემბერი ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ქალწული ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ქალწულში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ქალწულების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) ქალწული – ეს მიწის სტიქიის ნიშანია, რომელიც, აქ, სტაბილურობას, სიმყარეს და ფუნდამენტურობას იძენს. მისი მთავარი ჩამომყალიბებელი პლანეტებია _ პროზერპინა და მერკური. მიწის სტიქია ქალწულის ნიშანში ძალიან სტატიკურია, ამიტომაც შეიძლება ის განსხვავდებოდეს ხისტი კონსერვატიზმით, ძლიერი რაციონალიზმით, სკრუპელოზურობით და პედანტურობით. მერკურისგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, მენტალური გეგმების მეშვეობით, იღებს ყველაფრის განმსჯელობას და აღქმელობას. შეუძლია დაიმახსოვროს ძალიან დიდი, მასიური ინფორმაციები და პრაქტიკულად ზუსტად დაამუშაოს და გაანალიზოს ეს ინფორმაციები. მხოლოდ ხანდახან არ ჰყოფნის შემოქმედებითი ინიციატივა და ინტუიცია, ანუ ის მთავარი თვისებები, რომელიც აუცილებელია შემოქმედებითი სინთეზისთვის. როგორც წესი, ეს ადამიანი ანალიტიკოსია, მაგრამ სინთზესთან მიმართებაში ცოტა მოიკოჭლებს, ამიტომაც ქალწულებს შორის შეიძლება იპოვოთ მრავალი მეცნიერ-ექსპერიმენტატორი და მოკირკიტე მკვლევარი, რომელიც იქექება დეტალებში და საკუთარ სისტემას წვრილმანი ფაქტებისგან აწყობს (მაგალითად, ბუტლეროვი, რეზერფორდი, გალვანი, ფარადეი, დარვინი). ქალწულებს შორის, ასევე, ვპოულობთ ლექსიკონების შემდგენლებს _ ბროკჰაზი, ვლადიმერ დალი. ასევე ვპოულობთ ქალწულ-მწერლებს _ ძალიან დაჯილდოებულებსა და მონუმენტური ნაწარმოებების შემქმნელებს _ გოეთე, ლ. ტოლსტოი. შესაძლებელია, ასეთი ადამიანი ფილოსოფოსი იყოს, რადგანაც საკმაოდ ძლიერი გონება აქვს. საერთოდ, ნებისმიერ ინფორმაციას კარგად სწავლობს და აღიქვამს. თავდაუზოგავი შრომით და მუდმივობით შეუძლია მიაღწიოს დიდ სიმაღლეებს. მისთვის, შესაძლებელია ჰარმონია მდგომარეობდეს მრავალ წვრილმან დეტალსა და ცალკეულ შემადგენელ ნაწილებში, ანუ ჰარმონია მისთვის წვრილმანებისგან იგება. ამიტომ, შესაძებელია, იყოს სტატისტიკოსი, გამომთვლელი ანდა ბიბლიოთეკარი. დაბალი სულიერი განვითარების და, ასევე, ცუდ შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიცივე და ცივი მსჯელობები. ძლიერი ლოგიკის მაგალითს წარმოადგენს ჰეგელი, რომელსაც რკინის ლოგიკა ჰქონდა და ამით ახდენდა არც ისე მაღალი სინთეზის შესაძლებლობების კომპენსირებას. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება იყოს მშრალი პედანტი, მაგრამ მაინც ახასიათებდეს ზოგიერთი შემოქმედებითი საწყისი. ქალწულის ნიშნის ქვეშ მართული ქვეყნებიდან აღსანიშნავია: გერმანია, უფრო კი –პრუსია, სადაც იყო (და არის) ძალიან მაღალი პედანტიზმი, სიზუსტე და აკურატულობა. იაპონია, ასევე ქალწულის ნიშნის ქვეშ მართულ ქვეყანას წარმოადგენს, იქ ძალინ ზუსტად და დეტალურად მუშავდება ის დეტალები, რომლისგანაც იქმნება უნიკალური, ძალიან წვრილი და ზუსტი ხელსაწყოები. ქალწულების ნიშნის ქვეშ ასევე ვხდებით ადამიანებს “პატარა ადამიანის” კომპლექსით. ისინი ძალიან შემსრულებლები და პატიოსნები არიან, არასდროს ძვრებიან არსად და საკუთარ გარემოცვასთან კონფლიქტში არ შედიან. ასეთი ადამიანები ძალიან უყვარდა გოგოლს და მათზე წერდა კიდეც. დაბალი დონის შემთხვევაში, ქალწულის ცუდი მხარეები _ ეს მსახურება და პირმოთნეობაა (პირფერობა), რომელიც ურთიერთობაში ვლინდება და ამასთან ერთად, ძლიერი ანგარება, რომლითაც, შესაძლებელია, ეს ადამიანი ხელმძღვანელობდეს. საშუალო დონის ქალწულის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად, ეს ადამიანები უანგარონი არიან. განსაზღვრული სახის პედანტურობა დამახასიათებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი მაღალი განვითარების დონეზეა. მაღალი განვითარებისას – ის გაჯერებულია ინფორმაციით და წარმოადგენს ცოცხალ, მოსიარულე ლექსიკონ-ენციკლოპედიას, ძალიან ერუდირებულია. მასთან სჯობს არ იკამათონ _ საკუთარი ერუდიციით ნებისმიერის ჩიხში მომწყვდევა შეუძლია. საერთოდ, იმის დიდი ალბათობაა, უყვარდეს, როცა მისი გონებით და შესაძლებლობებით აღფრთოვანდებიან, ხოლო სამუშაო მისთვის _ ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იქნება. მისი ფარული არსი და განვითარების სისტემა _ ეს ანალიზია, ის ყველაფრის ანალიზის მეშვეობით ვითარდება. საკუთარ სისტემას წვრილმანი დეტალებისგან აწყობს, ხოლო საკუთარ მაღალ გამოვლინებაში რეალიზებას უკეთებს პროზერპინას ვიბრაციებსა და თვისებებს, – აგებს რაღაც ზე–სისტემას, რომელიც იმწამსვე გასაგები მხოლოდ მისთვის ხდება, ანუ საკუთარი დროის წინმსწრებია. ქალწულებს შორის იყო ტომაზო კამპანელლა, ადამიანი რეგენერაციის ბრწყინვალე შესაძლებლობებით. ქალწულის მთვარი პრობლემაა _ საკუთარი ლაქლაქის “შემცირება”, ასევე შესაძლებლობა, უშუალოდ გამოავლინოს საკუთარი გრძნობები. როგორც წესი, მას აქვს ვენერას კომპლექსი _ სიყვარული ძალიან რთულად ეძლევა, რადგანაც გრძნობები და ემოციები მენტალურად, გონების მეშვეობით აღიქმება. ამის გამო, შესაძლებელია, საკუთარ პირად ცხოვრებაში სიცივე გამოავლინოს ანდა ძალიან კარგადაც ვერ ააწყოს ოჯახური ცხოვრება, სრულიად შესაძლებელია, მთელი ცხოვრება დასაოჯახებელი დარჩეს. მზის ქალწულის ნიშანში მქონე ბავშვების აღზრდისას აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ესთეტიკაზე, რადგანაც, ცუდ შემთხვევაში, ვენერასეული თვისებების უკმარისობას შეუძლია გამოიწვიოს მეორე უკიდურესობაში გადავარდნა: სიცივიდან – სრულ თავაშვებულობაში. ქალწულები სიყვარულის კვლევას მენტალური თვალთახედვიდან იწყებენ, სიყვარულსა და სექსში ცივი ექსპერიმენტატორები ხდებიან. მაგალითად, შეუძლია აირჩიოს პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნით, გრადუსით, დეკადით და ექსპერიმენტები ატაროს _ ამისგან რა გამოვა, ანუ მიდის მკაცრად პრაქტიკული გზით. მისი კარმული ამოცანაა _ დედამიწაზე აკეთოს ნებისმიერი რთული და მძიმე, მეტნაკლებად დაუფასებელი საქმე, რომელიც მას დააკისრეს ზოდიაქოს სხვა დანარჩენმა ნიშნებმა. ამიტომ მან შეიძლება იმუშაოს სააავადმყოფოებში: ძიძად, მედდად, ქირურგად; სადაც შეიძლება ბევრი სიბინძურე და უსუფთაოობა იყოს _ რასაც ადვილად ვერ ეგუება და იტანს. ეს ადამიანი ეკუთვნის ძალიან პასუხისგებლობიან, სერიოზულ და ზოდიაქოს მაღალ ნიშანს. წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) მშრომელი ქალწული ადამიანი ქალწული ტიპიური ქალწული მუდამ ძალიან დაკავებულია; მაგრამ ძლიერ საეჭვოა, რომ ის დაკავებული იყოს პირადად თქვენით; და აქ საქმე იმაში არაა, რომ ქალწული უყურადღებოა _ ის, შეიძლება, ძალიან ყურადღებიანიც კი იყოს, _ არამედ იმაშია, რომ ის ცუდად წარმოიდგენს, რა არის პიროვნება. ქალწული, წარმოადგენს რა მიწის სტიქიას გაფორმების ზონაში, მთელ სამყაროს ფორმებში დანაწევრებულად ხედავს, სხვადასხვა სახით და ხანდახან გასაოცრად, – სასიამოვნოდ ანდა უსიამოვნოდ, – ბოლომდე შესრულებულად ანდა დამუშავების (დასრულების) საჭიროების შეხედულებით _ და ამ ფორმებში საკუთარ თავს ძალიან დარწმუნებულად და ბატონ–პატრონად შეიგრძნობს. მას ეჩვენება, რომ არაფერი, გარდა მისთვის გასაგები ფორმებისა, სამყაროში არაა _ და არც შეიძლება იყოს _ ამიტომ, ის სინამდვილეში გასაგები და უბრალოა, თუმცა-ღა, საკმაოდ სხვადასხვასახოვანია, და ამასში პრობლემა არაა, უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაოა _ არსებული ფორმები ექვემდებარება საჭირო მდგომარეობაში მოყვანას, ანუ მოწესრიგებას. ქალწულს, როგორც არცერთ სხვა ზოდიაქოს ნიშანს, ისე შეუძლია დეტალების დანახვა და უწვრილესი ფორმების შეფასება. (მისი ერთ-ერთი იდეალი _ ლეგენდარული ტულის ცაციაა, რომელმაც შეძლო რწყილისთვის ნალის დაკვრა, ხოლო ნალის უწვრილეს ლურსმებზე _ საკუთარი სახელის ამოტვიფვრა). და ამაშივე არის მისი უბედურებაც _ მას თვალები აქეთ-იქით გაურბის. ის ხედავს ძალიან ბევრ დეტალს, მაგრამ არ შეუძლია მზერის გაჩერება. მისთვის ძალიან რთულია სინთეზი, რამდენადაც ეს გულისხმობს ზუსტად კონკრეტულ დეტალებსა და აბსტრაგირების წუთს _ რაც ქალწულისთვის, თავისთავად, რთულია _ და, თუმცა-ღა, გაუცნობიერებელი ვარაუდით არსებობს უფრო ფაქიზი, დახვეწილი, თითქმის უხილავი, ყოვლისმომცველი ფორმები, რომელთა მიმართაც ვლინდება მხოლოდ ზღვარი (მხარეები) ანდა პროექცია _ ეს ჰიპოტეზა კი ქალწულისთვის თითქმის აუტანელია, რადგანაც ფორმები, რომელსაც ის ვერ წარმოიდგენს მათი განსაკუთრებულობის გამო _ საშინელებაა! ფაქიზი, დახვეწილი ფორმები მისთვის არ არსებობს. ამიტომ სინთეზის მაგივრად ქალწული, ხშირად, უფრო მისთვის მისაღები გზით მიდის, მაგრამ როგორც წესი, ეს გზა დეტალის ძიების ჩიხური გზაა, სადაც პატარა დეტალები, ხაზები _ წვრილმანები, რომლებიც ყველაზე მთვარი, ჩანაფიქრის გასაღები და აზრის განსხეულების (განსახიერების) მთავარი ბირთვი აღმოჩდება. ქალწულს შეუძლია შენიღბული დეტალური გასაღები იპოვოს საჭადრაკო ეტიუდის გადასაწყვეტად, მაგრამ იბნევა რთულ კომპოზიციურ თამაშში, სადაც აუცილებელია სიტუაციის საერთო ინტუიციური შეფასება და არა ძლიერი სვლები. არის რა მოძრავი ნიშანი, ქალწული (არა სამაგალითო კუროსთვის) არაა მიდრეკილი მიეჯაჭვოს მის გზაზე შემხვედრ ფორმებსა და დეტალებს. შეასრულებს რა ერთ საქმეს, შეუძლია აიღოს სრულიად სხვა საქმე ყოველგვარი სულიერი ტრავმების გარეშე. დაქალთან საღამოზე (იგულისხმება, გასართობად მოწყობილი საღამო) მისვლისას აღმოაჩენს რა, რომ იატაკი (ქალწულის აზრით) საკმარისად სუფთა არაა, არ დაფიქრდება, წყნარად გამოიცვლის და მოწმენს იატაკს, შემდეგ ისევ ჩიაცვამს თავის სამოსს და დაივიწყებს რა საკუთარ საქციელს, ისე მიეცემა გართობას. ეს ქალწულის პლასტიურობა შეიძლება მისი ფორმის დამახასიათებელი იყოს, რამდენადაც ყველა სამუშაოს ვერ გადააკეთებს და ყველა ფორმას წესრიგში ვერ მოიყვანს, და საჭიროა რაიმენაირად გაერკვეს, რომელი სამუშაოა მისი და რომელი – არა, რომელი უნდა შეასრულოს დღეს და რომელი შეიძლება გადადოს მეორე დღისთვის. სამუშაოს არარსებობისას თავისი ფორმებით ქალწული იწყენს, ხოლო მისი მოდუნება ძალიან რთულია. (ემოციონალური ცხოვრება მისთვის მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ ფორმებთან, ხშირად მისთვის სასიამოვნო გამოიხატება _ “არასაგნობრივი ურთიერთობის ნივთიერი ნიშნები”–თ). მისთვის დასვენება _ ეს უფრო მეტად საქმიანობის ცვლაა. ქალწულს შეუძლია ღრმა სიამოვნება მიიღოს ნებისმიერი სამუშაოსგან, რომელიც გაკეთებულია (მისი აზრით) კარგად, გარშემომყოფებისთვის როგორი უსიამოვნოც და ბინძურიც არ უნდა იყოს ეს სამუშაო. ყველაზე დაბალ ფორმებში ქალწულს ინსტიქტუტად შეუძლია დაინახოს ღვთაებრივი საწყისი და შეიგრძნოს საკუთარი ქმედებების აუცილებლობა კოსმოსის მაღალი ჰარმონიის მისაღწევად. მაღალი განვითარების ქალწულს ეს ხედვა საშუალებას აძლევს შექმნას ხელოვნების არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, სადაც ჩანაფიქრის ერთიანობა ხაზგასმულია თითოეული უწვრილესი დეტალით და წვრილმანით. დაუმუშავებელ ქალწულს უწევს საქმის ისეთ გარემოებებზე წაწყდომა, როცა ის ერთის მხრივ, გრძნობს, რომ იმ ფორმებზეა პასუხისმგებელელი, რომლებიც ხელში ჩაუვარდა, მეორე მხრივ _ მას არაფერი გამოსდის, სამუშაო თითქოს ხელიდან უვარდება, ყველაფერი ისვრება, იკარგება და იმსხვრევა. თუ ქალწული ჩამოუშვებს ხელებს, მაშინ მისგან საშინელი ბინძური დგება, რომლის მსგავსსაც ქვეყანაზე მეორეს ვერ ნახავთ _ ასეთი საშუალებით ბედი აჩვენებს მის კარმულ დანიშნულებას. არარეალიზებულ ქალწულებს უყალიბდებათ შემდეგი ქვეცნობიერი შეხედულებები: “როგორც კი რაიმე საქმის ფორმებს ვკიდებ ხელს, წესრიგის დამყარებას ვიწყებ და ა.შ. მე მიჩდება ენთუზიაზმი (სხვა სიტყვებით, ირთვება ქალწული დ აძლევს ენერგიას), მე თავით ვეშვები სამუშაოში და ბევრ ძალას ვხარჯავ მასზე, ხოლო შედეგი არაფრით დგება, და მე უძლურად ვვარდები ქაოსში, ასე რომ, უკეთესია, საერთოდ არ დავიწყო ეს საქმე”. მითუმეტეს, რაიმე ერთ სიმბოლურ ქმედებასაც კი (დაუმუშავებელი ქალწულიც კი) დაიწყებს მთელი დეტალურობით ისე, რომ გარშემომყოფებს სისულელედ მოეჩვენებათ, ხოლო ამ ადამიანისთვის (ქალწული-ადამიანისთვის) ეს ერთადერთი დარჩენილი კავშირია ზოდიაქალური ნიშნის არხთან. ამაზე აქცენტირებისას საქმე მიდის დამახასიათებელ აკვიატებულ ნევროზულობამდე. ქალწული _ მთავარი ნუგეშისმცემელია. რაც არ უნდა ხდებოდეს ადამიანის თავს, რანაირი სულიერი ტანჯვა და აკრძალვებიც არ უნდა განიცადოს, როცა საკუთარ თავში იპოვის მინიმალურ ძალებს, იწყებს რაიმე კონკრეტული საქმის კეთებას (მაგალითად, მოამზადებს მაგიდას ქელეხისთვის, აღაპისთვის), მასთან მოდის “ქალწული” და თავისებურად ანუგეშებს, გადააქვს ყურადღება, ეხმარება ყველაზე მძიმე ტკივილის გადატანაში (მთავარი ენერგეტიკული არხების _ მულადხარი _ გადართვა). ყველა ზოდიაქალური ნიშნებიდან ქალწული ფლობს საუკეთესო კონკრეტულ აზროვნებას. ის ძალიან დიდი შრომის ფასად აღიქვამს აბსტრაქტულ გაგებას, ჯიუტად ცდილობს სამყაროს (მისთვის) გასაგები ფორმების და ამ ფორმების ანალოგების პოვნას, რაც ხშირად შეუძლებელია. ამიტომ ქალწულისთვის დამახასიათებელია შემზარავი პროფანაცია*: ვერ იგებს და ვერც გრძნობს საკმარის საერთო კონცეფციებს ანდა თქვენი სულიერი ცხოვრების ფაქიზ მოწყობას, ის ითვისებს მხოლოდ ლექსიკას; ქალწულს შეუძლია დაიწყოს საუბარი ისე, რომ შემდეგ მწარედ ინანებთ მასთან ნაცნობობას. ფაქიზ საგნებზე საერთოდ არ ღირს ძალიან დაჟინებული ცქერა; ამის გაგება ქალწულისთვის უჩვეულოდ რთულია, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ ის აითვისებს ფაქიზ გეგმებსა და ფორმებს, შეუძლია ისეთი ვირტუოზული ოპერაციების ჩატარება, რომელიც შეუძლებელია სხვა ნიშნისთვის. ქალწული _ მიწის მარილია. ის ახდენს იმ მთავარის სიმბოლიზებას, რომლისთვისაც ადამიანი მოვიდა სამყაროში _ ეს ფორმებთან ზუსტი მუშაობაა. ის ახდენს ყველა ჩვენი ოცნების, ფანტაზიის, აზრის, ემოციების, ენერგეტიკის მატერიალიზებას, და მხოლოდ მისი მეშვეობით რეალიზდება ადამიანის მთელი კარმული პროგრამები. მერკურის მმართველობა ახდენს ქალწულის ფორმების აღქმის უნარის სიმბოლიზებას _ აზროვნების, წარმოდგენის, კომბინატარული შეჯერების მეშვეობით, მაგრამ არა უშუალო-შეგრძნებებით, რასაც და როგორი სახითაც აკეთებს კურო. ამიტომ ქალწულისთვის ძლიერ გართულებულია ფორმების, როგორც ასეთის (და მისით ტკობა) უშუალო აღქმელობა; ის მას აღიქვამს მენტალურად, რაციონალურად _ და აქ, მერკურის წყალობით, მას არ ჰყავს ბადალი. მის განკარგულებაში არსებული ელემენტებიდან, მის თავში წარმოიშიობა ახალი ფორმების შექმნის (არსებულის რეკონსტრუქცია) ყველაზე უჩვეულო და სხვადასხვაგვარი ვარიანტები; ხოლო შემადგენლობის ელემენტები და შესაძლებლობები სრულიად განსაზღვრული მარაგიდან (ხანდახან ძალიან დიდიდან) მიიღება, რომელსაც ქალწული ცნობიერად აყალიბებს გარეგანი სამყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძლვეზე: თავად ახალი ელემენტის მოფიქრება ძალიან უჭირს. ფორმების პირდაპირი აღქმის შეუძლებლობა ქალწულისთვის კომპენსირდება მერკურის დახმარებით, კერძოდ, ის (მერკური) ქალწულს არაჩვეულებრივ სიამოვნებას ანიჭებს მისი (ფორმების) სხვადასხვა ელემენტების გადაწყობისგან და მათი ქვედანაყოფის სხვადასხვასახეობრივი კლასიფიკაციებისგან. დაბალ ოქტავაში ყველა ეს საქმიანობა ცოცხალი რეალობისგან სრულიად მოწყვეტით ხდება; ადამიანები წარმოდგენილნი არიან სქემების, ანკეტების და ა.შ. სახით; ქალწული –უკიდურესობისნიშანია: არ არსებობს მასზე დიდი რეალისტი და პრაქტიკოსი, ამავდროს, არავინაა უფრო დიდი იდეალისტი, ვიდრე ქალწული; ხისტი სქემების სახით კონცენტრირებას ახდენს რა განსაზღვრული ფორმების ნაკრებზე, ის ივიწყებს დანარჩენ სამყაროს. ასეთი ქალწულის მიერ არჩეული და დაკავებული პოზიციიდან გადაცდენა ძნელია: მერკური აძლევს კარგ (მოქნილ და მდიდარ) სამეტყველო ენას, და ის ადვილად ახდენს ოპერირებას საკუთარი გაგების სისტემაზე და სიტყვის თქმის საშუალებას არავის მისცემს, – ისე დაამტკიცებს, რომ ოპონენტი ცდება და ემპირიებში ცხოვრობს, როგორც ორჯერ ორი ოთხია, თავად კი მიწაზე მყარად დგას და მართალია ყველა პუნქტში. და თქვენ იგრძნობთ საკუთარი სიტყვების უდიდეს დამახინჯებას და პროფანაციას, საეჭვოა, შეძლოთ საწინააღმდეგო დაუმტკიცოთ, რამდენადაც ამისთვის საჭიროა მისი გაგების წრის გაფართოება ანდა მის ტერმინებში რაიმე სხვა _ უფრო ფაქიზი არსი ჩაიდოს, ეს კი ქალწულთან საუბარში არ გამოგივათ. ნეპტუნის ტყვეობა ქალწულისთვის იძლევა ყველა შესაძლო ფაქიზი, დახვეწილი შეგრძნების, განწყობის, ნახევარტონების დ დაუსრულებელი ნათქვამების აღქმის სირთულეს. ამავდროს, ის ისწრაფვის ჩაწვდეს სამყაროს ერთიანობას, მაგრამ თავისებურად, საგასაღებო დეტალის მეშვეობით ანდა დეტალის მთლიანობით. აქ დახვეწილობა იმაშია, თუ როგორ იაზრებს სინთეზს, რაც მას არ გამოსდის და, პრინციპში, შეუძლებელია რომ გამოუვიდეს; მაგრამ ამ საკუთარი მცდელობების პროცესში ქალწული (ხანდახან, ისე, რომ ამას თავადაც ვერ იგებს), მისტიურ მდგომარეობაში აღმოჩდება (ინტუიციური მედიტაცია _ საგნისგან განკერძოება), რომელშიც ხდება საძიებო სინთეზი. ნეპტუნის ტყვეობა ახდენს ქალწულის ინტუიციურ-მისტიური და სამყაროს მთლიანობის აღქმისეული ქვეცნობიერი სწრაფვის სიმბოლიზებას, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან რთული დამუშავებით გამოსდის; ხოლო საშუალო ოქტავის ქალწული ნებისმიერ მისტიკას უკიდურესად ეჭვნეულად და უნდოდაც კი ეკიდება და საკუთარ ფაქიზ სულიერ მოძრაობას ან ვერ ამჩნევს, ანდა უხეშად-მატერიალისტურად უკეთებს ინტერპრეტაციას; ქალწული _ თანდაყოლილი (დაბადებული) ფიზიოლოგია, მაგრამ არა – ფსიქოლოგი (გარდა ძალიან მაღალი ოქტავის ტიპაჟებისა). ქალწულში კოსმიური ნეპტუნის სიყვარული პოულობს ირიბ გამოხატულებას _ თავგანწირვის მეშვეობით, ხანდახან კი ყველაზე მყარ, უხეშ და უმადურ ფორმებთან მძიმე და მონოტონური სამუშაოს სახით. იუპიტერის ტყვეობა ქალწულში იწვევს დეტალების სიუხვისადმი ინსტიქტურ სიყვარულს, ანუ მცირე ფორმებისადმი, რომელიც დიდის (მთელის) შემადგენელია. აქ ის ასევე ეძებს მთელის ჰარმონიისკენ მიმავალ გზას და მის სინთეზს, და, როგორც წესი, ვერ პოულობს. იუპიტერის ტყვეობა ქალწულს მრავალ ფორმას აძლევს _ მათთან მუშაობისთვის, – მაგრამ ასევე აძლევს ამოსუნთქვის საშუალებასაც საქმიანობის ცვლისას და განხორციელებული სამუშაოთი ფარულ (კარგია, თუ არა ხილულს) სიამაყეს. ზუსტად ეს აძლევს ქალწულს ცდუნებას, რომლის შედეგად მას თვალები აქეთ-იქით გაურბის, მაგრამ დეტალების და წვრილმანების საჭირო მეთოდური დამუშავებისას იუპიტერი ყველაფერს მაინც ერთ მთლიანობაში აერთებს. აქ იუპიტერის ტყვეობის დამუშავება უფრო რთულია, ვიდრე ტყუპებში, რამდენადაც ამას ხელს ნეპტუნის ტყვეობაც უშლის. ქალწულისთვის მაინც ძალიან რთულია საგნებზე ფართოდ ყურება. ვენერას ვარდნა ქალწულში ახდენს ქალწულის ემოციონალური, რომანტიკული დ სექსუალური საკითხების სირთულეების სიმბოლიზებას, გართულებული ურთიერთკავშირი ხელოვნებასთან და სკეპტიკური ურთიერთობა სოციუმთან. რომანტიკასთან, ემოციებთან და სექსთან სირთულეები საფუძველს იღებს სამყაროზე ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული შეხედულებიდან; ამ საკითხებში კარგია ცოტა მსუბუქი კვამლიც, და ბოლოს და ბოლოს, სექსი არ დადის ფიზიოლოგიამდე და მისით არც კი განისაზღვერება. ქალწულმა უნდა გაიგოს, რომ აქ მის ბუნებრივ აღქმელობასა და რეაქციებს არსებობაზე უფლება აქვს, მაგრამ სულაც არ ეწინააღმდეგება და ხელს უშლის არც თავად მას და არც სამყაროს; მაშინ შეძლებს შეიძინოს ასე ცნობილი დახვეწილობაც კი. ქალწულის ურთიერეთობა ხელოვნებასთან რთულდება იმით, რომ ის მას აღიქვამს დეტალების მეშვეობით, შეუბრალებლად ანაწევრებს სურათის ერთიან, ცოცხალ ქსოვილს ანდა თხრობას. თუ ხელოვნების ნაწარმოები ამავდროს არ მოსწონს, ცდილობს მისი დეტალების მოშორებას და იმის გამო, რომ ეს ნაწარმოები სისხლისგან იცლება და უკანასკნელი ამოსუნთქვის პირასაა, სულაც არ განიცდის უხერხულობას, _ ამას ვერც კი ამჩნევს. უფრო მაღალ დონეზე ქალწული აღწევს სინთეზს და ხდებ ჭეშმარიტი შემფასებელ-დამფასებელი, მაგრამ ცდუნება, ფარულად დაეუფლოს განსაკუთრებულად გემრიელ ნაწილს, მაინც რჩება. ქალწულის სკეპტიკური ურთიერთობა სოციალურ გარემოსთან განპირობებულია იმით, რომ ეჩვენება, პირველ რიგში, – თითქოს–და, ის ხედავს ყველასა და ყველაფერს ბოლომდე (ის ნამდვილად ხედავს გარე სახის მრავალ წვრილმანს, მანერას და ქცევას, მაგრამ სრულიად უკუღმა ახდენს მათ ინტერპრეტაციას) და მეორე, – ნებისმიერი ნიშანი (საუბარია დაბალი და საშუალო ოქტავის ქალწულზე), განსაკუთრებით გაფორმების ზონაში მყოფი ნიშნები (მით უმეტეს ქალწული), ცუდად აღიქვამს სხვა ნიშნებს და ამიტომაც ძლიერ სძულს ისინი, თვლის რა საკუთარი თავის დაუსრულებელ ასლად. ასეთი პოზიცია, ბუნებრივია, ქალწულისთვის ბევრ სირთულეს ქმნის; თუ შეეკითხებით საშუალო დონის ასტროლოგს, მეტ-ნაკლებად რომელი ნიშნის წარმომადგენელს ისურვებდა კლიენტად ანდა მოსწავლის სახით, ჩვეულებრივ, წამსვე გიპასუხებთ: ქალწული, – განსაკუთრებით თუ თავად ის წყლის ანდა ცეცხლის სტიქიის უპირატესი გავლენის ქვეშაა. ქირონის ვარდნა ქალწულს აძლევს მრავალ ქაოსს მის გარემომცველ ფორმებში _ როგორც გარესამყაროს, ასევე შინაგანი ნაწილების _ და ძალიან დიდ სირთულეებს ცნობიერების გაფართოებაში. მას უჭირს ქვეცნობიერის არსებობის დაჯერება; როცა ის ამ აზრს ეჩვევა, გამონაკლისის გარეშე, საკუთარ გამოვლინებას აწერს ორ-სამ პროგრამას, რომელთა არსებობასაც საკუთარ თავში, მეტ-ნაკლებად, აღიარებს, მაგრამ სხვა ქვეცნობიერი პროგრამებისა და ზეცნობიერის (ეგრეგორი, აბსოლუტი) ადგილი, ბუნებრივად, არ აღმოჩდება. მხოლოდ ერთია, განვითარებული ქალწულისთვის დეტალური დამუშავება, საკუთარ ქვეცნობიერთან ქცევის და მისი გახსნილი ეგრეგორების, როგორც მატერიალური ფორმების, სრულიად ფაქიზ და ზუსტ (ეს უფრო მეტად ფაქიზი და ზუსტი იქნება, ვიდრე კუროსი) შესაძლებლობას იძლევა. ქალწულის სიტუაცია არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე მოვიყვანოთ ქალწულის სიტუაციების მაგალითები: ის წარმოიშობა ყოველ ჯერზე, როცა კი საქმე ეხება სამუშაოს შესრულებას, ამ სიტყვის სრული დატვირთვით, რომელიც, ამავდროს, მოიაზრებს კეთილსინდისიერ ადამიანებს. როგორ უნდა შესრულდეს ნებისმიერი სახის სამუშაო? აკურატულად, გულითადად, დეტალურად, ბუნებრივად, ყურადღებით _ აქ ქალწული სიმაღლეზეა. ბინძურად, უყურადღებოდ, არაკეთილსინდისიერად _ აქაც ქალწულია ოღონდ დაუმუშავებელი სახით. ბავშვების აღზრდის მეთოდები 50%-ით შედგება მათში ქალწულის უნარების ჩამოყალიბების ჩართვით _ მშობლებმა მხოლოდ ის უნდა მოზომონ, რომ არ შეცვალონ საკუთარი ბავშვი ქალწულით. ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვში აღზარდონ და იპოვონ ზუსტი წონასწორობა ძალიან ძლიერი ქალწულისა და თითების ბოლოებს შორის და არანაკლებ ძლიერი თევზისა – სულში… მზე იძლევა ხისტ კარმულ პროგრამას, და ქალწულის შემთხვევაში ის დაახლოებით ასე ჟღერს: “საქმე უნდა გაკეთდეს კარგად. ცუდად თავისითაც გამოვა”. თუ მზისეული ქალწული აითვისებს ამ პრინციპს, მაშინ მას, ხანდახან, არც ისე ცუდად გამოუვა კარმასთან მუშაობა, მაგრამ ის ასევე ვალდებულია ეს იმწამსვე დაივიწყოს, რადგანაც მთელი მისი ცხოვრება გათვლილია როგორც მუდმივი მუშაობა ფორმებზე, – მათი მოწესრიგება და სრულყოფა, – და შესვენებებს მზე (გარდა სრულიად ჰარმონიული მდებარეობისა) საერთოდ ვერ მოითმენს. სურს თუ არა ეს ქალწულს, იმპერატიული გარეგანი გარემოებები ანდა შინაგანი იმპულსის ქმედებები აიძულებენ მუშაობას (სხვა საკითხია, რამდენად კონსტრუქციულად), მოკლედ, როგორც ჩანს, უფრო მეტად, ვიდრე ზოდიაქოს სხვა საშუალო ნიშანს. ამიტომ მზისეულ ქალწულს ცდუნება აქვს ჩათვალოს, რომ ის სინამდვილეში მუშაობს უფრო მეტს, ვიდრე სხვები: ეს, საერთოდ რომ ითქვას, ასე არაა, უბრალოდ მენტალურ-კომუნიკაციური სამუშაო ჰაერის ნიშნებისა და, განსაკუთრებით, შინაგანი სამუშაო წყლის ნიშნებისა, ასე ხილულად არ ჩანს. მზისერულ ქალწულს ასევე ხშირად ეჩვენება, რომ მას ერგება ყველაზე ბინძური სამუშაო, მაგრამ აქაც ცდება, სინამდვილეში ყველაზე ბინძური საქმე _ ეს მორიელების და თევზების ხვედრია, მაგრამ ეს არ ჩანს ზედაპირულად დამკვირვებლისთვის. წყარო: astroblogi.com კაია ქალწულები რომ ვრსებობთ? იქნებ არაა კაი? 