ფორუმელი Mulan Posted 28 ნოემბერი, 2020 Posted 28 ნოემბერი, 2020 უნდა მივეჩვიო ისევ დროულად დაძინებებს. არაა ეს ნორმალური ჩემთვის. ჩაიც უნდა შევამცირო.დღეში ერთი ფინჯანი! მცენარის ყიდვა მინდა. რამე ახლის. ხუნხულასი! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 29 ნოემბერი, 2020 Posted 29 ნოემბერი, 2020 (შესწორებული) თუ ეს თვე კარგი გოგო ვიქნები, დაბადების დღისთვის იმ ბაჩიებს ვაჩუქებ საკუთარ თავს. უნდა მე-ს და რა ქნას თან რცხვენია ამხელა ფასი რომ უნდა მიათხლიშოს იმაში რასაც წელიწადში სამი თვე ჩაიცვამს და წელს შეიძლება ვერც, არა და იი რაციონალური ვაარ, ვის ვატყუებ ტიპური ემოციური მყიდველი ვარ! წლებია ალბათ ეს ტრეკი არ ჩამირთავს... არ იმსახურებს მაგრამ მენატრება როცა მესმის... ზუსტად ვიცი მასაც. ჩემნაირი მეგობარი ცხოვრებაში გაუჭირდება იპოვოს, ზუსტად ვიცი ვაკლივარ, მოიხადოს ბოდიში და დავფიქრდები ვაპატიო თუ არა, თუ არა და დავბერდებით ასე! ზუსტად ვიცი ჩემი ფბ ის პროფილსაც ამოწმებს, მიგდებს შენ პროფილს დებილკა ფიფლ იუ მეი ნოუში. შევეცი ვერძის თავმოყვარეობას მერწყულმა თუ გაჭედა ჰო და ვნახოთ კიდევ 5 წელიწადში რა იქნება... Edited 29 ნოემბერი, 2020 by cosmia Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 29 ნოემბერი, 2020 Posted 29 ნოემბერი, 2020 ვოთ შუდ აი დუ იფ აი დონ'თ ნოუ ვოთ თუ დუ 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 დეკემბერი, 2020 Posted 5 დეკემბერი, 2020 დილას რომ გავიღვიძე და ქალაქს გადავხედე ისეთი იისფერი ნისლიანი დილა იყო არასდროს რომ არ შემიმჩნევია დილის თბილისისთვის. მგონი მალე გათოვდება. ბგერებია ჰაერში ისეთი როგორც თოვლის წინ... მეც გავიკეთე ცაცხვის ჩაი ცაცხვის თაფლთან ერთად. ეს იყო საოოცრება, წლევანდელი ცაცხვი არ მქონდა გასინჯული, ივნისის სურნელები და არომატები მაჩუქა ააა Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 5 დეკემბერი, 2020 Posted 5 დეკემბერი, 2020 გავარკვიე ყველაფერი. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 დღეს მგონი დასვენების დღე უნდა მქონდეს. წესით. მაგარს დავისვენებ 130 გვერდზე კომენატრები მაქვს ხვალ პირველ საათამდე მისაწერი Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 6 დეკემბერი, 2020 Posted 6 დეკემბერი, 2020 დილაუთენია თვალს რომ ვერ ახელ წესიერად, ძილი რომ არ გიშვებს თავისი მკლავებიდან. ამ დროს კი მოვა ის ერთადერთი და გეტყვის, ნახე ჩემს მუცელში რა ხდება!)) მუცელში კი მთელი კაკაფონიაა. ღრუმღრუმებს?მისსავე შექმნილ სიტყვას ვაშველებ. ჰო, ამოთქვამს და სამეტყველო აპარატითაც ეშველება მუცის ხმაურში. რა გენატრება, რა გაგიკეთო? -ამოთქვამ თვალარგახელილი. ის კი დამნაშავე და დილის ძილის გამფრთხობი ყურში ჩაგჩურჩულებს,-კარტოფილის შემიწვავ, დეე?! შეგიწვავ, დე, შეგიწვავ! და მერე კოცნები და სიყვარულები, სიყვარულები და კოცნები. ახურებ ტაფას, თლი კარტოფილს. თანდათანობით ხვდები რომ ჯერ ყავაც არ დაგილევია და ისევ ძილღვიძილში ხარ. ესაა სიყვარული, აბა სხვა რაა?)) 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 დეკემბერი, 2020 Posted 7 დეკემბერი, 2020 შინაგანად მშვიდად ვარ. უცნაურად მშვიდად. ჟოლოპი წკაპუნებს სასიამოვნოდ. იიფ. იმედია დილას თოვლი ისევ დამხვდება. მიყვარს როცა ქრიზანთემებს ათოვს. სხვანაირი სურნელი ასდით თოვლიან ქრიზანთემებს და მაგიტო... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა