Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი

ყველაფერი მოვასწარი იეს იიეეეს :jump:

ნუ პრინციპში როგორც ყოველთვის :love:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დღის გეგმა

 

ამას დავწერ, იმას მივწერ, მერე ვისუსნავებ,  ისევ დავწერ, მერე დავურეკავ, შუალედებში აქ ვიჩათავებ, შევამოწმებ შესამოწმებელს, დავურეკავ ორს, ისევ ვისუსნავებ, მუსიკას მოვუსმენ, წავალ ვირბენ მერე მივლაგდები, ვიჭუპაჭუპებ და ძილის წინ ვიფიქრებ იმაზე ეგოისტი ძუკნა ვარ თუ შემთხვევით წამიცდა ხელი და ვინმეს რამე ვარგე 17 ნოემბერს :classic_rolleyes:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

სამსახურიდან მოვდიოდი და მიწისქვეშაში, გარდაცვლილ, უპოვარ, ქალს გადავწყდი. სანამ გაშეშებული ვიდექი, ვიღაც ამბობდა:მთელი დღეა გაუნძრევლად იწვა და ვიფიქრეთ ხომ არ მოკვდაო. ეს ექიმები ცალკე რა სლეები არიან. ჩვენ ვერ მივუახლოვდებით, კორონა არ ჰქონდეს და ვინმემ გასინჯეთ თუ სუნთქავსო. ისეთი ფერი ედო, სუნთქვის გასინჯვას არც ჰქონდა აზრი.
მერე მიწისქვეშადან ამოვდიოდი, და ქვეითების გზაზე, ვიღაც ჯიპიანმა ლამის გამიტანა, თან მომაძახა წინ იყურე, რა ოცნებებში დაფრინავო.. მიდი და არ მიუბრუნო პასუხი.
ნახევარი საათის შემდეგ ისევ გავიარე იმ მიწისქვეშაში და წაუყვანიათ, პურის ნატეხები და ხურდა ფული დარჩა მის ადგილას. ხალხი რომ ასე უპატრონად კვდება არც ეგ არის ჩემთვის ახალი და არც ის ფაქტი, რომ ზოგი მიწისქვეშაში ცხოვრობს, ზოგს მაგრად უჭირს, მაგრამ სამი საათი გავიდა და რამდენჯერაც თვალებს ვხუჭავ, მისი გალურჯებული ფეხები მახსენდება, ამ სიცივეში ასე თხლად რომ ეცვა, რას გაუძლებდა. თან როგორი საზარელი სიკვდილია, ასე უპატრონოდ, სიცივეში, მიწისქვეშაში გარდაცვალება. როცა არც არაფერი გაქვს და არავის სჭირდები.
არადა, სანამ იმ მიწისქვეშაში მოვხვდებოდი რაღაც ყოველდღიურ სისულელეებზე ვნერვიულობდი:user:

Share on other sites

  • ფორუმელი

როცა გარემოებებს არ ნებდები და თავი ჟანა დარკი გგონია... 

მამენტ კაი ჰობია 31 წლის ასაკისთვის :boli: 

ზოგჯერ რა ჩასაყლაპი ვარ! ზოგჯერ! 

 

მამენტ უფრო ხშირად ვიდრე ზოგჯერ მარა ჰა

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მთელი დღეა ორ წინადადებაზე მეტი ვერ დავწერე, არადა ხვალ დედლაინია, 

წერის მუღამი არ მაქვს, თან რამდენი მაქვს საწერი.

ის მე უნდა დავაბრუნო ერთ საღამოში 18გვერდს რომ წერდა. ნეტა რა მოუვიდა. სად გადავწვი.

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს ჩემი თავი მომეწონა... თურმე აბადოკი მიხდება, რას ვიფიქრებდი :ghost-94-450461:

 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   38 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 34 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)