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ჭრიჭინა Posted 6 დეკემბერი, 2020 Author Posted 6 დეკემბერი, 2020 20 იანვარი – 19 თებერვალი ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მერწყული ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მერწყულში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მერწყულების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ ჩვენ გვაქვს ჰაერის სტიქია ტრანსფორმაციის ზონაში; ეს მერყევი ჰაერია, მუტაბელური და მატრანსფორმირებელი. მთავარი მმართველი პლანეტებია _ ურანი და სატურნი. მერწყულის სიმბოლო _ ადამიანი, რომელსაც ორი ჭურჭელი უჭირავს, ერთში ცოცხალი წყალია, მეორეში კი _ მკვდარი. ადამიანი, მზით მერწყულში _ ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოფს, ანსხავებს სიკეთესა და ბოროტებას, შავსა და თეთრს. გარეგნულ დონეზე ის, როგორც წესი, ძალიან აქტიური, კომუნიკაბელურია, იზიდავს ყველაფერი ახალი, ყველაფერი, რაც სულიერ ზრდას ეხება _ ეს ჰაერის სტიქიიდან აქვს. ჩვეულებრივ, ის ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში სწრაფად შედის, საკუთარ იდეურ შეხედულებებში ხშირად ისწრაფვის თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ და, საერთოდ, თანამოძმეობისკენ (“ძმობა, ერთობა, თავისუფლება”). ლოზუნგი: “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” ახდენს ზოდიაქოს ჰაერის სამი ნიშნის სიმბოლიზებას: “ძმობა” _ ეს ტყუპებია, “თანასწორობა” _ სასწორი, “თავისუფლება” _ მერწყული. ადამიანი, მზით მერწყულში, აღმერთებს საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს, შესაძლებელია, არ შეეძლოს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება, ალბათობაა, ძალიან აფასებდეს ადამიანებს და ნებისმიერთან ადვილად ამყარებდეს მეგობრულ ურთიერთობებს. შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ადამიანი და გარემო. შინაგან დონეზე, მას უკვე ეწყება შემდეგი ნიშნის _ თევზების _ წყლის სტიქიის ჟღერადობა, რომელიც მასში ისეთ თვისებებს აყალიბებს, როგორიცაა: ცვალებადობა, ტრანსფორმაციისა და სულიერი ტაქტის უნარი. მისი ურთიერთობა, ადამიანებთან ნაცნობობა ცხოვრების მანძილზე შეიძლება მკვეთრად იცვლებოდეს. მიუხედავად საკუთარი გარეგნული აქტიურობისა, შინაგანად თითქოს იზოლირებულია, აქვს გარკვეული სახის გაუცხოება, შეუძლია დაიკავოს დამკვირვებლის პოზიცია. არასდროს მიძვრება მოვლენების ცენტრში, ხშირად აქვს ექსტრავაგანტული, ორიგინალური ქცევები, აზროვნება, იდეები; მაგრამ, მიუხედავად საკუთარი ექსტრავაგანტულობისა, თითქმის მუდამ ფლობს საკუთარ ცნობიერებაზე თვითდაკვირვებისა და თვითკონტროლის უნარს. შეიძლება აღენიშნებოდეს სპონტანური ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, ფსიქიკის საიდუმლოებებში შეღწევის (განმჭვრეტელობადე მისულიც კი) უნარი, რომელიც წინასწარმეტყველებამდე დადის. გამუდმებით ისწრაფვის არა მხოლოდ საკუთარ გამოვლინებებში ორიგინალურობისკენ, არამედ, ნაწილობრივ, ცხოვრების ორიგინალური წესისკენაც. ხანდახან გამოთქვამს არაორდინალურ აზრებს, რომლებიც წინ უსწრებენ დროს და ვერ “ჯდებიან” თანამედროვეთა თავებში. ისეც ხდება, რომ “ხვალ” შეიძლება ყველაფერი, – რასაც წინა დღით ქედს უხრიდა, – გვერდზე მოისროლოს, ასევე, ერთი და იგივე საკითხზე სერიოზულად გამოთქვას ძალიან მკვეთრი, განსხვავებული მსჯელობები. ასეთი მერწყულის მაგალითი იყო პოეტი და ფილოსოფოსი ვ. სოლოვიოვი, რომელიც ბრწყინვალედ გამოდიოდა სხვადასხვა დისპუტებში (დისკუსიებში), ყველას უდიდესი დამაჯერებელობით უჩვენებდა საკუთარი შეხედულების სისწორეს; კამათებში ოპონენტების არგუმენტებს ანადგურებდა; და ამის კვალობაზე, არანაირად არ განიცდა უხერხულობა, როდესაც საწინააღმდეგო შეხედულების წერტილზე დადგა და ადვილად დაამტკიცა საპირისპირო, უარყო რა ამით საკუთარი თავი. ამიტომაც, ცუდ შემთხვევაში, ადამიანი, მერწყულის ნიშანში მზით, ხშირად კიცხავს იმას, რისკენაც ადრე ჰქონდა მიდრეკილება, რაც წარსულში მისთვის ახლობელი იყო, ხოლო დღეს კი უცხო აღმოჩნდა. საერთოდ ადამიანი, მზით მერწყულში, განსხვავდება საზოგადოებაში ძალიან სწრაფი და მოულოდნელი კავშირებით. გარდა ამისა, ამ ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება ხდება, ხშირად მოულოდნელიც კი. პროფესია ჰობბად იქცევა, ხოლო ჰობბი გადაიზრდება პროფესიად და, ხანდახან, არ შეუძლია ერთი მეორისგან გამიჯნოს. დაბალი განვითარების ვარიანტში ეს ასე ჟღერს: ”შენი საკრედიტო ბარათი _ ჩემი საკრედიტო ბარათია”. მერწყულებს შორის ვხდებით მრავალ ფანტასტიკოსს, ფოკუსნიკს, მანიპულატორს და ორიგინალური ჟანრის მსახიობს. მერწყულები იყვნენ მწერლებიდან: ჟიულ ვერნი (8 თებერვალი), ჩარლზ დიკენსი (7 თებერვალი), ი. კრილოვი (13 თებერვალი), ვ. ჟუკოვსი (ძველი სტილით 29 იანვარი, ახალი სტილით 9 თებერვალი), სტენდალი (23 იანვარი), პიერ ოგუსტინ კარონ დე ბომარშე (24 იანვარი), გერშინი (14 თებერვალი) და ვ. ვისოცკი (25 იანვარი); მეცნიერებიდან: მენდელეევი (8 თებერვალი) და ედისონი (11 თებერვალი); ძალიან ორიგინალური და ამოუცნობი მუსიკოსები _ მენდელსონი (3 თებერვალი), შუბერტი (31 იანვარი) და მოცარტი (27 იანვარი). ცუდ შემთხვევაში ის _ ანარქისტია, ადამიანი ყოველგვარი მორალური სიმყარის გარეშე, ცხოვრებაში მოთამაშეა. ხშირად ექსტრავაგანტურ ცხოვრების წესს მისდევს, სისულელეებს ამბობს, საკუთარ თავს წარმოიდგენს და ასაღებს მასხარად და ფოკუსნიკად. თითქოს ერთმანეთში ურევს სიკეთისა და ბოროტების გაგებას, მათგან რაღაც წარმოუდგენელ კოქტეილს აკეთებს. ამიტომაც მასთან ადამიანი ძალიან ფრთხილიად უნდა იყოს. მაგალითი ლიტერატურიდან: დოსტოევსკის “ეშმაკები”-დან სტავროგინი. თუ ვისაუბრებთ მერწყულის განვითარების დინამიკაზე, ეს არის მუდმივი მოულოდნელი გადატრიალებები, ირაციონალური და ორიგინალური, ხოლო შემდეგ _ ნელი და უდრეკი მიზიდულობა ერთ-ერთი პოლუსისკენ, ერთი აზრისკენ. მერწყულის ქვეყანა _ რუსეთი. მერწყულისგან რუსეთს აქვს სულის სიფართოვე, თავისუფლებისკენ მისწრაფება. ხოლო ცუდი კუთხით _ უკიდურესობები, როცა თავიდან ადამიანები ერთმანეთს კოცნიან, შემდეგ კი ჩხუბობენ. მზით მერწყული ადამიანის სულიერი პრობლემები იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ცნობიერება ილუზორულობისგან უნდა გაასუფთაოს, საკუთარი სულიერი ევოლუციის მთავარ სამიზნედ ღვთაებრივი განდობილი ინფორმაციისთვის მაღალი იდეალები უნდა დააყენოს, რომელიც მასზე იღვრება ინფორმაციული არხის, ჭავლის სახით. ის ძალიან საინტერესო ადამიანია, ხშირად თავში მოსდის ორიგინალური აზრები, ინფორმაცია, რომელიც ხანდახან არ ეწყობა მის თავში. ის, თითქოს, ინფორმაციას მომავლიდან იღებს და, ხანდახან, ძალიან უჭირს ამაში გარკვევა. მისი სულიერი კარმული მიზანია, გაერკვეს ამ ინფორმაციაში, გადაიყვანოს იგი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე და შემდეგ მისცეს გარშემომყოფებს. წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) მმართველი ურანი. კოსმიური მერწყული ტრანსფორმაციის ზონა ნაწილობრივად იძლევა სტიქიის იდეალურ გამოვლინებას: უშუალოდ ჰაერის სტიქასთან მიმართებაში ეს უკვე აღარ ნიშნავს ჭკუა-გონებასა და კომუნიკაციას, არამედ უკვე _ ზე-გონება, სუპერ-კომუნიკაციაა, ანუ მინიშნებაა იმაზე, თუ რა თვისებებია წარმოდგენილი კოსმოსის სფეროში ანდა როგორი იქნება ის მომავალში. ადამიანი მერწყული მერწყული (კირჩხიბთან ერთად) _ ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი ნიშანია ზოდიაქოში, თუმცა (კირჩხიბისგან განსხვავებით) ეს მხედველობაში საერთოდ არ აქვს. მერწყულებზე ამბობენ, რომ ისინი სინამდვილეში მომავლის ელჩები ანდა ამოუცნობი ფრინავი თეფშების (ამო) აგენტები არიან: არსობრივად, ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს შეხედულებებსა და აზრებს აქვს განსაზღვრული ირიბი საფუძველი. მერწყულისთვის დამახასიათებელია უდიდესი სიცივე, სამყაროსგან განკერძოებულობა; მას აინტერესებს ძირითადად (მენტალურად) იდეები, ხოლო ადამიანები იმდენად, რამდენადაც ისინი მერწყულის იდეებს აღიქვამენ, მაგრამ, თუ “ტყუპები” გადასცემენ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალურად, ანუ ერთი ადამიანიდან მეორეზე, მაშინ მერწყული სარგებლობს ვერტიკალური შეტყობინებებით, ციდან მიწაზე, ანუ, იდეები მოსდის უშუალოდ კოსმოსიდან. ამიტომაც მერწყულის მთავარი იდეები სპეციფიკურია, მხოლოდ მისთვის, ერთისთვისაა განკუთვნილი (გასაგები) და დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის გაუგებარია. პირველი პრობლემა მერწყულისთვის იმაშია, რომ მან უნდა გაშიფროს მიღებული ინფორმაცია (თითქოს განდობის ანდა განჭვრეტის დროს მიღებული) _ იდეა, აზრი-იმპულსი. ეს, როგორც წესი, საკმაოდ რთულია, რამდენადაც ახალი იდეების ადეკვატური აღქმისთვის პრინციპიალურად მუდამ საჭიროა სპეციალური სიმბოლური ენის შემუშავება, რომელსაც დასაწყისში, თავიდან მერწყული არ ფლობს (ანდა ეს “ენა” უბრალოდ არ არსებობს). ხოლო, ჩვეულებრივ, მოუმზადებელი მერწყული კოსმოსიდან ინფორმაციას აღიქვამს საერთო (არასპეციფიკურ) სიმბოლურ ენაზე, არ იცის მასთან მოსული სიმბოლოების ზუსტი მნიშვნელობა, ხანდახან _ საერთოდ ვერ იგებს, ხანდახან კი მხოლოდ ხვდება, თუ რას წარმოადგენენ ისინი. ამიტომ, პირველი ძირეული ამოცანა მერწყულისთვის _ ადეკვატური ენის (ეგრეგორთან დიალოგის პროცესში) გამომუშავება, რომლითაც (მისი მეშვეობით) თავად ის და დანარჩენი მადლიერი კაცობრიობა შეძლებენ იმის გაგებას, თუ რაზეა საუბარი და რომელი ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ცდილობს კოსმოსი მერწყულისთვის. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა საკმაო შრომა და გარკვევის გულწრფელი სურვილი, რაც, სამწუხაროდ, ყველა მერწყულისთვის არაა დამახასიათებელი და მიცემული. ამიტომაც, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დადის ქვეყანაზე, ამბობს უცნაურ და ნაკლებ სასიამოვნო რამეებს და რამდენადმე აბსტრაქტულად ქადაგებს ფანტასტიკურ იდეებს, რომლებიც სრულიად ნედლ მასალას წარმოადგენს, რასაც თავადაც ბრწყინვალედ გრძნობს. განუვითარებელი მერწყული დაახლოებით ასე ფიქრობს: “ჩემი საქმეა გამოვთქვა ვარაუდი, ხოლო შემდეგ მოვა ნიჭიერი ადამიანი და გაერკვევა მასში, გამოთქვამს გასაგებად და ღიად”. ამ მსჯელობის შეცდომა იმაშია, რომ ადამიანი, საკმაოდ დაჯილდოვებული იმისთვის, რომ ამ დაუმაშვებელი იდეის აღმოჩენა გააკეთოს, მერწყულის დახმარების გარეშეც აკეთებს ამას, ხოლო უკანასკნელს უკვე მიცემული აქვს გასაღები და მისი გადატრიალება (კარმულად) უნდა მოახდინოს თავად მერწყულმა. მოკლედ, ეს უკანასკნელი არ ნიშნავს, რომ მერწყული ვალდებულია დაკავდეს საკუთარი აღმოჩენების პრაქტიკაში ჩანერგვით; მისი საქმეა _ შეიმუშაოს ახალი და ადეკვატური ენა მისი ინფორმაციის არხისთვის და ამის დახმარებით შექმნას საკმარისად ზუსტი მენტალური კონსტრუქცია, რომელიც გამოხატავს მის განჭვრეტას იმ ენაზე, რომელიც ადამიანებისთვისაა გასაგები. ამის შემდეგ მერწყული, როგორც წესი, კარგავს მოცემული იდეისადმი ინტერესს, რადგაც უკვე ბანალური ხდება და იწყებს შემდეგი იდეით დაინტერესებას. მერწყულის მეორე საფუძვლიანი ამოცანაა _ საკუთარი იდეებისთვის სწორი ადრესატის პოვნა. პრობლემა იმაშია, რომ საზოგადოება, ჩვეულებრივ, ამისთვის მზად არაა, რამდენადაც ეს იდეები ძალიან შორეული მომავლიდანაა და უშუალოდ არარეალიზებადია აწმყოში, ანდა მერწყული ამ იდეებს თავადვე ვერ იგებს საკმაოდ კარგად (უფრო ხშირად ორივე გარემოებაა ხოლმე). ჰაერის სტიქია – მერწყული კარმულადაა ვალდებული საკუთარი იდეები გადასცეს და არა მარტო შექმნას მათი გამოხატვისთვის საჭირო ადეკვატური სიმბოლური ენა, მაგრამ, ასევე, ეს ენა ვინმეს უნდა ასწავლოს და შემდეგ გადასცეს მას თავისი ცოდნა (ზუსტად კი, ათვისებული ინფორმაციული არხი), ხოლო ეს შეიძლება არც ისე ადვილი აღმოჩნდეს და მერწყულის ამოცანაში შედის იმ ზუსტი ენის შემუშავება, რომელიც გასაგები და მოსახერხებელი იქნება არამხოლოდ მისთვის და ეგრეგორისთვის, არამედ ყველა პოტენციური მოსწავლისთვის. ამიტომ, განვითარებული მერწყული, რეგულარულად იმყოფება იმ სივრცეებში (განსაკუთრებით მენტალურში), რომელის სრულიად მიუღწეველია სხვა ნიშნებისთვის, განჭვრეტის დროის მეშვეობით მუდამ ბრუნდება მიწაზე და მოცემულ მომენტში ძალიან ყურადღებიანად ადევნებს თვალყურს მის გარემოცვაში არსებულ მენტალურ ინტერესებსა და პრობლემებს, იმისთვის, რომ მისი იდეები და სიმბოლური ენა რამენაირად შეათანხმოს მათთან. განუვითარებელი მერწყული (როგორც წესი), პირიქით, ისწრაფვის შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი ინფორმაციული არხი და საერთოდ არაა იმით შეწუხებული, რომ გარშემომყოფები ცუდად უგებენ, თვლიან მას უცნაურ, ექსცენტრიკულ ანდა ცოტათი შეშლილ ადამიანად. ის უკიდურესად მენტალურადაა დამოუკიდებელი და ხშირად ჯიუტიც კი, რითაც (ქვეცნობიერად) უკიდურესად არასტაბილური ქმედებებით ინარჩუნებს სუსტი არხის სამუშაოს სიმყარეს, შედეგად _ მიღებული ინფორმაცია ძლიერ მახინჯდება. სამწუხაროდ, მერწყულის მუდმივობა (მუდმივი ჯვარი) გამოიხატება არასტაბილურობასა და ფაქიზ სამყაროსთან მისი კავშირის სიმყარეში, ასევე იმ უდრეკობაში, რომელშიც ეგრეგორი ცდილობს დაალაგოს მერწყულთან ინფორმაციული კონტაქტი, ასევე, იმ სიჯიუტეში, რომლითაც მერწყული იცავს და ცდილობს პროპაგანდა გაუკეთოს საკუთარ იდეებს, თუმცა, ტყუპებისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის ფართო პოპულარიზაციისკენ, ხშირად ზღუდავს საკუთარი იდეების გავრცელების პირობებს მეგობრების ვიწრო წრემდე და (უშუალოდ) თანამოაზრეებამდე. მხოლოდ მერწყულის განვითარების დონის მიხედვით ძლიერდება მისი არხი და ხდება უფრო მყარი, მდგრადი, ხოლო ხარვეზები მცირდება (მაგრამ, არასდროს დადის ნულამდე) და მაშინ აუცილებლად დასჭირდება საკუთარი ექსცენტრიულობის შეზღუდვა, სიჯიუტის შემცირება და იმ გარემომცველ სამყაროზე ყურადღების მიქცევა, რომლისთვისაც (რისი დავიწყებისკენაც მიდრეკილია მერწყული, ხოლო ეგრეგორს მუდამ ახსოვს) ის არსებობს. წყლის სტიქიის გავლენა მერწყულზე იმაში გამოიხატება, რომ ის (შესაძლებელია, ქვეცნობიერად) საკუთარ საბოლოო ამოცანას ხედავს ტრანსფორმაციაში, მის გარემომცველ სინამდვილეში იმ იდეებთან და იდეალებთან შესატყვისობაში, რომელიც მის თავში ნათდება. ემპათიის* ელემეტები ამას არ ამატებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, მისთვის გამორიცხულად მნიშვნელოვან გაგებად ხდის მეგობრობას. მეგობრობა მერწყულისთვის _ ბუნებრივი მდგომარებაა, რომელიც ადამიანებს შორის ყველა დანარჩენი ტიპის ურთიერთობებს უცვლის. მთელ ქვეყანაზე ყველა მისი კარგი ნაცნობია და ყველასთან, ვინც ამას არ ეწინააღმდეგება, მეგობრობს, ამაში ემოციონალურ შეფერილობას არ დებს, მაგრამ მხედველობაში აქვს რაიმე ინტერესების ერთიანობა. რამდენადაც ნორმალური მერწყულისთვის, როგორც ჰაერის სტიქიის წარმომადგენლისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს ნებისმიერი მენტალური იდეა, ამიტომ მისი მეგობრების რაოდენობა არაა შეზღუდული. მაღალი განვითარების მერწყულის მეგობრობის რამდენადმე განუსაზღვრელი გაგება იცვლება ადამიანების ერთობის გრძნობით, რომლებიც ასრულებენ საერთო კარმულ ამოცანას ანდა ერთიანდებიან ერთ ეგრეგორში და კოსმიური თანამშრომლობის გაცნობიერებული პრინციპით, რომელიც, სამომავლოდ, მერწყულის ეპოქის საფუძველი გახდება. ზოგიერთი ემოციონალური სიცივე და ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან განკერძოებულობა მერწყულში ადგილს უთმობს კოსმიური სამყაროს ძმობის გრძნობას, რომელიც ევოლუციის გზით მიდის, სადაც ყველა ცოცხალი არსება განიხილება როგორც შეუცვლელი, უშუალოდ დამოუკიდებელი და ერთი დიდი ორგანიზმიდან განვითარებული. სამყაროში ერთიანობის ამ შეგრძნების, განცდის შემოტანა _ ეს ერთ-ერთი მთავარი კარმული ამოცანაა მერწყულისთვის. ურანი, როგორც მერწყულის პირველი მმართველი, მას აძლევს დამახასიათებელ ფეთქებადობასა და არაპროგნოზირებადობას. მომდევნო წამს რას იტყვის ან გააკეთებს მერწყული, წინასწარ არავინ იცი, მათ შორის თავადაც კი. როგორც მაღალი განდობის პლანეტა, ურანი მერწყულს აძლევს შესაძლებლობას _ გაიგოს ის, რაც არავისთვის არაა ცნობილი და, უფრო ხშირად, არც მალე გახდება ცნობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს ამბობს, რა უნდა გააკეთოს ამით. მაღალი დონის პლანეტების მმართველობა ასევე აყენებს ადამიანის სულიერი დონის განვითარების მაღალ მოთხოვნებსაც, რომელიც მერწყულის შემთხვევაში თვითრეალიზაციაზეა გათვლილი. საქმე იმაშია, რომ დაბალ და საშუალო ოქტავაზეც კი მერწყული-ადამიანი ძალიან ცუდად იგებს მის თავს მომხდარი მოვლენების აზრს, ამავდროულად, შეიგრძნობს მის მნიშვნელოვნებას სამყაროსთვის. მხოლოდ ერთია, მას არ შეუძლია რა ღრმად ჩახედვა და აქცენტების სწორად განლაგება, საკუთარ ექსცენტრიულ მანერებსა და ორიგინალურ, ხანდახან აბსურდამდე მისულ, აზროვნების უნარებს მაღალი აზრის გამოყენებად თვლის, იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ ქაფია არსით ძლიერი მთის მდინარის ჭავლის ზედაპრიზე, მაგრამ ერთდროულად უნდა მოხვდეს სიღრმეში და თან დარჩეს მერწყულად, ეს გარეგან რეალობაში მისი უკანდასაბრუნებელი გზაა და მისი, ნახევრად ფანტასტიკურ იდეებზე დაფიქრებისა და მათი რეალიზაციის პატიოსანი მცდელობაა. მაშინ მას ეწყება იდეების უფრო სიღრმისეული დამუშავება და ამის შემდეგ შეაღწევს რა მაღალ მენტალურ სფეროებში, მერწყული ეგრეგორს დაუსვამს კითხვას, რომელიც დააზუსტებს წარსულში მიღებულ იდეას და ამით, ერთის მხრივ, დაიწყებს მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ხოლო მეორე მხრივ _ ნამდვილად დაიწყებს კოსმიური თანამშრომლობის პრინციპის განხორციელებას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაცაა ევოლუციური დონით უფრო მაღალ საფეხურზე მყოფის მხრიდან, დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფისადმი დახმარების გაწევა _ ანუ მათთვის დახმარება, ვისაც ეს სჭირდება და თან სურს. სატურნი, როგორც მერწყულის მეორე მმართველი მას აძლევს განსაზღვრულ შინაგან პესიმიზმს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ის არ გამოხატავს, მაგრამ მკვეთრად შეიგრძნობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მერწყული მუშაობს მყოფადისა და მომავლის საზღვარზე და, ამასთანავე, პირველს (აწმყოს), როგორც წარსულს ისე აღიქვამს _ ანუ უფრო სიღრმისეულად. მერწყული ინტუიციურად შეიგრძნობს, რომ რაღაც დონეზე მისი იდეები მისსავე მყოფად დროს წინ უსწრებს და მხოლოდ მათ უმცირეს ნაწილს შეუძლია რაიმენაირად განხორციელდეს. ამავდროულად სატურნი, დეტალური დამუშავებისას, მერწყულს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი იდეების დიფერენციაცია მათზე თანამედროვების დაშვებადობის ხარისხებად და ასევე, აძლევს დაჟინებულად და მძიმე შრომის შესაძლებლობასაც; ასე რომ, განვითარებული მერწყული, ასევე წარმოადგენს რა უძრავი ჯვრის კუთვნილებას, საკუთარ საზოგადოებაზე დიდ ძალას და გავლენას ფლობს. საკუთარ სკეპტიკურობას სატურნი ავრცელებს მერწყულის იდეების დონეზეც, უარყოფს რა მათ შორის მეტად ექსცეტრიკულ და თავქარიანს და დანარჩენებს (დარჩენილებს, გაფილტრულებს) უქვემდებარებს დეტალურ კონტროლს და ანალიზს. ამავდროულად, ხანდახან გამოდის რა პირველ ადგილზე, სატურნის შემზღუდველ გავლენას შეუძლია ურანის შემოქმედებითი პრინციპის დათრგუნვა და მაშინ ადამიანი წყვეტს საკუთარი ორიგინალური იდეებისადმი, ქმედების იმპულსებისადმი სერიოზულად მოპყრობას, თვლის მათ ცარიელ ფანტაზიად და მუდმივად სვამს საკუთარ თავს ხისტ, მკაცრ, განსაზღვრული დოგმების ჩარჩოებში (ხშირად სოციალურად მიღებულში). ასეთი სახით, სატურნი ამიწებს მერწყულს, ხოლო ურანი ამაღლებს მის მაღალ მენტალურ (და სულიერ) სფეროებს, ხოლო ამ ორი პრინციპის დაბალანსება _ მერწყულის ძირითადი ამოცანაა. სიყმაწვილეში ხშირად დომინირებს დაბალი ურანი, ანუ არავისთვის საჭირო და ყველასთვის გაუგებარი ცრუ ექსცენტრიკულობა, დამოუკიდებლობა და სიჯიუტე, მაგრამ 30 წლის ასაკის შემდეგ, ალბათობაა, საპირისპირო ტენდენცია, როცა პირველ ადგილზე გადმოდის დაბალი ოქტავის სატურნი და ადამიანი გადაჭარბებულად ფრთხილი, პრაგმატული და მენტალურად შეზღუდული ხდება. მოკლედ, შესაძლებელია, საპირისპირო ვარიანტი, როცა სატურნის პრინციპი თავიდანვე გადმოდის პირველ ადგილზე, ხოლო ურანის გავლენა შეიგრძნობა მხოლოდ სატურნისეული საწყისის დამუშავების შემდეგ; ეს უფრო კონსტრუქციულია, მაგრამ ადამიანისთვის, საკუთარი დაფარული შესაძლებლობების გარღვევა და მომავალაში შემოქმედებითობის დაჯერება, ფსიქოლოგიურად რთულია, მითუმეტეს, როცა ეს ხდება 30-40 წლის ასაკის შემდეგ _ ნაცრისფერი, განყენებული არსებობის დროს. მითუმეტეს, ურანის ქმედება ნებისმიერ ადამიანზე (და არამარტო მერწყულზე), ხშირად პირველადად 40-42 წლის ასაკში შეიგრძნობა. მითუმეტეს, მის რადიკალურ მდებარეობასთან ოპოზიციისას, ტრანზიტის დროს; დაბალ დონეზე ამ სტრესული პერიოდის დამუშავებისას ადამიანი “იშლება”, აკეთებს ქაოტურ, შეშლილ ქმედებს, უფრო მაღალი დამუშავებისას _ ცდილობს ცნობიერების გაფართოებას, რამეთუ ამ დროს ძლიერია სამყაროსეული გონის გავლენა. 29 წლის ასაკში (სატურნის ტრანზიტი რადიკალურ სატურნთან) ადამიანი სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე საკუთარ ბუნებრივობას ახალ დონეზე შეიგრძნობს და მას გასააზრებლად დაახლოებით 12 წელიწადი აქვს, ხოლო 40-42 წლის ასაკში ურანი ნამდვილად აძლევს ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობას. მზის ტყვეობა მერწყულს კარმულ ამოცანაზე თავისებურ აქცენტს უკეთებს, რომლის აზრიც დადის მომავლის იდეის აწმყოსთან შერწყმის პროცესში მონაწილეობაზე, სხვაგვარად რომ ითქვას, განვითარებული მერწყული იგებს, რომ მის თავში მოსული იდეები არ არის (მთლიანად) მისი გონებრივი ძალისხმევის ნაყოფი, ხოლო არსი, უფრო მაღალი ევოლუციური კუთხით, მეტწილად, მიმართულია არსობრივ ინფორმაციულ შეტყობინებებზე, რომელთა საბოლოო მიზანია _ დაეხმაროს აწმყოს ევოლუციის პროცესში. ამიტომ ნებელობა, ნება (მზის პრინციპი) უნდა იყოს მიმართული (საკუთარი) იდეების არა ქმნადობაზე, არამედ“გარედან” მიღებული ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტად და დეტალურად გაგება-გააზრებაზე, _ ეს არის ჰაერის პრინციპის მაღალი რეალიზაცია. მერწყულის ინიციატივა ვრცელდება ასევე იმაზეც, თუ თანამედროვეობის რა პრობლემებს თვლის უფრო აქტუალურად (იმ რაოდენობათა შორის, რომელიც აინტერესებს მის ეგრეგორს) და რომელი მიმართულებით განავითარებს იმ სიმბოლურ ენას, რომელზეც აღიქმება ინფორმაცია და რომელი საკითხის დაზუსტებით მიმართავს ის ეგრეგორს. მხოლოდ საკუთარი კარმული ამოცანის სრული შეცნობა და სამყაროს შეგრძნებაში და ქცევაში შესაბამისი მოკრძალების გამომუშავება შეაძლებინებს მერწყულს ამ სიმბოლური მდებარეობის დამუშავებას (ანუ მზის ტყვეობას) და თვითრეალიზაციას. დაუმუშავებელი მზე მერწყულს აძლევს ამ სამყაროსგან გაუცხოების გრძნობას, მაგრამ ამავდროულად უფრო ფაქიზი კუთხით ჩაურთველობას, ამით ის თითქოს ცასა და დედამიწას, აწმყოსა და მომავალს შორისაა გამოკიდებული. მისი ბუნდოვანი მიხვედრილობა ერთადერთ სწორ, გენიალურ, ზუსტ და ნათელ კონცეფციად ეჩვენება, რომელიც ვერ რეალიზდება ერთადერთი მიზეზის _ კაცობრიობის სიჩლუნგისა და მიუხვედრელობის გამო, მისი კაპრიზები, ცრუ თავდაჯერებულობა და სულელური ექსცენტრიკულობა _ უნიკალური, შეუდრებელი და ერთადერთი შესაძლებელი ქცევის წესი ჰგონია. მაგრამ მზის ტყვეობა რაღაცაში დადებითიც არის დამუშავების არც ისე მაღალ დონეზეც კი: მერწყული მაინც მიდრეკილია ისაუბრობს არა საკუთარ თავზე, უკიდურეს შემთხვევაში _ საკუთარ იდეებზე, რომლებსაც აღიქვამს როგორც (ქვეცნობიერად) უპიროვნოდ, თითქოს ისინი მისი არაა. მერწყული, დაე, თუნდაც ძალიან ჩართული ემოციურად, ახალ ნაცნობთან მაინც უსაუბრებს, მაგრამ არა საკუთარ, არამედ მის (ნაცნობის) ინტერესებზე, და თუ ეს ქალია, არ დაიწყებს საკუთარ შვილებსა და სახლზე ლაპარაკს, ხოლო თუ მამაკაცია, არ დაიწყებს საკუთარი თავისა და ღირსებების აფიშირებას და ათწუთიანი საუბრის შემდეგ, უცნობ ქალს არ წაათრევს საწოლისკენ. მერკურის კულმინაცია მერწყულს მოქნილი სიმბოლური ენების შესაქმნელად გადაჭარბებულ შესაძლებლობებს აძლევს, ერთის მხრივ, მისი თანამედროვეობისთვის გასაგებს, ხოლო მეორე მხრივ _ საკმაოდ ადეკვატურს ინფორმაციის არხზე ტრანსლირებისთვის. ასეთი უნარების გამომუშავება მერწყულისთვის იმიტომაა აუცილებელი, რომ ბუნდოვანი იდეები და სახეები გადააქციოს რეალურ ცოდნად. მერწყულისEეს სამუშაო არის, მეტწილად, შემოქმედებითი, რამდენადაც ეგრეგორში (რომელიც მისთვის ახდენს ინფორმაციის ტრანსლირებას) ახალ ფორმებს თანმდევად ქმნის და ერთდროულად განსაზღვრავს საკუთარი იმ კონცეფციის გარეგნულ სახეს, ანუ ფორმებს, რომელიც კაცობრიობისთვის სულერთი არაა და რაღაც დოზით გავლენას ახდენს ბუნების კანონებზე. გაგების და განსაზღვრის ნებისმიერი სისტემა ცვლის სამყაროს: კარგად გააზრებული მას უფრო ჰარმონიულს ხდის, ხისტი და უხეში _ დამახიჯებულს. დაუმუშავებელი მერწყული მიდრეკილია ისარგებლოს ძალიან ნაწყვეტი და ცუდად შეთანხებული გაგებებით, ნიშნებით და სიმბოლოებით, ფუჭი იმედით, რომ მას ისედაც გაუგებენ, უკიდურეს შემთხვევაში _ ვინც საჭიროა და ვისას დასჭირდება, ის მაინც. ის გადაჭარბებულად დამოუკიდებელია საკუთარი გამოხატვის საშუალებებში და არაა მიდრეკილი განავითაროს და სრულყოს ისინი: განსაკუთრებით ეს ეხება ფაქიზ სამყაროს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის განღმერთებისკენაც მიდრეკილია დამწყები მერწყული, ამ დროს, სრულიად ვერ იგებს, რომ ინფორმაცია საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას, კორექციასა და გადათარგმნას უფრო მეტად ანდა ნაკლებად გასაგებ ადამიანურ ენაზე, რომელიც თავად მერწყულმა თანდათანობით უნდა დაამუშაოს. ამის გაცნობიერება და გაკეთება მთლად მარტივი არაა; მხოლოდ ერთია, ახლის საერთო სიყვარული და მისწრაფება დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში _ მერწყულს შთააგოებს. პლუტონის ვარდნა მეწყულში ახდენს მერწყულის იდეების პრაქტიკული განხორციელების სირთულის სიმბოლიზებას, რომელიც სინამდვილეში ითხოვს საგნების არსობრივი მდგომარეობის პრინციპულ გარდაქმნას. დაუმუშავებელი აქტიური მერწყული მრავალ რამეში დესტრუქციულად მოქმედებს, ანგრევს საკუთარ გარემოცვას, არ შეუძლია აღიქვას სხვისი, მაგრამ ენერგიული აზრი-ფორმები და ამაში ვლინდება დაბალი ოქტავის პლუტონი. მოცემული სიმბოლური მდებარეობის დამუშავება ნიშნავს _ მერწყულის მიერ სიზუსტის გაცნობიერებასა და რეალობის ყოველმხრივ ტრანსფორმაციას მისი პირველსაწყისი, საკმაოდ აბსტრაქტული იდეების საფუძველზე. სირთულე (რომელიც ვარდნით სიმბოლიზდება) აქ იმაშია, რომ პლუტონი იძლევა ან გარეგნულ ძალიან პოლიტიკურ, ანდა ძალიან ფაქიზ სამუშაო კუთხეს, მერწყულისთვის ერთნაირად რთულს _ მისი რამდენადმე აბსტრაქტულ-მენტალური კატეგორიის გამო. მხოლოდ ამ სიმბოლური ვარდნის მთლიანი მნიშვნელობა, – ისევე, როგორც ურანის მორიელში კულმინაცია, – საჭიროებს მეტ სიზუსტესა და დეტალურ ანალიზს. მერწყულის სიტუაცია ასახულია სამეცნიერო ფანტასტიკის ბევრ ნაწარმოებში, გამორიცხავს მხოლოდ იმათ, სადაც მეუფობს სოციალურ-ეთიკური მიმართულება (უკანასკნელში მშვილდოსნის ფონი ჭარბობს). ყველა შესაძლო გამოგონება, მოულოდნელი, გონებამახვილური, კონსტრუქციული გადაწყვეტილება, შეუცნობადი მენტალური სინთეზი, როცა ცოდნის ამონარიდების, ჰიპოტეზებისა და ვარაუდების ადგილზე წარმოიშობა მწყობრი, აშენებული ცოდნა _ მთლიანი მენტალური კონსტრუციის, სამეცნიერო თეორიისა და ა.შ. _ ყველა ეს წარმოიშობა მერწყულის უშუალო მონაწილეობით. მერწყულის სიტუაცია ემოციონალურად არ ბრწყინავს და უშუალოდ მყარი ფორმების ცვლილებებში არ გამოიხატება, თუმცა–ღა, ხანდახან, თან სდევს მოძველებული მენტალური კონსტრუქციებისა და თეორიების კრახი (ნგრევა), როცა ისინი ექვემდებარებიან მოულოდნელი მხრიდან გონებამახვილურ და ხანდახან გამანადგურებელ კრიტიკას. მერწყული საკუთარი ორი ქვევრიდან ღვრის ცოცხალ და მკვდარ წყალს; პირველი (ძირითად, ურანისეული) დანიშნულია ცხოვრებაში ევოლუციის იდეების კონსტრუქციული გატარებისთვის, მეორე (უპირატესად სატურნისეულ-პლუტონისეული) – ყველა დრომოჭმულის, ევოლუციური განვითარების ხელისშემშლელისთვის. მერწყულის მომწიფებული სიტუაციისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ორიგინალურობა და ზოგიერთი სახის ფანტასტიკურად მეუფე იდეები, არამედ მათი დიდი იმპერატიულობაც (მუდმივი ჯვარი): გრძნობს, რომ მათგან თავის დაღწევა არ შეიძლება, რომ ისინი ფლობენ დიდ ძალას და, ამა თუ იმ სახით, აუცილებლად შემოვლენ ცხოვრებაში. ხშირად შეიძლება გაიგოთ ძალაზე და წარსულის ჩვევებზე, რომლებიც ძალიან ძნელი გადასალახია (სატურნის გაკვეთილი), მერწყულის იმპერატიულ სიტუაციებში მხოლოდ იშვიათად ცნობიერდება ეს, როცა მომავალი წინ იჭრება _ როგორც ფაქიზი თავდასხმა. დაბალი ოქტავის მერწყულის სიტუაცია პირიქით შეიგრძნობა _ შემთხვევითი, ქაოსური და შეშლილი იდეების თანდევნით, ცრუ ექსცენტრიკულობით, სულელური და გაუგებარი სიჯიუტით და ყოველგვარი შინაგანი დისციპლინის გარეშე მენტალური თავისუფლების გადაჭარბებული მოთხოვნებით. აქ მეგობრობის და კოსმიური თანამშრომლობის იდეა, შესაძლებელია, გადმოიღვაროს კოლექტიური სექსის მცდელობაში (მენტალური შეფერილობით) ანდა გარკვეული კონსტრუქციული მიზნის გარეშე ჯგუფურ მენტალურ მედიტაციებში, განსაკუთრებით მენტალური რელიგიის ჩარჩოებში მოქცეული რთული სიმბილიკითა და იდეოლოგიით, მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიური აღვსების გარეშე, ანუ საკმაოდ მაღალი ეგრეგორის არხის გარეშე. მზის ტყვეობა უჩვენებს იმას, რომ კარმული ამოცანა, – რომელიც მოცემული მდებარეობით სიმბოლიზდება, – რთულია. მზის დამუშავება დაკავშირებულია განსაზღვრულ თვითუარყოფასთან, საკუთარი ნების იმ ეგრეგორის ნებისთვის ცნობიერად დაქვემდებარებასთან, რომელიც მზისეული მერწყულისთვის ინფორმაციის ტრანსლირებას ახდენს. ამ დამუშავების გზაზე პირველი ნაბიჯი არის იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ადამიანი არ ახდენს გენერირებას, არამედ აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც დროდადრო წარმოიშობა მის თავში გაელვება-განდობის სახით და, რომ ეს ამოცანაა _ ემსახუროს მხოლოდ ყველაფერსა და ყველას ამ ინფორმაციის ადამიანებისთვის გადამცემის სახით. ამ მიზნით მზე ითხოვს საკუთარი ცნობიერი ნების დაქვემდებარებას, მზისეული მერწყულის განვითარებას და შესაბამისად აყალიბებს მის ეთიკას, რომლის საფუძველიცაა შემდეგი პრინციები: კოსმიური თანამშრომლობა, ნებაყოფლობითობა და დახმარების მიღება-გაწევა ევოლუციურად მაღალი განვითარების საფეხურზე მყოფის მხრიდან დაბალ საფეხურზე მყოფისადმი. რამდენადაც აწმყო დროში ეს ეთიკა დედამიწაზე სოციალურად თითქმის ყველგან არაა მიღებული, ის ყალიბდება მერწყულის ქვეცნობიერში და ცნობიერდება საკმაოდ დამახინჯებული სახით, ასე რომ, ამ მდებარეობის მზის დამუშავება ადვილია რაა. ამიტომაც, ჩვეულებრივ, მზისეული მერწყული გარშემომყოფების მიერ აღიქმება როგორც ცივი, გაუცხოებული, მეცნიერებისადმი ნიჭიერი (ჰაერის ნიშანი), მაგრამ ქცევითა და შინაგანი მოტივებით შეუცნობელი ადამიანი. მერწყულის სიცივე _ მომავლის ეთიკა, რომელიც შეზღუდულ დონეზე აღელვებს აწმყოს დაბალ ემოციებს: ემოციები ძლიერ დამახინჯებულია, რამდენადაც დახურულია მრავალ, სწორ სამყაროსეულ ხედვასა და ევოლუციაში, ხოლო მეორე მხრივ _ თვითუარყოფის მომენტია (მზის ტყვეობა), რამდენადაც ძლიერი პირადი ემოციები ადამიანს არ აძლევს ეგრეგორის ნების ზუსტად გამოყენების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობითი თვითუარყოფა მხოლოდ მაღალ ევოლუციურ დონეზეა ნაჩვენები, როცა ადამიანი იწყებს კარმის კანონების და ჯგუფური სამუშაოების ჭეშმარიტი მიზნების ხედვას, ხოლო მანამდე მზისეული მერწყული იმაზე საკმაოდ დიდი დოზითაა მოკლებული თავისუფალ ნებას, ვიდრე დანარჩენი მზისეული ნიშნები, გარდა, – ისიც გამონაკლის შემთხვევებში, – მზისეული ლომისა. წყარო: astroblogi.com Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 1 minute წინ, ჭრიჭინა said: თუ თქვენ მერწყული ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მერწყულში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მერწყულების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. ქალწულებს სადგვაქვს მზე? გვაქვს საერთოდ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ჭრიჭინა Posted 6 დეკემბერი, 2020 Author Posted 6 დეკემბერი, 2020 3 minutes წინ, iaiameri said: ქალწულებს სადგვაქვს მზე? გვაქვს საერთოდ? კი, მზე ქალწულში რომ გაქვთ მაგიტოც ხართ ქალწულები Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 @iaiameri რატო კაცო? ბევრის სწავლა შეიძლება მიწებისგან! აი ქალწული კაცი სახლში ბლეაჰ რაღაცნაირი არასექსუალური ხალხია არ გინდება რამე აკადრო... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ჭრიჭინა Posted 6 დეკემბერი, 2020 Author Posted 6 დეკემბერი, 2020 20 (19) თებერვალი – 20 მარტი ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ თევზები ხართ – ნიშნავს, რომ “მზე თევზებში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია თევზების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ მზე იმყოფება საგაზაფხულო თანასწორქმედების (გაზაფხულის ბუნიობა) წერტილამდე, 21 მარტამდე. თევზები _ ზოდიაქოში უკანასკნელი ნიშანია, ეს წყლის სტიქიაა ტრანსფორმაციის ზონაში და, როგორც ნიშანი, მრავალ რამეში ნეპტუნის ვიბრაციის ქვეშ ყალიბდება. თევზების მეორე მმართველი იუპიტერია. აქ გვაქვს წყლის სტიქიის გამოვლინების უკანასკნელი დონე, ხოლო შინაგანად იწყება ცეცხლის სტიქიის (მომდევნო, ვერძის ნიშნის) ჟღერადობა. ადამიანი, მზით თევზებში, საკუთარი ბუნებით, როგორც წესი, პასიურია, მგრძნობიარეა, ბედის ყველა დარტყმა გულთან ახლოს მიაქვს. ხანდახან გარე ზემოქმედებას ძალიან ექვემედებარება, უკიდურესად დამოკიდებულია სხვის ნებას, სხვის შეხედულებას, იმ იდეოლოგიას, რომელიც მოცემულ, კონკრეტულ წამში მის ცნობიერებაში ინერგება. მისი რაიმეთი გატაცება ძალიან ადვილია, ფაქიზად და ზუსტად, ინტუიციურ დონეზე გრძნობს რიტმს. ამიტომაც შესაძლებელია, მუსიკა მასზე ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენდეს. დაბალ დონეზე მუსიკისგან ვარდება ქაოსურ, ილუზორულ მდგომარეობაში, ხოლო მაღალ დონეზე _ მუსიკალური ჭავლის არხით სულიერების სიმაღლეებზე და კოსმიურ სიყვარულამდე ადის, რომელიც მნიშვნელოვან დონეზე მისიკალური არხის მეშვეობით გადმოიღვრება. ამიტომაც თევზებს შორის ძალიან ბევრ მუსიკოსს ვხდებით: ჰენდელი (23 თებერვალი), როსინი (29 თებერვალი), ვივალდი (4 მარტი), რიმსკი-კორსაკოვი (18 მარტი). ზოდიაქოთი “თევზები” იყო მრავალი ფაქიზი მხატვარი, რომლებიც ზუსტად და ფაქიზად, კომპოზიციების დახმარებით, ფერებითა და სინათლით გადმოსცემდნენ ადამიანური სულის სახეებს: ვრუბელი (17 მარტი), რენუარი (25 თებერვალი), ბოტიჩელი (1 მარტი), მიქელანჯელო (6 მარტი). ამ ადამიანისთვის ძალიან დამახასიათებელია სირბილე და სენტიმენტალურობა. ადამიანისთვის, მზით თევზებში, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, სადაც და რომელშიც გაუგებდნენ. ფილმში “ვიცოცხლებთ ორშაბათამდე” (გადაღებული: 1968 წელს, საბჭოთა კავშირი), მთავარმა გმირმა ნაწარმოებში დაწერა: “ბედნიერება _ ეს როცა შენი ესმით”. ასე თქმა მხოლოდ ნამდვილ, “სიღრმისეულ” თევზს შეეძლო. როგორც წესი, ის ძალიან იტანჯება როცა ვერ უგებენ. ძალიან მგრძნობიარეა და საჭიროებს ადამიანს, რომელიც გაუგებს და, რაღაც დოზით, უხელმძღვანელებს. ძალიან ტრავმირებულია, ადვილად ვარდება დამთრგუნველ მდგომარეობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლია თვითშეწირვა და თვითუარყოფაც. მაღალი განვითარების შემთხვევაში ზუსტად მას შეუძლია ამ უკანასკნელის გაცემა. მისი არსობრივი თვისებებიდან საჭიროა აღინიშნოს ფარული, ქვეცნობიერული, ხოლო ხანდახან ხილული მისწრაფება საიდუმლოსკენ, ყველაფერი იდუმალისკენ. ამიტომაც მას შეუძლია იყოს უდიდესი ოკულტისტი. ასტროლოგია _ ეს ასევე საიდუმლოა, ოკულტური ცოდნაა, და არ უნდა გაოცდეს იმის გამო, რომ ერთხელაც, შესაძლებელია, ასტროლოგიით დაკავდეს. ასევე შეუძლია იყოს ბრწყინვალე მსახიობიც, რადგანაც მისთვის დამახასიათებელია თანაგანცდა. ცუდ შემთხვევაში, ის ყველაზე უსინდისო ადამიანია მთელი ზოდიაქოს ნიშნებიდან, რადგანაც თევზები _ ეს, გარკვეული აზრით, ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, სარკეა, რომელიც აირეკლავს ყველა დანარჩენი ნიშნის ცუდსაც და კარგ თვისებასაც. საუკეთესო შემთხვევაში, ის ჰგავს იმ სარკეს, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აჩვენებს მის ბუნებრივ სახეს _ ხატებას, ანარეკლს, სიფათს, დინგს და ა.შ. _ იმაზე დამოკიდებულებით, ვინ ვინ არის. ცუდ შემთხვევაში, ის წარმოადგენს, თითქოსდა, მთელი ზოდიაქოს ზუსტ არხს, სადაც ყოველი ნიშანი რეცხავს საკუთარ უწმინდურებას, მაგრამ “თევზი” ძალიან მომთმენი და უნარიანია _ ეს უწმინდურობა მიიღოს საკუთარ თავზე, ამით კი წმენდს სხვა ადამიანებს, ამასთანავე თავადაც შეუძლია იმ ყველაფრისგან სწრაფად განიწმინდოს, რაც მასზე გადაღვარეს _ ეს მაშინ ხდება, თუ ეს ადამიანი ეკუთვნის მაღალ, განვითარებულ თევზს. თუ ვისაუბრებთ ცუდ გამოვლინებებზე, მაშინ ეს, როგორც უკვე ითქვა, უნამუსობა და სისაძაგლე, უპრინციპობა, ნებისმიერი გავლენისადმი დაქვემდებარება, ცნობიერებაში კრიტიკულობის (საერთოდ, ზოგადად) არარსებობა. ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოავლინონ ყველაზე ცუდი ადამიანური თვისებები. რა თქმა უნდა, ყველაზე დაბალი დონის და უნამუსო თევზიც კი დაიტანჯება სინდისის ქენჯნით, მაგრამ თუ “გაკვეთილმა ჭკუა არ ასწავლა”, გააგრძელებს საკუთარ ბინძურ საქმეს. თევზებს შორის ვხდებით მრავალ ალკოჰოლიკსა და ნარკომანს. არის სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ ევროპაში “თევზებს” შორის 38 % ალკოჰოლიკია, ხოლო ოპოზიცური ნიშანი _ ქალწული _ იძლევა ფხიზელი ადამიანების დიდ მაჩვენებელს, რომელთა შორის მხოლოდ 2,8%-ია ალკოჰოლიკი. თევზების არსობრივ თვისებად ითვლება აღმქმელობა, ანუ საკუთარი თავის მეშვეობით ცხოვრების არხების სრული გახსნა და დაშვება. თევზები ნებისმიერ გარემოში ძალიან ადვილად ახდენენ ადაპტაციას. თუ მივმართავთ თევზების სიმბოლიკას, მაშინ დავინახავთ რომ, თითქოსდა, ორი თევზია: თევზი, რომელიც ზევით მიცურავს, სულიერი ევოლუციის გზაზე, და თევზი, რომელიც მიცურავს ქვევით, დეგრადაციის გზით. ასევე მათი წარმოდგენა შეიძლება, როგორც თევზი _ ცოცხალი და თევზი _ მკვდარი. შესაბამისად, ამ ნიშნის ადამიანებს შორის ვპოულობთ ძალიან მრავალ ცოცხალ და, სამწუხაროდ, უფრო მეტ მკვდარ თევზს. ცოცხალი თევზი _ ეს ჩვენი ჰარმონიის კოსმოსთან მიღწევაა, ღმერთან მისვლაა, ეს კოსმოსთან უნისონში ჟღერადობაა. მკვდარი თევზი _ ეს ფსევდოჰარმონიაა, ხიბლია, ცდუნებაა, ფანატიზმი და ქაოსია. თევზების გამოვლინების სპექტრი ძალიან ფართეა, სრული კონფორმიზმიდან დაწყებული და უხერხემლობით (უკიდურეს ფანატიზმადე) დასრულებული, მათ შორის _ რელიგიური, იდელოგიურიც. თევზებს შორის მრავალი საშინელი მკვლელიცაა, რომელსაც არაფერი შეაჩერებს, ასევე _ მრავალი ჯაშუშიცაა. ზოგიერთი აზრით მთელი კონტრდაზვერვა იმყოფება თევზების მმართველობის ქვეშ. ცუდ გამოვლინებაში თევზები მიდიან სადიზმამდე და აღვირახსნილობამდე. ისტორიულ და პოლიტიკურ ლიდერებს შორის რუსეთში ბევრი ისეთი თევზებია, როგორიცაა, მაგალითად _ მოლოტოვი (9 მარტი), ა. ჟდანოვი (26 თებერვალი), გორბაჩოვი (2 მარტი). მეცნიერებს შორის _ ვერნადსკი (12 მარტი), პოეტებს შორის _ ბარატინსკი (2 მარტი). თევზების ქვეყანა _ იუდეა (ისრაელი), ფილიპინები და ყველა კუნძულოვანი სახელმწიფო. თევზების მმართველობის ქვეშ იმყოფება სასომხეთიც. ეს ეთნოსები და ერები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ყველა გავლენას და ხანდახან ამ არეული, განსხვავებული გავლენისგან ახდენენ ახალი სისტემის ორგანიზებას, ხანდახან ელექტრულს, არაცოცხალს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში _ სინთეტიკურსა და ცოცხალ სტრუქტურას. თევზების პრობლემა _ ეს არეული აზროვნების პრობლემებია. თევზებს აქვთ მითოლოგიური ცნობიერება, სამყაროს ინტუიციურად აღიქვამენ. თევზების ძლიერი თვისება _ ეს ესთეტიურობა, სილამაზისა და ჰარმონიის ხედვის უნარი, რომელიც ხშირად მათ სისუსტედ იქცევა. თევზები ძალიან დამოუკიდებულნი არიან სიყვარულზე, აქ ვხედავთ, როგორ გადადის სიძლიერე სისუსტეში, ღირსება იქცევა უღირსობად. სიყვარულის უკმარისობის სახით თევზები ძალიან დამოკიდებულები ხდებიან გარშემომყოფებზე და მათთვის ახლობელ ადამიანებზე, ოჯახზე, შეყვარებულობის გრძნობაზე. ხშირად თევზებს მეტყველების, საკუთარი აზრების გადმოცემის მანერასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ამიტომაც მათთვის აუცილებელია ლოგიკური სტრუქტურების დამუშავება და მწყობრად აზროვნების და ფიქრის უნარის გამომუშავება. თევზების კარმული ამოცანა _ ეს საკუთარ თავზე კოსმიური სიყვარულის და ღვთაებრივი მადლის მიღება და ამ არსის გარშემომყოფი ადამიანებისთვის გადაცემაა, მათთან ღვთაებრივი სიყვარულის გაზიარებაა, თანაგრძნობა, გულისხმიერებაა, რომლითაც დაბადებიდან დაჯიდლებულია ყველა თევზი. წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) მმართველი ნეპტუნი და იუპიტერი ურყევი (მტკიცე) თევზები ადამიანი თევზები თევზები წარმოადგენენ ზოდიაქოს უკანასკნელ ნიშანს და მთლიანობაში ახდენენ ევოლუციური განვითარების მომდევნო ტოტზე გადასვლის სიმბოლიზებას. მხოლოდ ერთია, ისინი ახდენენ არ სიკვდილის სიმბოლიზებას, როგორც მორიელი, რომელიც წარმოადგენს ასევე წყლის სტიქიას ოღონდ გაფორმების ზონაში, არამედ, შემდეგ მდგომარეობაში მოცურავე, ელასტიური, ხანდახან თითქმის შეუმჩნეველი გადასვლის სიმბოლიზებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქო “გარდაიცვლება” – “კვდება” – თევზებში; თევზების დაბალ ოქტავაზე ნათქვამია, რომ ის წარმოადგენს ზოდიაქოს ნიშანთა სანაგვეს _ და ესეც და ისიც წარმოადგენს თევზების გასაოცარი პლასტიურობის, აღმქმელობისა და გამომხმაურებლობის შედეგს (მოძრავი ჯვარი, რომელიც, ხანდახან, დადის საკუთარი პიროვნების სრულ დაკარგვამდე). თევზებში არის ყველა ზოდიაქოს ნიშნის ელემენტები, მაგრამ განვითარებული თევზი,მათი ერთობლიობა სულაც არაა. მისი მეშვეობით ხდება რეალობის ფაქიზი ტრანსფორმაცია, რომელიც თევზებისგან ითხოვს ძალიან სიღრმისეულ აღქმას და გულუბრყვილობას: თევზებზე გავლენას ახდენს რა სიტუაცია, ის თავადაც იცვლება, მხოლოდ გარშემო არსებულ რეალობაზე თევზების გავლენის დონე დამოკიდებულია მისი ევოლუციური განვითარების დონეზე და დაბალ დონეზე თევზი (ასე ჩანს) სრულიად დაქვემდებარებულია გარემოებებზე და მასზე გავლენას ვერანაირად ვერ ახდენს. ეს პირველი შთაბეჭდილება ძალიან უსამართლოა. დაბალი დონის თევზი დაჟანგებულ საზოგადოებაში და სიტუაციურ მექანიზმებში თამაშობს ზეთის როლს და ხშირად არის შავი მასწავლებელი, რომელიც გამოდის პრინციპით: “წაქცელს უფრო მაგრად უბიძგე”, ანუ მაცდუნებლად, საკუთარი პლასტიურობით და სრული დაქვემდებარებულობის მზაობით, გარშემომყოფებზე ააქტიურებს საკუთარ მაღალ “მე”-ს და მოჰყავს არამყარი სიტუაციები სწრაფ და სრულ ნგრევამდე და განადგურებამდე, რის შემდეგაც იგი წყნარად გაცურდება დინების მიმართულებით და ამ დროს, ჩადენილის გამო, სულაც არ განიცდის უხერხულობასა და სინდისის ქენჯნას. საკუთარი შინაგანი პლასტიურობის მიზეზით თევზი ძალიან მგრძნობიარეა იმ წრის მიმართ, რომელშიც აღმოჩდება. დაბალი დონის თევზს უყვარს მღვრიე წყალი, ხოლო სუფთა წყალში ის დისკომფორტს განიცდის და გამუდმებით ცდილობს, იპოვოს უფრო ამღვრეული ადგილი; განვითარებული თევზი, პირიქით, ამღვრეულ წყალში იხუთება და სული ეკვრის, მაგრამ არც ის და არც მეორე, მიზანმიმართლად არ დაიწყებს საკუთარი გარემომცველი წრის შეცვლას: თუ თევზი ცუდად ხდება, მაშინ ის უბრალოდ გაცურდება-ეცლება. ყველაზე ადვილია თევზმა გაცუროს საკუთარ ფანტაზიებსა და ოცნებებში; არცერთი ზოდიაქოს ნიშანი არაა ასე ძლიერ დაკავშირებული ქვეცნობიერთან და თანდაყოლილი აღმქმელობით არ შეუძლია ასე ფაქიზად და ეფექტურად მოიყვანოს გარემომცველი სამყარო საკუთარ წარმოდგენებსა და სურვილებთან შესაბამისობაში _ როცა ნაცრისფერი ეჩვენება თეთრად, შავად ანდა ცისფრად _ თევზების ქვეცნობიერ მოწყობასთან. მეორე მხრივ, განვითარებულ თევზს შეუძლია საკუთარი შინაგანი სამყაროსა და საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გარეთ ტრანსლირება და ამით ძლიერი გავლენის მოხდენა გარშემომყოფ ადამიანებსა და სიტუაციებზე; მხოლოდ ეს ხდება, თითქოსდა, თავისთავად, არათავსმოხვეულად, თითქმის ცნობიერებისთვის შეუმჩნევლად. თევზი ძალიან ემოციურია, იმდენადაც კი, რომ ის იძლევა რეაქციას ყველაზე უმნიშვნელო გამაღიზიანებლებზე, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე. სამაგიეროდ, დამცველი მექანიზმებიც ბევრი აქვს; ძირითად, ამ საფუძვლიანთა რიცხვში მოიაზრება _ ზედაპირული ემოციონალურობა და ემოციური ესკეპიზმი*. სიღრმეში გრძნობები იცვლება _ მეტად წვრილმანდება, _ იმაზე მეტად, ვიდრე იცავს არსება (რაობა); ასეთ ადამიანთან საქმის ქონა რთულია, რამდენადაც მისგან რეაქციების მიღება ძალიან ადვილია, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს; მის შიგნით შეღწევა კი ძალზედ რთულია, რადგანაც, თავისთავად, ემოცია წარმოადგენს დაცვას, ამღვრეულს, რომლის მიღმაც რთულია მომდევნო სიღრმის დანახვა. ემოციური სკეპტიციზმი არის პოზიცია ძირითადი თეზისით: “შენზე ყურება იმდენად მტანჯველია ჩემთვის, რომ უმჯობესია წავიდე”. სხვათა ტანჯვისთვის ყურება თევზისთვის მართლაც რთულია, მაგრამ თუ ის ამას აკეთებს, მაშინ საკმაოდ ყურადღებით, ამ დროს ადამიანს ტანჯვა უფრო უმსუბუქდება, ხოლო თევზი შეიგრძნობს ძლიერ სულიერ ამაღლებას: პირველ რიგში, ის უშუალოდ გრძნობს იმ სიმძიმის (ტკივილი, ტანჯვა და ა.შ.) შემცირებას, რომელიც ადამიანს მანამდე ჰქონდა, რაც თევზს საკუთარ თვალშივე გადაჭარბებულად ამაღლებს (ასევე ემოციონალურადაც) და, მეორე მხრივ, ის იღებს დუყოვნებლივ ენერგეტიკულ მხარდაჭერას ზოდიაქოს სხვა ნიშნისგან. თევზისთვის მთავარი კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მან ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში მოუტანოს ღვთაებრივი არსებობის შეგრძნება. ყოველ ადამიანს, დამოუკიდებლად მისი ევოლუციური დონისა, რაღაც წუთებში შეუძლია დაინახოს, _ უფრო სწორი იქნება, _ შეიგრძნოს სამყარო ისეთად, როგორადაც ხედავენ მაღალგანვითარებული სულები, _ ღვთაებრიობის ასრულება და ჰარმონია, _ ხოლო საკუთარი თავი შეიგრძნოს მის განუკერძოებელ, დაუშრეტელ ნაწილად და არა, შემთხვევით, ქარის მიერ ისტორიის სანაგვეზე მოსროლილ რამედ. მსგავსი განცდები ადამიანს აძლევს ძალას იცხოვროს და ქმნას მომავალშიც, არ დაკარგოს საკუთარ თავში რწმენა და ევოლუცია. თევზისთვის მიცემულია უნარი, განეწყოს ნებისმიერ ადამიანზე და ნებისმიერ სიტუაციაზე, იპოვოს და გააქტიუროს (ხანდახან გადაჭარბებულად ფაქიზი) საკუთარი კავშირის არხი იმ მაღალ ეგრეგორთან, რომელსაც, ჩვეულებრივ, უწოდებენ ღმერთს. ამიტომ თევზი წარმოადგენს ზოდიაქოს მთავარ მატყუარას, რამეთუ უჩვეულო, არაჩვეულებრივი განცდა, რომლის გამოწვევაც მას შეუძლია, ეხება არა რეალობას, არამედ სულის შორეულ მომავალს, როცა ის განთავისუფლდება მრავალი საკუთარი შინაგანი ფურცლისგან, ხოლო ადამიანის პიროვნება _ არასრულყოფილებისგან. შესაძლებლობა, ჩაეწეროს ნებისმიერ სიტუაციაში, დაკავშირებულია თევზების უნართან გულწრფელად ითხოვოს, რომელიც ადამიანისგან ითხოვს უნარს სხვა დააყენოს საკუთარი (ანდა მაღალი) ევოლუციური განვითარების საფეხურზე, ამასთანავე, ადამიანზე, რომელსაც გაუწია დახმარება, შეუძლია გადავიდეს მადლი, ამიტომ მაღალი განვითარების თევზისთვის წარსულში ბუნებრივი იყო უქონელი და მოხეტიალე ბერების ცხოვრება. დაბალი განვითარების თევზი ასევე ადვილად შეძლებს თხოვნას, მაგრამ ის საკუთარ თავს შინაგანად, ვისაც სთხოვს, იმაზე მაღლა აყენებს; ეს პოზიცია იწოდება “დამცირება სიამაყის ნიადგაზე”. საერთოდ თვითუარყოფის, თვითშეწირვის, სიამაყისა და ამპარტავნების პრობლემა, თევზებისთვის ძალიან რთულია და, ნაწილობრივ, იმიტომაც, რომ ის ცუდად მიჯნავს საკუთარ თავს იმ სიტუაციისგან, რომელშიც იმყოფება და მას უჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რაშია დამნაშავე და რა წარმოადგენს მის დამსახურებას. თევზებში შინაგანი ცხოვრების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას ძალიან უჭირს საკუთარი გარე და დაბალი “მე”-ს გამიჯვნა და ქვეცნობიერის პროგრამების დიფერენცირება. ის შინაგანად იმდენად პლასტიური და დინებადია, რომ დიდი ხნის მანძილზე საკუთარი ფსიქიკა ერთ მთლიანობად აქვს წარმოდგენილი, რომელიც არ ითხოვს და არ უშვებს არანაირ სტურქტურიზებასა და ცალკეული ნაწილების გამოყოფასაც კი. თევზის ნიშნის სიმბოლოს წარმოადგენს ორი თევზი, რომლებიც ცურავენ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებით და, რომელიც ადამიანში მაღალ და დაბალ საწყის ნიშნავს, მაგრამ შინაგანი თევზი ძალიან მიზნიანია, ის მიდის ზევით ევოლუციის გზით, ხოლო მეორე _ იძირება გარყვნილების მორევში, ყოველთვის მთლინად, ყოველგვარი მტანჯველი შინაგანი გაორების გარეშე. მეორე საქმეა, რომ თევზებისთვის, როგორც ნებისმიერი მოძრავი ნიშნისთვის, აქტუალურია თვითგანსაზღვრის პრობლემა, შინაგანი ღერძის ძიება და დამახასიათებელია ზედაპირული ხეტიალი მაღალიდან დაბლისკენ და პირიქით. თვითაქტუალიზაციის პრობლემა და საკუთარ თავში უნიკალური შტრიხების ძიება თევზებისთვის რთულდება იმით, რომ ის მსუბუქად და ადვილად იღებს ნებისმიერი ადამიანის ანდა სიტუაციის შეფერილობას, მაგრამ საერთოდ არ “უხდებათ” ეს; მისი განუმეორებლობა მდგომარეობს იმ ტრანსფორმაციის ფაქიზ ხასიათში, რომელსაც ექვემდებარება სიტუაციები, მისი ჩამრთველი და მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები; რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ძალიან რთულია. ენერგეტიკული შეხედულების წერტილიდან თევზი ყველა შესაძლო ვამპირების, მანიპულატორებისა და შავი მასწავლებლების მსხვერპლია. მისით ნებისმიერი სახით მანიპულირება შეიძლება (სანამ თავად არ გაცურავს, რის შემდეგაც მისი დაჭერა უკვე შეუძლებელია), და ის ფლობს, ყველაფრის მიუხედავად, რეგენერაციის დიდ შესაძლებლობას და ამოუწურავ კოსმიურ ენერგიის წყაროებზე დაშვებას, რისი წყალობითაც ადვილად შეუძლია გახდეს მოსახერხებელი “ფეხისაწმენდი ხალიჩა”, რომელიც დაისვარა დაბალ ასტრალში; მაგრამ აქაც, მისი შესაძლებლობები უსაზღვრო მაინც არაა: როცა მისი მბრძანებელი მას ბეზრდება, თევზი აიძულებს მბრძანებელს გადმოღვაროს მასზე უკვე გადამუშავებული და გადატანილი სიბინძურის უდიდესი პორცია, რის შემდეგაც (თითქოსდა ყოფითი აუცილებლობისგან) გაცურავს სამუდამო ანდა რამდენიმე ხნით. მაღალი ოქტავის თევზს შეუძლია გახდეს უდიდესი სულიერი მასწავლებელი, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს გაანდობს სულის ყველაზე ღრმა საიდუმლოებებს, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება შინაგანი ღერძის ჩამოყალიბების დიდი გზის გავლა, რომელიც მიმართავს რეალობის ტრანსფორმაციის გზისკენ. ამ ამოცანების გადაწყვეტაში თევზებს ეხმარება მათ სიღრმეში დაფარული ცეცხლის სტიქია, რომელიც აძლევს ენთუზიაზმს, კაცთმოყვარეობასა და მუდმივ ენერგეტიკულ გულისხმიერებას. ნეპტუნი, როგორც თევზების პირველი მმართველი, მაღალი ოქტავის ნიშანს აძლევს ურთიერთობას, შეხებას კოსმიური სიყვარულის ძირითად ფორმასთან, რომლითაც (სინამდვილეში) მოძრაობს ნებისმიერი თევზი, თუმცა–ღა, ეს არც ისე მალე ცნობიერდება. ნეპტუნის მმართველობასთან (ასევე ცეცხლის სტიქიის გავლენასთან) დაკავშირებულია ის, რომ თევზები წარმოადგენენ ძალიან თბილ ნიშანს; თევზი მუდამ მეგობრული და გამომხმაურებელია. დაბალ ოქტავაში ეს სიმბოლური მდებარეობა იძლევა ყველა შესაძლო სანეტარო სიმახინჯეებს და ა.შ., რომელიც სარგებლობს საერთო სიყვარულით და ურთიერთობით (საკუთარ დონეზე) განსაზღვრულ მისტიურ საიდუმლოებებთან, თუმცა–ღა, არასრულფასოვანია გონებრივ ურთიერთობებში. ნეპტუნი თევზებს მეოცნებეებსა და მისტიურებს ხდის, რომელიც მიდრეკილია ასტრალური დონის ფაქიზ სამყროსთან უშუალო ურთიერთობებისკენ; ეს ნიშანი _ სპირიტების, მკითხავების, მედიუმების, მისტიური მიმართულებების ასტროლოგების და ა.შ. ამავდროულად ნეპტუნი თევზების ინტერესს მიმართავს საკუთარ შინაგანში _ ფსიქიკური ცხოვრების პრეცესებისა და ქვეცნობიერის ძალებისადმი, რაც მათ დაბადებიდან ფსიქოლოგებად, ფსიქოტერაპევტებად, ფსიქოანალიტიკოსებად, მღვდლებად (ფსიქოლოგიისკენ მიდრეკილებით) ხდის. უფრო მაღალ დონეზე ნეპტუნი თევზებს აძლევს რელიგიურ-სულიერი ძიების იმპულსს, განსაკუთრებით მისტიური რელიგიის კუთხით, რომელიც ორიენტირებულია მაღალ ძალებთან და ენერგიებთან უშუალო კონტაქტზე. დაბალ ოქტავაში თევზზე ნეპტუნის გავლენა აისახება სამყაროს აღქმის ძლიერ დამახინჯებებში, მრავალრიცხოვან ფობიებში, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილებაში, ერთდოურულად რამდენიმე რეალობაში ცხოვრების უნარზე, რომელთაგანაც ერთი შეიძლება დაემთხვეს საზოგადოებრივად მიღებულს (მაშინ ამბობენ: “ადამიანი უცნაურობებით”), ხოლო შესაძლებელია, ერთიც არ დაემთხვეს, მაშინ თევზი ვარდება ფსიქიატრის ხელში. მხოლოდ ერთია, თევზების ძირითადი პრობლემები _ შინაგანია, მისთვის აუცილებელია რამენაირად დააკავშიროს, შეკრას საკუთარი შინაგანი შთაბეჭდილებები მდიდარ გარეგან რეალობასთან და გამოიმუშაოს განსაზღვრული საკუთარი ურთიერთობა გარეთ და შიგნით მომხდართან, რისთვისაც მისთვის აუცილებელია მაღალი ორიენტირები, საერთოდ რომ ითქვას, უფრო მეტად მაღალი, ვიდრე ზოდიაქოს დანარჩენი სხვა ნიშნებისთვისაა და ვიდრე დასაწყისში თავად ეჩვენება. თუ მაინც, ის ამას არ გააკეთებს, მაშინ იწყებს ხეტიალს, მაგრამ არანაირი სუფთა შინაგანი ძალისხმევა არ უცვლის რთულ შინაგან სამუშაოს; არაა შემთხვევითი, რომ ადამიანებზე (თევზის ძლიერი გავლენით) ხშირად ფსიქოტრონული პრეპარატები არ მოქმედებენ ანდა იწვევენ არაპროგნოზირებად რეაქციებს. იუპიტერი, როგორც თევზების მეორე მმართველი, მაღალ ოქტავაში იძლევა კოსმიურ ჟღერადობას. მაღალი ოქტავის თევზი აცნობიერებს საკუთარ მისიას არა უბრალოდ როგორც რეალობის ფაქიზ ტრანსფორმაციას და არა მარტო როგორც კოსმიური სიყვარულის გავრცელებას, არამედ როგორც ყველაფრის მომცველ პროგრამას, რომელიც საკუთარ თავში ახდენს ზოდიაქალური გავლენის სინთეზირებას. იუპიტერი თევზებს აძლევს პრაქტიკულად შეუზღუდავი გავლენის სფეროებს, ვერავინ დარჩება გულგრილი მათი სულიერი გაგებისადმი და ყურადღებისადმი. იგივე იუპიტერი დაუმუშავებელ თევზებს აძლევს თავისებურ სიამაყეს: არაფერი არ ესმის და არ შეუძლია გაიგოს, მაგრამ თავს ყველაფერში მონაწილედ გრძნობს და განსხვავებულ სიტუაციებში შეიგრძნობს საკუთარ, ხშირად ძალიან მოკრძალებულ, როლს, როგორც მთავარს, რამეთუ მათ გარეშე (მათ ეჩვენებათ ასე) არ შეიძლება რაიმეს გაკეთება. იუპიტერი თევზს აძლევს კომპენსაციის შესაძლებლობას ახალი დინების სახით ანდა მორევს და ამოუწურავი რაოდენობის სიბრალულს, სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელთა წყალობითაც თევზი საგნებს უყურებს ქვეცნობიერი ფართე შეხედულებით, რომელსაც იშვიათად აცნობიერებს, მაგრამ ფაქტიურად ხშირად უკეთებს დემონსტრირებას, მაგრამ იგივე იუპიტერს შეუძლია მკეთრად შეწყვიტოს თევზების კონტაქტი ფაქიზ სამყაროსთან და აიძულოს იგი არსებობის წრის შეცვლა, თუ თვლის, რომ მოცემულ წრეში მას არ ჰყოფნის ძალა მოახდინოს აუცილებელი ცვლილებები. სუბიექტურად თევზისთვის ეს განცდები ისეთია _ ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ უძლურია მოითმინოს საკუთარი მდგომარეობა და ეწყება სულის შეხუთვა, ჰაერის უკმარისობა; ობიექტურად კი საქმე იმაშია, რომ ყოველი თევზის (კარმულად) დანიშნულებაა იყოს ფაქიზი ასენიზატორი (კანალიზაციის გამწმენდი) განსაზღვრული დაბინძურების დონის წრეში, რომლის ზომაზე მეტად ატანაც უკვე აღარ შეუძლია. თუ მაინც, თევზი ვარდება მეტად სუფთა ყოფით გარემოში, ვიდრე ის, რომლისთვისაც იყო გათვლილი (რაც განისაზღვრება თევზის ევოლუციური დონით), მაშინ მას წყლის ამღვრევის, ვინმეს კბენის, მოხიბვლის და ა.შ. ძლიერი სურვილი იპყრობს, თუ მას ეს არ გამოსდის, გარემო მოსაწყენი და გულისამრევი ხდება და ჩქარობს მეტად შესაფერისი გარემომცველი წრის საძიებლად გაცუროს. მერკურის ტყვეობა თევზებში აჩვენებს, რომ თევზებს ადამიანებისთვის უნდათ იმის თქმა, რაც სიტყვებით ვერ გამოიხატება, უკიდურეს შემთხვევაში, უშუალოდ მაინც. იუპიტერისეული თევზი მრავალ რამეში ჰგავს იმ ძაღლს, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაფერს იგებს, მაგრამ სიტყვებით გამოხატვა არ შეუძლია. ამავდროულად, თევზები ძალიან დიდი ენების (ანუ უცხო ენების შესწავლის) უნარები აქვთ, მაგრამ მათ სწავლობენ არა ისე, როგორც ტყუპები,_ მენტალურად, _ არამედ მათში როგორც ყოფიერების წრეში, ისე იძირებიან. თუ ეს გამოუვათ, თევზები იწყებენ ძალდაუტანებლად და უაქცენტოდ საუბარს. მხოლოდ ეს უკანასკნელი საერთოდ არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გამოხატონ ის სიყვარული და თანაგრძნობა ადამიანებისადმი, რომელიც გულში აქვთ; ამისთვის მაღალი დონის თევზი იყენებს ხელოვნების სიმბოლურ ენას (განსაკუთრებით, თუ ვენერა თევზებშია ანდა მასთან არის ასპექტირებული), ხოლო საშუალო დონის თევზი ისეთ ქმედებებს ახორციელებს, რომელიც არანაირად არ უნდა მიიღოთ მხოლოდ პირდაპირი აზრით, მაგრამ, ნაწილობრივ, მუდამ სიმბოლურია, მაშინაც კი თუ თავად თევზს ეს მხედველობაში არ აქვს. განუვითარებელი თევზი ხშირად ძალიან მოლაყბეა (განსაკუთრებით, თუ ტყუპებთან კვადრატს ქმნის), ამ დროს კი მისი მეტყველება არა მისი გრძნობებისა და ჭეშმარიტი აზრების გადაცემას ემსახურება, არამედ მათ შენიღბვას. დაზიანებისას, ალბათობაა, მიდრეკილება, სამეტყველო ჭავლის დახმარებით ვირტუოზული ტყუილისკენ, რომელიც ფლობს, ნაწილობრივ, მაგიურ თვისებებს და სრულიად ნუსხავს თანამოსაუბრეს. მოცემული სიმბოლური მდებარეობის კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თევზმა უნდა ისწავლოს ნათლად საუბარი და ზუსტ სიტყვებში სამყაროსთან ურთიერთობის ზუსტად გამოხატვა (რამდენადაც ეს შესაძლებელია) და ადამიანებისთვის, ღვთაებრივი განდობის _ თევზისთვის პირველსაწყისი, უსიტყვო სახით მიცემული _ ტრანსლირება. თუ თევზს ეს გამოსდის, ენის დახმარებით (რომელიც ბუნებით ძალიან პლასტიურია და ფლობს უდიდეს დაშვების შესაძლებლობას) შეუძლია გამოხატოს ის, რაც, ხანდახან, მხოლოდ ჭეშმარიტი პოეტებისთვისაა დაშვებული. ვენერას კულმინაცია თევზებში ახდენს იმ გარემოებების სიმბოლიზებას, რითაც განვითარებული თევზი, ხელოვნების დახმარებით, სამყაროს მადლით ანაყოფიერებს. თევზი მიდრეკილია ხელოვნების პლასტიური სახეობისკენ: მუსიკა, ფერწერა, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება არა ფორმასა და ხაზებზე, არამედ ფერთა გამმაზე, ლიტერატურაში _ ემოციონალურ სიმბოლურ არსზე და ა.შ. ხელოვნების დახმარებით თევზი ადამიანებს აჩვენებს სამყაროს იმ ჰარმონიას, რომლის დანახვაც თავად მათ ძალებს აღემატება, მაგრამ, რომელიც მათთვის ხილული ხდება მისი (თევზის) დახმარებით. მაღალი ოქტავის თევზი ქმნის ისეთ ხელოვნების ნაწარმოებებს, რომელიც კაცობრიობას სულიერად _ არამარტო მედიტაციურად (სურათი განჭვრეტის წამებში), არამედ ყოფიერადაც _ ამაღლებს, ანუ ნამდვილად იცვლება, რაღაცას გრძნობს და იგებს და შემდეგ უკვე აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება და ხედვა. განუვიათარებელი თევზი ძალიანაა მიდრეკილი ხელოვნების ემოციონალური მოთხოვნილებისკენ: ძალიან გრძნობს ამას და მიდრეკილია “მიეწებოს”, ირთვება ზედაპირულ მედიტაციაში, არ ეხება არსობრივ მომენტებს _ გამორიცხულად სიამოვნების მიღების მიზნით, არანაირად ჩვეულებრივზე მეტად, _ და თევზი (კარმულად) ვალდებულია მუდმივად გადალახოს ეს ცდუნება; ხელოვნებასთან სწორი ურთიერთობა _ არამარტო თევზისთვის _ იმაში მდგომარებს, რომ მასთან ურთიერთქმედება არის სამუშაო და თუ ადამიანი არ შეიცვალა ამ ურთიერთქმედების შედეგად, მაშინ ეს სამუშაო ამაო ხდება. ხელოვნებისადმი სამომხმარებლო ურთიერთობისთვის თევზი ძვირად ზღავს: მისი გემოვნება (და თავადაც) მუდმივად დეგრადირებას განიცდის, იწყებს სიამოვნების მორევსა და უფსკრულებში ჩაძირვას. განვითარებულ თევზებში ვენერა, ასევე, განაპირობებს სოციალურ გამოვლინებას; ისინი ხშირად დაკავებულნი არიან საქველმოქმედო საქმიანობით, საკუთარ მისიას ხედავენ მშვიდობისთვის ბრძოლაში, ხალხების განათლებაში და ა.შ. აქ კოსმიური სიყვარული ვლინდება, ისევ და ისევ, ირიბად და, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მიამიტურად, მაგრამ ეს მანამდეა, სანამ მოცემული სიმბოლური მდებარეობის ჭეშმარიტი გახსნიკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება. თევზებისთვის ვენერას კულმინაციას ასევე ურთიერთკავშირი აქვს ეთიკის არჩევის პრობლემასთან. თევზების პლასტიურობა იმყოფება მისი გარემომცველი სიტუაციის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ და აქ ვენერა, განსაზღვრული პოზიციის საზიანოდ, ბრწყინვალე სოციალურ ადაპტაციას იძლევა; თევზს ეჩვენება, რომ სოციალურად მიღებული ქცევა (და მხოლოდ ის) ეთიკურია. განვითარებულ თევზს ვენერას დახმარებით გამოსდით საკუთარ ეთიკაში ესთეტიკის კრიტერიუმების ჩართვა, ისე რომ, არ კარგავს მოქნილობას, ის არანაკლებად, საკმაოდ განსაზღვრულად იქცევა, არიდებს თავს ულამაზო (მისი შეხედულებით, ეგრეგორთან შეთანხმებულ) მდგომარეობასა და სიტუაციას; საერთოდ, თევზებისთვის უფრო ბუნებრივია დაოს გზა, ვიდრე იოგისა (გამონაკლისია ბჰაკტი). ქირონის კულმინაცია თევზებში _ დაბალი ოქტავის თევზებს აძლევს იმ მდგომარეობასა და სიტუაციებში გადაჭარბებულ ქაოსს, რომელშიც ის აღმოჩდება; გზის დასაწყისში ნებისმიერი თევზი საკუთარ თავს აღმოაჩენს ამღვრეულ და შლამიან წყლებში, რომელშიც სინათლის დანახვა საკმაოდ რთულია. ამავდროულად ქირონი თევზებს აძლევს (თავიდან გაცნობიერებულს) მომხდარზე არასტანდარტულ შეხედულებას; ისინი გრძნობენ, რომ კოსმიური სიყვარული, რომელიც მათი მეშვეობით ვლინდება, აკეთებს რაღაც სრულიად განსაზღვრულს, თუმცა–ღა, (მათთვის) ჯერ კიდევ შეუცნობელს და, უკიდურეს შემთხვევაში, მათ აქვთ გახსნილი, ანუ მიუკერძოებელი გონება მრავალ ფაქიზ ეფექტთან და კოსმოსის გამოვლინებებთან მიმართებაში. ყველა თევზს ქირონი აძლევს შესაძლებლობას სიღრმისეულად გაერკვეს საკუთარ ქვეცნობიერში და მოიყვანოს განსაზღვრულ წესრიგში მისი სტრუქტურა, ნაწილობრივ, გაჰყოს მაღალი და დაბალი “მე” (რაც თევზისთვის მნიშვნელოვნად რთულია, ვიდრე სხვა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის), რის შემდეგაც უნდა ჩამოაყალიბოს ეთიკა და გაერკვიოს ეგრეგორების ურთიერთქმედებებსა და სტრუქტურებში, რომლებსაც ის ემსახურება. ქირონი განვითარებულ თევზს აძლევს მოქცევის შესაძლებლობას, შუალედურს დაბალი ოქტავის თევზსა (სრული დაქვემდებარება გარემოებაზე) და მაღალი ოქტავის თევზს შორის (ნეპტუნისეული თევზი), რომელიც იწვევს წმინდა სიყვარულს და კრძალვას თავისი ერთიანი არსებისადმი, მაგრამ ასევე სრულიად პასიურს. ქირონისეულ თევზებს ბრწყინვალედ შეუძლიათ მოერგონ ნებისმიერ ადამიანს და გარემოებას, მაგრამ მისი ქცევა გააზრებულია და მორგება ხდება ზუსტად იმ დოზით, რომელსაც ის აუცილებლობად თვლის; შემდეგ, მას შეუძლია ჩართოს ქირონის მოქმედება _ როგორც სიწყნარის ამღვრევისა _ და მისი პრაქტიკული დახმარებით მოახდინოს ზუსტად გათვლილი მანევრირება დინების საწინააღმდეგო მიმართულებით _ ცნობიერების გაფართოების მიზნით (ინდივიდუალური ანდა კოლექტიური) _ ანდა მისი დრომოჭმული ხისტი ფორმების განადგურება. ქირონი თევზებს აძლევს შესაძლებლობას გამოიმუშაოს შუალედური ეთიკა დაბალი ოქტავიდან მაღალში გადასვლის პროცესში; სხვა სიტყვებით, ის აძლევს კომპასს, რომლის მეშვეობითაც თევზი დაცურავს შლამსა და ჭუჭყიან დინებებში და თან ლივლივებს ღრუბლებშიც, შეუძლია “მიცურდეს” იმ თევზთან, რომელიც იმყოფება გამორჩეულად სუფთა წყალში და პირველს მხოლოდ თავისი არსებობითაც კი გაწმენდს. ეს შუალედური ეთიკა რთავს, მოიცავს გარემომცველი რეალობისადმი დაჟინებულ, უწყვეტ ყურადღებას და განსაზღვრულ პრაქტიკულ საქმიანობას, რომლის მიღმაც დგას მისი მაღალი არსის ინტუიციური გაგება _ სამყაროში (ამ დონეზე ხშირად _ ღვთაბრივი) კოსმიური სიყვარულის გავრცელება. თევზების სიტუაცია რთავს ყველა შესაძლო ტრანსებს, სხვა სივრცეებში გასასვლელებს, ზოგიერთ მდგომარეობას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ ლოცვებს თვინიერი განწყობით, როცა ადამიანი (და კოლექტივი) ექვემდებარება იმ არხის ნებას, რომელშიც აღმოჩდება. დაბალი ოქტავის თევზების სიტუაცია წარმოდგენილია სიღარიბით, დამცირებელი თხოვნებით _ “ქრისტეს გამო… ქრისტეს სახელით…” დ ა.შ. თევზები ირთვებიან ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი იწყებს ყოფით ტალღებში ცურვას, მის თავს მომხდარ ყველა მოვლენაზე ხელს იქნევს, ეგუება გარდაუვალს და ა.შ. სამწუხაროდ, თვინიერება _ აღმატებული დაბალი ძალების წნეხის ქვეშ _ ეკუთვნის დაბალი ოქტავის თევზებს; მაღალი ოქტავა მოიაზრებს დაბალი “მე”-ს თვინიერებას უმაღლესის წინაშე, განსაკუთრებით პირველის ჯანყის დროს. ყოფით სიტუაციებში საშუალოზე დაბალი ოქტავის თევზები ირთვებიან ბინძური გამოყენების წამებში, როცა მიდიან ლოზუნგით: “ცუდი მშვიდობა უკეთესია კეთილგანწყობილ კამათზე”, როცა მებრძოლი მხარეები დაიღალნენ ბრძოლით და, ვერ შეათანხმეს საკუთარი პოზიციები, მაინც სურთ შეტაკებისგან დასვენება და რაღაც დროით მშვიდობაში ცხოვრება. უფრო მაღალი ოქტავის თევზები ირთვებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მებრძოლი მხარეები გულწრფელად ნანობენ და ათანხმებენ საკუთარ წინააღმდეგობრიობებს. საერთოდ, მხედველობაში საჭიროა გვქონდეს, რომ მაღალი ოქტავის თევზები ძალიან ზიზღიანები არიან და ბინძურ წყლებში არასდროს და არაფრის გამო არ შეცურდებიან, რაც არანაირად არ ეწინააღმდეგება მათ კოსმიურ გულმოწყალებასა და ლმობიერებას; ისინი გაუშვებენ იმ ადამიანს, ვისაც დახმარება ესაჭიროება, საკუთარი, მშობლიური ევოლუციური ზრდით დაბლა, ადამიანის ზუსტად შესაბამის დონესა და სიტუაციაში: კლიენტის მიერ განაწყენებულ მეძავს დაამშვიდებს არა წმინდანი, არამედ მისივე საკუთარი სუტენიორი. მაღალი ოქტავის სიტუაცია მჭიდროდაა დაკავშირებული პრინციპთან: “თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყეს, მიუშვირე მარცხენა”, იმ შემთხვევაში, როდესაც მას იყენებს ევოლუციურად საკმაოდ განვითარებული ადამიანი, ამასთანავე არ დაექვემდებარება წყენას ანდა ფარულ აგრესიას _ და შურისძიება (კარმულად) ძალიან ძლიერია, რამდენადაც ხორციელდება უშუალოდ ეგრეგორის მიერ: უკეთეს შემთხვევაში, წყენის მიმყენებელს სინდისი შეაწუხებს, ხოლო უარეს შემთხვევაში _ ემუქრება ხანგრძლივი ტანჯვა; იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კაცობრობაზე ეგრეგორის ზემოქმედება, უკუგებითი დარტმის სახით, უკვე 2000 წელზე მეტი ხანია გრძელდება. მაღალ დონეზე დამუშავებული მზის ეს მდებარეობა იძლევა რბილ სულიერ მასწავლებელს სწავლების საკმაოდ ხისტი პროგრამით. მაღალ ემოციონალურ დონეზე კოსმიური სიყვარული მკაცრი და შეუბრალებელია, და ზეწოლა, უფრო სწორად კოლოსალური შინაგანი ზეწოლა ძალიან კარგად იგრძნობა რბილი მანერების მიღმა, აქ მეუფობს პრინციპი: “რბილად გაშლა და უხეშზე (მაგარზე) ძილი”, რამეთუ კარგადაა ცნობილი, რომ უკეთესია, თუ სულიერი მასწავლებელი დაგარტყამს, ვიდრე რბილად მოგიტევოს და ამით უკუგებითი დარყმის უფლება ეგრეგორს მისცეს, რაც ტიპიურია მაღალი ოქტავის თევზებისთვის. უფრო დაბალ ევოლუციურ დონეზე მზე თევზების წინაშე აყენებს შემდეგ დილემას: ან უნდა მისდიოს კარმულ პროგრამას, მოცემულ შემთხვევაში _ სიბრალულისა და ყველაფრის მიტევების სახით, ანდა მიეცეს ემოციებსა და ტყუილებს, ეცადოს საკუთარი თავის დაცვას ანდა აღადგინოს სამართლიანობა, რომელზეც, უნდა ითქვას, დაბალი ოქტავის თევზებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. პირველ შემთხვევაში თევზს უჭირს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში იუპიტერი უხსნის მას მეორე სუნთქვას ანდა ნეპტუნი აძლევს მადლს; მეორე შემთხვევაში, მზე აორმაგებს საკუთარ წნეხს როგორც გარეგნულად, ანუ გარეგანი გარემოებების სახით, ასევე შინაგანადაც, ქვეცნობიერის საერთო დისჰარმონიის სახით. შუალედურ ვარიანტში, ქირონისეულ თევზს, მზე საკმაოდ ზუსტად უჩვენებს, ვის და რამდენი ყურადღება უნდა მიაქციოს, მხოლოდ ერთია, ის ხშირად არის გატაცებული (ყურადღება გადააქვს სხვა რამეებზე, ეფანტება ყურადღება) და აქცენტებს მთლად ისე არ ალაგებს, რის გამოც ბუნდოვანი ხდება ხანგრძლივი და გარეგანი უაზრო კარმული კავშირებით (ბორკილებით), რომლის გაწყვეტის ძალაც მერე უკვე აღარ შესწევს. მზისეული თევზისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგეს საკუთარი კარმული ამოცანის “დაზეთვის” ცდუნება: უყვარდეს არასაკმარისად ღრმად, საკუთარი თავი ცოტათი მეტად დაიცვას, ვიდრე ამას კარმა ითხოვს, უფრო ნაკლებად იყოს ყურადღებიანი და აღმქმელი და ა.შ. მხოლოდ ერთია, მზის მოცემული მდებარეობას _ ეგრეგორის ნების იმპერატიული სახით, რომლის ტრანსლირებასაც მზე ახდენს, _ ვერ მოატყუებ, და საკუთარი დაბალი “მე’”-სთვის ყველა იმ სახის დათმობისას, რომელიც კარმის მიერ არაა გათვალისწინებული, მზისეულ თევზს უწევს მკაცრად გადახდა. * ესკეპიზმი (ინგლისურიდან _ escape _ გაქცევა, გადატანითი მნიშვნელობით _ თავის გადარჩენა, ადამიანის ინდივიდუალური სურვილი გაექცეს რეალობას ილუზიებში, გამოგონილ სამყაროში. წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი) ჰარმონიულ ასპექტებში: მაღალი ფსიქოლოგიურობა და სენსიტიურობა, აღმქმელობა, თანაგრძნობა, სიბრალული, გულშემატკივრობა, გულმოწყალება, სიკეთე, მზრუნველობა, ყურადღებიანობა, სენტიმენტალურობა, მდიდარი წარმოსახვა და შინაგან სამყაროში, ფანტაზიებსა და ოცნებებში წასვლა, შთაგონება, გასულიერება, რომანტიზმი, დაქვემდებარებისა და გარშემომყოფებთან შეგუების უნარი, შემსრულებლობა, კეთილსინდისიერება, მეოჯახეობა, პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობა, მომჭირნეობა, ეკონომიურობა, მეთოდურობა, საკუთრების განვითარებული გრძნობა, საიდუმლოებების, იდუმალებების სიყვარული, ინტერესი რელიგიისა და სულიერი პრობლემებისადმი, ფსიქოლოგიისადმი, ფსიქიატრიისადმი, მუსიკისადმი, ხელოვნებისადმი, ჰუმანიტარული მეცნიერებისადმი, პედაგოგიკისადმი, ქიმიისადმი, ფარმაკოლოგიისადმი, მედიცინისადმი, პარაფსიქოლოგიისადმი, კინემატოგრაფიისადმი. თუ მზე დაზიანებულია, მაშინ ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ორჭოფობა, გაორებულობა, საკუთარი თავის მიმართ თვალთმაქცობა, შიშები, ფობიები, პანიკური აშლილობები, დინების მიმართულებით ცურვისკენ მიდრეკილება, შეპყრობილობა, ფანატიზმი, თვითმოტყუება, უტოპიურობა, ექსცენტრიულობა, გამძაფრებული აღმქმელობა, მეოცნებებობა, იდეალიზმი, ფანტაზიები, ილუზიები, წარმოსახვითი პრობლემები, გადაჭარბებული ყურადღება წვრილმანებისადმი, დეტალებისადმი, გადაჭარბებული მიდრეკილება იდუმალებისაკენ, განცდებისაკენ, ტანჯვისკენ, მონური დამოკიდებულებისა და მორჩილებისკენ, ექვემდებარება სხვის გავლენას, საკუთარ სურვილებზე დქვემდებარებას; ახირებები, ფეთხუმობა, დაუდევრობა, უწესრიგობა, არააკურატულობა, კულისებს მიღმა ქმედებების, იტრიგების სიყვარული. ეს სუბიექტები იტანჯებიან გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან გაუგებრობის (ვერ გაგების) გამო, მათ შორის ახლობლებისგანაც. იმისთვის, რომ თევზი თქვენდამი დადებითად განაწყოთ, საჭიროა უთხრათ: “როგორ მესმის თქვენი!” და არამარტო უთხრათ, არამედ გამოავლინოთ ნამდვილი ინტერესი მათი განცდებისადმი და, შესაძლებელია, გამოგონილი პრობლემებისა და ფანტაზიებისადმი, სიზმრებისა და წინათგრძნობებისადმი, რანაირ ბოდვადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) თანაგრძნობა, უნივერსალობა, განკვეთა (თვითუარყოფა). ეს ზემგრძნობიარე ნიშანია, ძალიან ძლიერ რეაგირებს სხვა ადამიანების აზრებზე. მუდამ რეალობის ზღვარზე იმყოფება. მზად არიან დაიკარგონ, ბედს შეეგუონ, მუდმივი მეოცნებები, სძინავთ მაშინაც კი, როცა ფხიზლობენ. სურთ უბრალოდ იცხოვრონ, მაგრამ ეს სურვილი თითქმის არასდროს სრულდება, რადგანაც სხვა პირობებსა და აღქმებს უთმობენ. ისინი ცდილობენ გააკეთონ ის, რაც საჭიროა, მაგრამ მათი ნებისყოფა სუსტია. ხშირად იმდენად მიამიტები არიან, რომ ცხოვრებისეული ბრძოლა მათთვის ტანჯვაა, ამიტომაც უპირატესობას მუდამ ილუზიების სამყაროში წასვლას ანიჭებენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებისთვის სახეში შეხედვას. აქედან მოდის საშიშროება, ნამდვილი ცხოვრება შეცვალონ _ თამბაქოთი, ყავით, სპირტიანი სასმელებით, ნარკოტიკებით; სიყვარულის ძლიერი მოთხოვნილებაა, რამაც შეიძლება აღვირახსნილობამდეც კი მიიყვანოს, ხოლო თუ ცხოვრებისეული პრობლემებისგან გაქცევაში არაფერი არ უშველით, მაშინ შეუძლიათ მიმართონ ოკულტიზმს. ისინი დაბადებით ძლიერი მედიუმები არიან, და დაიწყებენ რა იოგით ვარჯიშს, შეუძლიათ დაასრულონ საკუთარი, წინა ცხოვრებისეული მოგონებებით. აქ იფარება საშიშროება _ აირიონ საკუთარ შეგრძნებებში, სხვების ხელში სათამაშოებად იქცნენ ანდა ჭკუიდან შეიშალონ. მათ უმსუბუქდებათ, როდესაც ძლიერი მფარველი ჰყავთ, ამიტომაც ხშირად ძლიერ განვითარებული რელიგიური გრძნობა აქვთ _ ნამდვილად, ვინ იქნება ღმერთზე ძლიერი! ასევე მათ ეხმარებათ ნიღბის ტარება, ამის მიღმა ფარავენ საკუთარ მგრძნობიარე სულს; და აქ თავიდან ჩდება საშიშროება _ ნიღაბი შეიძლება სახეზე შეეზარდოთ, მათი მეორე “მე” იქცეს _ ორსახოვნება. კამათების ზიზღი მორცხვებად ხდით, მაგრამ, თუ მოთმინება აევსებათ, შეუძლიათ ძლიერ განრისხდნენ. ძალიან თანამგრძნობიარენი არიან, შეუძლიათ დახმარება, სხვებში სიმამაცეს აღვივებენ. იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ ხშირად შეუძლიათ აქვითინება, ძალიან რბილები არიან, რის დაფარვასაც ცდილობენ გარეგანი პირქუშობით, ღიზიანდებიან, იცავენ თავებს. იზიდავთ ხელოვნება, მათში არის მუსიკის, სიმღერის, კარგი სამსახიობო ნიჭი. პროფესია უმჯობესია აირჩიონ ძალიან კარგად, მაგრამ უნდა იყოს განსაკუთრებული, რამაც მათი არტისტიზმის გამოვლენას საშუალება უნდა მისცეს. მკაცრი რეჟმი და დისციპლინა უკუჩვენებას იწვევს, ეს თავისუფალი მხატვრები _ დიზაინერები, მოდელიორები, გრაფიკოსები, მუსიკოსები, იმ პროფესიის მსახურები არიან, სადაც საჭიროა თანაგრძნობა და გულშემატკივრობა. მათთვის სიყვარული _ მათი ბედია. სიყვარულში დახვეწილები არიან და მუდამ სურთ სიყვარული. თუ მაინც, ეს არ გამოსდით, შეუძლიათ ამაღლებული უანგარო სიყვარული. ძალიან მიმდობნი არიან. მათი გრძნობები ნაზი და სულიერია, ისინი თვალს ხუჭავენ საყვარელი ადამიანების ნაკლზე. სჭირდებათ ვინმე, ვისზეც შეიძლება საკუთარი სიყვარულის გადმოღვრა: თუ არაა პარტნიორი, მაშინ ეძებენ ბავშვებს ანდა მშობლებს, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ, თუ არავინაა, მაშინ კატას ანდა ძაღლს იჩენენ. სუსტი კონსტიტუცია (აგებულება, წყობა), მიდრეკილება ტუპერკულიოზისკენ. საშიშროებები (გარდა ჩამოთვლილისა): მიმდობობა, დამყოლობა, ხათრიანობა, არამდგრადობა, არამყარობა, ცრუ სიმკაცრე, პირქუშობა. მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების უფრო თამამად მიღება და სითამამე. ბუნებით რბილი, შთაბეჭდილებებიანი, აღმქმელი, მეოცნებე ადამიანია. მისი წარმოსახვის, გრძნობების და ინტუიციის სამყარო მისთვის იმდენადვე რეალურია, რამდენადაც ყველაფერი, რაც ეკუთვნის გარესამყაროს. შესაძლებელია, საკუთარი შინაგანი განცდების გადაცემა, ახსნა ისე უჭირდეს, რომ სხვებმა ეს გაიგონ. მიდრეკილია მისტიციზმისკენ, მხატვრული კითხვისკენ, მუსიკალურია, ემოციონალურია. ძლიერ განვითარებული წარმოსახვა, მდიდარი შინაგანი ცხოვრება აქვს, თუმცა გარეგნულად უნდა ახდენდეს მოკრძალებული და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას. ჩვეულებრივ, ჩაკეტილად იქცევა. ძლიერ განვითარებული მგრძნობიარობის წყალობით, სიღრმისეულად აღწევს ადამიანებთან საკუთარი ურთიერთობის არსში. ხშირად მისი პირველი ინტუიციური შთაბეჭდილება დასტურდება. მომთმენია, შეუძლია პატიება, არაა მიდრეკილი ადამიანების განსჯისკენ, მათ ისეთებად იღებს, როგორებიც არიან _ შეცდომებითა და ნაკლით. გრძნობს ყველა ცოცხალ არსებას და ხშირად განიცდის სხვის ტკივილს, ისევე როგორც საკუთარს. უგებს იმ ადამიანებს, რომლებსაც დანაკარგები აქვთ, წარუმატებლები არიან _ მათ ხელს არ ჰკრავს. შეუძლია უანგაროდ გაცემა, ცხოვრება, ადამიანების მსახურებისთვის თავის მიძღვნა, ექიმის, მღვდლის, მკურნალის როლის შესრულება. მხოლოდ ერთია, ის მიდრეკილია ადამიანებს საკუთარი თავი ბრმად მიუძღვნას, განურჩევლად ყველას მისცეს უფლება ბოროტად გამოიყენონ მისი სიკეთე, სუსტებს სუსტებად დარჩენის უფლება მისცეს და ამით მის კმაყოფაზე დამოკიდებული გახადოს. სუსტად განვითარებული გრძნობა აქვს იმ მომენტებზე, როცა საჭიროა თქვას “არა” (უარი). თავდაჯერებულობა და თვითდისციპლინა _ მისი ძლიერი მხარე არაა. მიდრეკილია ადამიანების სიყვარულისკენ და მშვიდობისმყოფელად ყოფნისკენ. არაა მეომარი, აქტიური ქმედებების მომხრე არაა, ცდილობს თავი აარიდოს ღია შეჯახებებს. მისთვის უფრო ადვილია არ მიაქციოს ყურადღება ცხოვრების სირთულეებს, გაუნაპირდეს მათ იმ იმედით, რომ ისინი თავისით გაქრებიან და პირისპირ აღარ შეეჯახება. მასში შესამჩნევია იმ მიდრეკილების არარსებობა, რომელიც უბიძგებს აქტიური ბრძოლისკენ, რომელიც სირთულეების გადასალახად, ხანდახან, აუცილებელიც კი არის; ასეთ ადამიანში არაა სიმყარე. გახსნილი და რაღაც დოზით პასიური ადამიანია. მისი ქმედებები ფრთხილი, არააგრესიული, ნაწილობრივ, უხილავია. არაა გამორიცხული, რომ მისი ნიჭი იფარებდეს შემოქმედების სფეროებში, გამომგონებლურ ხელოვნებაში, მუსიკაში, იმიტომ, რომ ის ფლობს მაღალგანვითარებულ მგრძნობიარობას, შთაგონებას და მდიდარ წარმოსახვას. მას აღელვებს სილამაზე და სიყვარული, რომელსაც თვალწინ ხედავს. მისი ნაკლი იმაშია, რომ ის მიდრეკილია სიზარმაცისკენ და მის თავს მომხდარისადმი არასაკმარის ყურადღებას ავლენს. უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავის შებრალებით ტკბობას, ვიდრე სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად ენერგიული ქმედებები განახორციელოს. ასევე, მიდრეკილია უშუალო გარემოცვისგან საკუთარი თავის იზოლაციაში მოქცევისკენ და სრულ, ქაოტურ უწესრიგობის მდგომარეობაში ცხოვრებისკენ, მაგრამ ეს უფრო მეტად მის ახლობლებს აღელვებს, ვიდრე თავად მას. წყარო: astroblogi.com Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 10 minutes წინ, ჭრიჭინა said: კი, მზე ქალწულში რომ გაქვთ მაგიტოც ხართ ქალწულები ეს მზე და მთვარე და ვარსკვლავები საერთოდ არ ვიცი. ძაან გარე გარე დავდიოდი ამ თემისგან. გავნათლდე უნდა ესე იგი ჯერ, რომ გავიგო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა